"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მოწოდება ოპოზიციისთვის, პარლამენტში შესვლაზე, მნიშვნელოვანია. კობახიძის თქმით, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით.
"იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას. ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი", - თქვა კობახიძემ.
მან თქვა, რომ ოპოზიცია სისტემატურად ამბობს უარს მათ ყველა შეთავაზებაზე:
"აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან".
ასევე ნახეთ
პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოში უნდა მონახონ ჩიხიდან გამოსავალი და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაშიოპოზიციის მიერ საქართველოში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტის ფონზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და არჩევნებში ეუთოს ამასწინანდელი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები კვლავ აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ნების უზრუნველსაყოფად საჭიროა გადაილახოს პოლიტიკური ჩიხი.
„ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავიანთი მანდატები, შევიდნენ პარლამენტში და განაგრძონ მუშაობა ამ ინსტიტუტების ფარგლებში“, - აღნიშნავს ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელონა ჯებრეა ხოჯა.