თბილისში დენი გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი ზრდა 11 თეთრზე მეტია.
ასევე ნახეთ დენი რეგიონებშიც გაძვირდატარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 16 მილიონი ლარით შეუმცირა "თელასს" წარმოდგენილი ხარჯები, რაც საერთო ხარჯის 18 პროცენტი იყო.
საყოფაცხოვრებო ტარიფი:
- 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 14,544 თეთრიდან 18,041 თეთრამდე;
- 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 18,556 თეთრიდან 22,053 თეთრამდე;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 23,04 თეთრიდან 26,537 თეთრამდე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:
- 110-35 კვ - იზრდება 16,111 თეთრიდან 27,37 თეთრამდე;
- 10–6–3.3 კვ - იზრდება 16,882 თეთრიდან 29,646 თეთრამდე;
- 0.4 კვ - იზრდება 21,319 თეთრიდან 32,931 თეთრამდე.
ფასში გათვალისწინებული დღგ.
"ვერ გავიზიარებთ თქვენ მიერ შემოთავზებულ ტარიფების სტრუქტურას... ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ პროექტში აღნიშნული იყოს, რომ 6-თვიან პერიოდში, კომპანიის აცდენა რეალობასთან ტარიფში 2021 წლის ივლისიდან აისახოს... აცდენა ჩვენსა და თქვენს გამოთვლებს შორის არის დაახლოებით 150 მლნ კვტ.სთ, რაც არის დაახლოებით 13 მლნ ლარი", - განაცხადა "თელასის" წარმომადგენელმა.
2021 წლის ივლისისთვის "სემეკი" ტარიფებს ხელახლა გადახედავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.