73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ტიტებს ყიდიდა 3000 ლარით დააჯარიმეს
Your browser doesn’t support HTML5
თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტებს ყიდიდა, 3000 ლარით დააჯარიმეს. მიშა ყარაულაშვილმა, როგორც თავადვე ამბობს, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული არ ქჰონდა „სულ 9 ტიტა გავყიდე და 3000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლო მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, - ამბობს მეყვავილე მიშა ყარაულაშვილი.