ზურაბიშვილი: არჩევნების შუა კვირაში ჩატარება ალბათ გაურთულებს დიასპორას მონაწილეობის მიღებას

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარებამ შესაძლოა, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს გაურთულოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

„ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ცესკოზე დამოკიდებული. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ ეს ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, - განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს მეორე ტურის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარების ალბათობაზე.