დენი რეგიონებშიც გაძვირდა

თბილისის მსგავსად, დენი რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.

ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები.

საყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 14,237 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;
  • 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 18,213 თეთრიდან 21,707 ​თეთრამდე;
  • 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 22,733 თეთრიდან 26,227 ​ თეთრამდე.
  • ფასში გათვალისწინებული დღგ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი დაახლოებით 3,5 ლარით ლარით მეტს გადაიხდის.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:

  • 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;
  • 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;
  • 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;
  • ​ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.

"ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.

გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.

ასევე ნახეთ თბილისში დენი გაძვირდა