პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით დაამტკიცა ხუთ კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე, არსებულთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, პარლამენტმა 16 მაისს კვორუმის არარსებობის გამო ვერ უყარა კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება ნოემბრამდე ღიად დარჩენილ საკითხს, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება ნაცვლად კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიებისა, ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია. ცვლილებათა ავტორები მიიჩნევენ, რომ, ამ პრინციპული საკითხის გარდა, კანონპროექტში სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაცაა, რაც აუმჯობესებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.
საპარლამენტო უმცირესობამ 5 კანონში შესატანი ცვლილებებიდან მხარი 4-ს დაუჭირა, ოპერატიულ სამძებრო მოქმედებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კენჭისყრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის ელექტრონულ დაფაზე გამოსახული რიცხვები ამოიკითხა, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ცვლილებათა პაკეტს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი:
„ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი. პირველი მოსმენა. გთხოვთ, ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი... 97 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემა არ წყდება, ვინაიდან, მათი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ე.წ. მოსმენის გასაღების დატოვებით კანონპროექტის სულისკვეთება კნინდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სანამ „გასაღები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება, მას ყველას ჩაურევლად შეეძლება მოუსმინოს ნებისმიერი რაოდენობის ადამიანს:
„4 კანონს დავუჭირეთ მხარი, ერთზე თავი შევიკავეთ, რადგან ის ტოვებს შესაძლებლობას უკონტროლოდ მოისმინონ და ასევე გააგრძელონ მოსმენები და, ფაქტობრივად, ეს იყო მთავრობის განაცხადი, რომ ისინი განაგრძობენ მოსმენებს“.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში შეთავაზებული იყო ვარიანტი, რომ მოსმენის შესაძლებლობა კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიებს ჰქონოდათ და მათ შესაბამისი ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიეწოდებინათ, მაგრამ ცვლილებების ეს ნაწილი მთავრობის მიერ ქვეყნის უშიშროებისთვის შესაძლო საფრთხის შემცველად ჩაითვალა და ცვლილების ამ ფორმით მიღება ნოემბრამდე გადაიდო. მანამდე კი სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევლენ და მოამზადებენ მექანიზმს, თუ როგორ უნდა გადავიდეს მოსმენის ტექნიკური საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროდან კავშირგაბმულობის ოპერატორთა ხელში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღებდა ხელისუფლება კანონპროექტით თავდაპირველად გათვალისწინებულ ცვლილებებს:
„თუ ვალდებულების ტვირთი არის გადასული სახელმწიფოზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, რომ უკანონო მოსმენები არ იყოს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულება შესაბამის უფლებამოსილებასთან ერთად არის, თუმცა, თუ არის საჭირო დამატებითი პრევენციული მექანიზმის ჩადება, ამაზეც, კი ბატონო, ვისაუბროთ, მაგრამ კერძო კომპანიებზე გადავიტანოთ მთლიანად პასუხისმგებლობა, ამან შეიძლება უხერხულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს“.
თავად კანონებში შესული ცვლილებების მიხედვით, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება, იკვეთება პირთა წრე, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ ფარულ მიყურადებას, დგინდება ფარული გზით მოპოვებული ინფორმაციის ფლობის, შენახვისა და განადგურების წესები და სხვა. შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ზვიად ქორიძე, მიიჩნევს, რომ, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებების გამო, კანონი არ კნინდება მხოლოდ მიყურადების გასაღების საკითხის ღიად დარჩენით:
„იმ პირთა განსაზღვრა, თუ ვის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ფარული მოსმენისა და მიყურადების სისტემა, ან, დავუშვათ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს ისიც, რომ ფარული მოსმენა და მიყურადება ეს უნდა იყოს როგორც მხოლოდ უკანასკნელი ზომა, უკანასკნელი ნაბიჯი და გამოძიებას ძალიან მაღალი სტანდარტებით მოუწევს სასამართლოსთვის იმის მტკიცება, თუ რატომ უნდა გამოიყენოს მან ფარული მოსმენისა და მიყურადების მექანიზმები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასცეს მოსამართლემ ნებართვა მოსმენაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ისევე როგორც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის საკითხი“.
კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორი, ლაშა ტუღუში, იმედოვნებს,რომ სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა იმსჯელოს, როგორ გადავიდეს მოსმენის ტექნიკური საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროდან კავშირგაბმულობის ოპერატორთა ხელში, მალე შეიქმნება, თუმცა ჯერჯერობით ასეთი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცნობილია, რომ ფარული მიყურადების თაობაზე კანონპროექტთა პაკეტს მეორე და მესამე მოსმენით კენჭი, სავარაუდოდ, 25-27 ივნისის სესიაზე ეყრება, მანამდე კი პარლამენტი, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების გამო, მუშაობას წყვეტს.

თუ ვალდებულების ტვირთი არის გადასული სახელმწიფოზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, რომ უკანონო მოსმენები არ იყოს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულება შესაბამის უფლებამოსილებასთან ერთად არის, თუმცა, თუ არის საჭირო დამატებითი პრევენციული მექანიზმის ჩადება...ეკა ბესელია
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში შეთავაზებული იყო ვარიანტი, რომ მოსმენის შესაძლებლობა კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიებს ჰქონოდათ და მათ შესაბამისი ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიეწოდებინათ, მაგრამ ცვლილებების ეს ნაწილი მთავრობის მიერ ქვეყნის უშიშროებისთვის შესაძლო საფრთხის შემცველად ჩაითვალა და ცვლილების ამ ფორმით მიღება ნოემბრამდე გადაიდო. მანამდე კი სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევლენ და მოამზადებენ მექანიზმს, თუ როგორ უნდა გადავიდეს მოსმენის ტექნიკური საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროდან კავშირგაბმულობის ოპერატორთა ხელში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღებდა ხელისუფლება კანონპროექტით თავდაპირველად გათვალისწინებულ ცვლილებებს:
„თუ ვალდებულების ტვირთი არის გადასული სახელმწიფოზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, რომ უკანონო მოსმენები არ იყოს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულება შესაბამის უფლებამოსილებასთან ერთად არის, თუმცა, თუ არის საჭირო დამატებითი პრევენციული მექანიზმის ჩადება, ამაზეც, კი ბატონო, ვისაუბროთ, მაგრამ კერძო კომპანიებზე გადავიტანოთ მთლიანად პასუხისმგებლობა, ამან შეიძლება უხერხულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს“.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს ისიც, რომ ფარული მოსმენა და მიყურადება ეს უნდა იყოს როგორც მხოლოდ უკანასკნელი ზომა, უკანასკნელი ნაბიჯი...ზვიად ქორიძე