საია ბათუმის დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს დაიცავს

​საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომლის საფუძველზეც კლუბი დააჯარიმეს და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყეს, კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

ფიტნესკლუბი Reformerfitness არ ემორჩილება მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც მან საქმიანობა უნდა შეაჩეროს. კომპანია შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა, თუმცა მან საქმიანობა გააგრძელა. ამ მიზეზით კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ასევე ნახეთ ფიტნესკლუბის მფლობელი, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, 10 000 ლარით დააჯარიმეს
ასევე ნახეთ შრომის ინსპექციამ ბათუმის ფიტნესკლუბის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად შსს-ს მიმართა

კომპანიის მხარდასაჭერად "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ფიტნესცენტრის ტერიტორია "სახლად" იქირავა და ყველა, ვინც იქ მანამდე ვარჯიშობდა, დაპატიჟა. ამის მიუხედავად, გუშინ გვიან პოლიციამ ტრენაჟორები და დარბაზი დალუქა.

ასევე ნახეთ ფიტნესკლუბს, რომელიც 10 ათასით დაჯარიმდა, ზურა ჯაფარიძე "სახლად" ქირაობს და ხალხს ეპატიჟება
ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძე პოლიციისგან ითხოვს, დატოვონ სპორტდარბაზი, რადგან მისი ბინაა