მესამე დღეა საქართველოში დამსაქმებლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის ახალი რეკომენდაციები მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში უსაფთხოების თვალსაზრისით ოთხ დონედ არის დაყოფილი სამუშაოები - ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის შემცველი. რეკომენდაციების ნაწილი ყველა კატეგორიისთვის ერთი და იგივეა.
ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის შემცველია სამედიცინო ან ლაბორატორიული პროცედურების დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეხება აქვს კორონავირუსით დაავადებულებთან და შესძლო შემთხვევებთან.
ინფიცირების მაღალი რისკის შემცველი ის ადგილებია, სადაც COVID-19-ით ინფიცირების დიდი პოტენციალი არსებობს. ამ კატეგორიაში ხვდება ყველა ის ადამიანი, ვისაც პაციენტის პალატაში უწევს შესვლა. გარდა ამისა, მორგის თანამშრომელბი, ვისაც უშუალოდ უწევთ კორონავირუსით გარდაცვლილებთან ან საეჭვო შემთხვევებთან შეხება.
საშუალო რისკის მქონე ის სამუშაო ადგილებია, სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ანდა მჭიდრო კონტაქტი (2 მეტრზე ნაკლები დისტანციით) იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, თუმცა პოტენციურად ეს შესაძლებელობა არსებობს. ასეთი ადგილებად მიიჩნევა, სკოლა, მრავალრიცხოვანი სამუშაო ადგილები, სავაჭრო ცენტრები და ადამიანთა თავშეყრის ადგილები.
ინფიცირების დაბალი რისკის სამუშაო ისეთი ადგილებია, სადაც დასაქმებულებს ხშირი და ახლო კონტაქტი არ აქვთ საზოგადოებასთან და თანამშრომლებთან.
რეკომენდაციები, რომელიც ყველა ტიპის სამუშაო ადგილს ეხება
თანამშრომელი არ უნდა მივიდეს სამუშაო ადგილზე თუ:
- ბოლო 14 დღის განმავლობაში დატოვეს ის ქვეყანა, სადაც ვირუსი ვრცელდება;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირთან;
- აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.
- მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებად (70 წელს გადაცილებული პირები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები).
ყველა დამსაქმებელი ვალდებულია:
- თანამშრომლებს მოუწყოს ხელების ხშირად დასაბანად საჭირო სივრცე ან შესთავაზოს ხელების დასამუშავებლად სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი სითხე;
- ავად მყოფი თანამშრომლები "წაახალისოს", რომ დარჩნენ სახლში;
- დაამკვიდროს სამუშაო ეტიკეტად ხველისა და ცემინების დროს ცხვირისა და პირის დაფარვა;
- ჰქონდეს ერთჯერადი ხელსახოცები და ნაგვის ურნები მომხმარებლისთვის.
გარდა ამისა:
- შეიმუშაოს და თანამშრომლებს ასწავლოს იმ პირთა იზოლაციის პოლიტიკა, რომელთაც აღმოაჩნდებათ კორონავირუსის ნიშნები;
- შესაძლებლობის ფარგლებში შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
რეკომენდაციები ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებისთვის
- შესაძლებლობისა და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ჰაერის დამუშავების სისტემები;
- დადასტურებული ანდა სავარაუდო შემთხვევების დროს პაციენტები მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულების საიზოლაციო პალატებში (ბოქსი, ნახევრად-ბოქსი, ბოქსირებული პალატა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- კორონავირუსზე აღებული ნიმუშების დამუშავებისას ბიოუსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან;
- პროცედურები, რა დროსაც აეროზოლი წარმოიქმნება, უნდა ჩატარდეს ბოქსირებულ განყოფილებაში. ამ დროს იქ მყოფმა ექიმმა უნდა გამოიყენოს რესპირატორი;
- როცა ერთკაციანი პალატები ხელმისაწვდომი არაა, დაავადებული პაციენტების დაჯგუფება შესაძლებელია;
- თანამშრომლების ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;
- თანამშრომლების უმეტესობამ უნდა ატაროს ხელთათმანები, ხალათი, სახის დამცავი ფარი, დამცავი სათვალეები და რესპირატორი.
რეკომენდაციები საშუალო რისკის მქონე დაწესებულებებისთვის
- სადაც შესაძლებელია უნდა დამონტაჟდეს ფიზიკური ბარიერები, დაცემინებისგან თავის დამცავი გამჭვირვალე პლასტმასის შირმები;
- იმ თანამშრომლებისთვის ან მომხმარებლისთვის, ვისაც დაავდების ნიშნები აღმოაჩნდება, ადგილის დატოვებამდე სახის ნიღბის შეთავაზება;
- დღეში რამდენჯერმე დახურული სივრცეების განიავება და სამუშაო ადგილების სველი წესით დეზინფექცია;
- ხელის ჰიგიენური საშუალებების თვალსაჩინო ადგილზე დამაგრება და მოხმარების წესების ახსნა;
- პირადი კომუნიკაციის მინიმუმამდე შემცირება (მაგ. მანქანიდან გადმოუსვლელად მომსახურების შეთავაზება);
- კლიენტებს შორის დასაცავად იატაკზე სტიკერების დამაგრება.
დაბალი რისკის მქონე დაწესებულებებისთვის
- მცირე რისკების გამო ამ შემთვევაში პრევენციის ღონისძიებების ჩამონათვალიც მცირეა. ამ შემთხვევაში აუცილებელია დამსაქმებელმა სამუშაო ადგილზე ხელის დასაბანი სივრცე მოაწყოს ან თანამშრომელს საშუალება ჰქონდეს ხელები სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი სითხით დაიმუშაოს.
რეკომენდაციები საქმიანობების მიხედვით დეტალურად ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა გაწერილი.