Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს კვლევით, საქართველოში გაზრდილია ევროკავშირის და ნატოს წევრობის მომხრეთა რაოდენობა


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI)-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა.

შეკითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80%-მა დადებითად უპასუხა. 8%-ისთვის მიუღებელია. 12%-მა არ იცის.

წინა გამოკითხვით, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდა, ევროკავშირში გაწევრიანებას 76% ემხრობოდა.

შეკითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, დადებთად უპასუხა 74%-მა. მიუღებელია გამოკითხულთა 9%-ისთვის და არ იცის 16%-მა.

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევისთვის გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოკითხა 2 053 სრულწლოვანი მოქალაქე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

XS
SM
MD
LG