წესები, რომლებიც სავაჭრო ცენტრებსა და ტანსაცმლის მაღაზიებში მოქმედებს

დღეიდან საქართველოში მოლები და ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნა და შესაბამისად, ამოქმედდა ის წესები, რომელიც მთავრობამ დაადგინა. წესების შესრულება სავალდებულოა.

ძირითადი რეკომენდაციები:

  • უნდა მოეწყოს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი, სადაც დაწესებულებაში შესვლამდე გაკონტროლდება თანამშრომლისა და მომხმარებლის ტემპერატურა. ცხელების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და 112-ს შეატყობინონ;
  • უნდა გაკონტროლდეს მოქალაქეთა ნაკადი (საშუალოდ, 10 მ კვადრატზე 1 პირი), სავალდებულოა დეზობარიერის მოწყობაც. უნდა გაკონტროლდეს დისტანციაც და იატაკზე უნდა იყოს ნიშნულები;
  • მოქალაქე უნდა დაუშვან მხოლოდ ნიღბით;
  • ხშირად გამოყენებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს 2 საათში ერთხელ, საერთო მოხმარების ფართი კი ყოველდღიურად;
  • სანიტარული კვანძები საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ უნდა დასუფთავდეს;
  • მოქალაქეთა ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენონ აუდიო/ვიდეო ტექნიკა;
  • მთავრობის დადგენილებამდე აკრძალულია სავაჭრო ცენტრში კვების ობიექტები და კინოთეატრები დაკეტილი არ უნდა გაიხსნას.

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიების ვალდებულებები:

  • აკონტროლოს და სივრცეში დაუშვან მაქსიმუმ 5 მ კვადრატზე 1 ადამიანი;
  • ადგილზე, სადაც თანამშრომელს მომხმარებელთან უწევს კონტაქტი, უნდა დაყენდეს გამჭვირვალე ბარიერი;
  • სავაჭრო კუნძულებს ოთხივე მხრიდან უნდა დაუმაგრდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი;
  • დამუშავდეს ტანსაცმლის გამოსაცვლელი სივრცეები და ხშირად გამოყენებადი ზედაპირები მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ;
  • ჩართული უნდა იყოს მუდმივი ვენტილაცია;
  • ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიანიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას.

ამავე თემაზ: სავალდებულო წესები, რომლებიც რესტორნის სტუმარმა და პერსონალმა უნდა დაიცვას