ტრანსგენდერი ქალის ბაბუა: ჩემი გაზრდილი იყო, ვერ დავტოვებდი
Your browser doesn’t support HTML5
24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. სიკვდილამდე თვე-ნახევრის განმავლობაში მას ბაბუა, მამის მამა, და ბებია, დედის დედა, ედგნენ თავზე. მშობლები დაშორებულები იყვნენ. ტრანსგენდერი ქალი, სახელად ლიკა, წლების განმავლობაში მარტო, ოჯახისგან შორს ცხოვრობდა. შვილის ავადმყოფობის შესახებ დედამ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე შეიტყო. ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება.