მღვდელთმსახურის მოწმობა 50 ლარად

Your browser doesn’t support HTML5

2017 წელს პარტია “გირჩმა” - რომელიც დაარსებისთანავე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძვის - რელიგიური ორგანიზაცია, “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება” დააარსა. კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. ამ საკანონდებლო “ხვრელის” წყალობით პარტია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებს გასცემს.