Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების 100% დათვლილია: "ქართული ოცნება" - 48,15%, "ნაციონალური მოძრაობა" - 27,14%


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ამ მონაცემებით ხმების თითქმის ნახევარი - 48,15 პროცენტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მას რამდენიმე მანდატიღა სჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად.

პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 926 959 ხმა (48,15 %);
  • „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 522 463 ხმა (27,14 %);
  • „ევროპული საქართველო“ – 72 752 ხმა (3,78 %);
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 592 ხმა (3,15 %);
  • „ლელო“ – 60 691 ხმა (3,15 %);
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 493 ხმა (3,14 %);
  • „გირჩი“ – 55 600 ხმა (2,89 %);
  • „მოქალაქეები“ – 25 534 ხმა (1,33 %);
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 19 281 ხმა (1 %).
  • სხვა პარტიებმა 1%-იანი ზღვარი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი იყო, ვერ გადალახეს.

ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც შეიძლება მცირედით შეიცვალოს.

XS
SM
MD
LG