30 ოლქიდან 16 შემთხვევაში 31 ოქტომბრის არჩევნებით მაჟორიტარი კანდიდატი ვერ აირჩიეს. ამიტომ ყველა ამ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. დარჩენილი 16 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობს ოპოზიცია.
პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვეს:
- გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 52,83%, ლევან ბეჟაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 27,88%;
- მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) - 50,1%, ცეზარ ჩოჩელი (ძალა ერთობაშია) - 33,42%;
- მარნეული და გარდაბანი - ზაურ დარგალი (ქართული ოცნება) - 51,16%, აზერ სულეიმანოვი - 38,69%;
- ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 55,14%, კახა ოქრიაშვილი (ძალა ერთობაშია) - 39,5%;
- გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 55,42%, ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 27,82%;
- ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) - 61,79%, ვაჟა ჩიტაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 24,21%;
- ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) - 61,47%, ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 20,02%;
- ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია - გოჩა ენუქიძე (ქართული ოცნება) - 59,32%, დილარ ხაბულიანი (ძალა ერთობაშია) - 15,91%;
- საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება) - 68,86%, გიორგი კაპანაძე (ძალა ერთობაშია) - 14,4%;
- სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 51,02%, ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) - 31,52%;
- ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება) - 54,82%, მანუჩარ კვირკველია (ძალა ერთობაშია) - 22,89%;
- წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა - ალექსანდრე მოწერელია (ქართული ოცნება) - 52,81%, როლანდ ფიფია (ძალა ერთობაშია) - 34,37%;
- ფოთი, ხობი და სენაკი - ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) - 53,52%, მურთაზ ზოდელავა (ნაციონალური მოძრაობა) - 27,53%;
- ქობულეთი - ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) - 52,52%, ბონდო თედორაძე - 34,68%.
მეორე ტური იმართება
- თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) - 47,26%, გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) - 40,43%;
- რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) - 47,37%, დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 32,6%;
- ხაშური, ქარელი, ვარიანი, ნიქოზი, ტირძნისი, სკრისა, შინდისი - ზაალ დუგლაძე (ქართული ოცნება) - 49,34%, ნატო ჩხეიძე (ძალა ერთობაშია) - 29,62%;
- ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი - ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) - 49,49%, კახა გეწაძე (ძალა ერთობაშია) - 26,98%;
- ქუთაისი - ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება) - 42,16%, გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 34,72%;
- ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 47,91%, მალხაზ ჯალაღონია (ძალა ერთობაშია) - 36,95%;
- ბათუმი - რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 40,97%, ლევან ვარშალომიძე (ნაციონალური მოძრაობა) - 37,3%;
- ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - ანზორ ბოლქვაძე (ქართული ოცნება) - 46,26%, მიშა ბოლქვაძე (ძალა ერთობაშია) - 32,5%.
თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური იმართება. ამ ოლქებში ხმები ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 44,81%, შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო) - 29,45%,
- ვაკე - ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) - 42,24%, ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) - 35,55%;
- ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 43,76%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 25,01%;
- გლდანი - ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 43,88%, ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 42,69%;
- სამგორი - სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) - 45,87%, ლევან ხაბეიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 39,18%;
- ისანი - კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) - 46,74%, ხატია დეკანოიძე (ნაციონალური მოძრაობა) - 27,23%;
- დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი (ქართული ოცნება) - 42,69%, ზურა ჯაფარიძე (გირჩი) - 21,09%;
- საბურთალო - დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) - 43,23%, ალექსანდრე ელისაშვილი (მოქალაქეები) - 19,16%.
ცესკომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების დათვლა დაამთავრა. ბოლო მონაცემებით პარლამენტში 9 პარტია შედის, დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" უმრავლესობით.