ერთი მხიარული დღე თავისებური ბავშვებისთვის
Your browser doesn’t support HTML5
2 აპრილს თბილისში აუტიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ნეიროგანვითარების ცენტრმა, თბილისის საკრებულოს, ზოოპარკსა და გადამზიდავ კომპანიებთან ერთად, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საზეიმო შეკრება მოაწყო. ასამდე ბავშვმა და მათმა ახლობლებმა მოიყარეს თავი ზოოპარკში. მათთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იყო დაგეგმილი. მსგავსი ნაბიჯებით ორგანიზაცია ცდილობს საზოგადოებას აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, რათა დროულად მოხდეს ამ დაავადების გამოვლენა და მკურნალობა.