"ქართული ოცნების" ყრილობის მოწვეული და დაუპატიჟებელი სტუმრები
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე პოლიციამ "მთაწმინდის პარკში" არ შეუშვა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები ყრილობის ლურჯ ხალიჩაზე.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე "მთაწმინდის პარკში" შესვლას ცდილობდა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყრილობის ლურჯ ხალიჩაზე.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
თბილისის მერი კახა კალაძე "ქართული ოცნების" მეხუთე ყრილობაზე.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალქე პატრულთან შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა.
დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ფერადი ქოლგით.
"მთაწმინდის პარკთან" შეკრებილი "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ.
დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გარეთ დარჩა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა.