ეს დღეც გავიდა, მაგრამ სანდრა თავიდან არ ამომდის - ძმები დარდენების გმირი, ლიეჟის რომელიღაც პატარა კორპორაციის თანამშრომელი, რომელიც შაბათს შეიტყობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სანდრას აქვს შანსი: თუ ორშაბათს, კრებაზე, მისი თანამშრომლების უმრავლესობა უარს იტყვის ათასევროიან პრემიაზე, მას ადგილს შეუნარჩუნებენ. ჰოდა, დარბის ასე, ორი დღე და ერთი ღამე მარიონ კოტიარის გმირი მთელ ქალაქში და ევედრება კოლეგებს, დაუჭირონ მხარი. ქმრის ხელფასი საკმარისი არაა საიმისოდ, რომ გაისტუმრონ ბანკის ვალები და არჩინონ ორი მცირეწლოვანი შვილი. მაგრამ იმ თანამშრომლებსაც ვალები აქვთ აღებული, მათაც ჰყავთ შვილები და ამიტომაც ელოდებოდნენ პრემიებს.
სანდრას ვერ ვივიწყებ. მის სასოწარკვეთილ სირბილს დღისა და ღამის ლიეჟში. ერთსა და იმავე მოძრაობას - მისამართის ძებნას, კარებზე ზარს (სახლში არავინ ეპატიჟება) და უცვლელ ტექსტს: „გევედრებით, თქვით უარი პრემიაზე!“
სანდრას მოძრაობებს ვერ ვივიწყებ. უფრო სწორად, ძმები დარდენების მაგიური კამერისა და სანდრას დამოკიდებულებას. ჰო, ჰო, კამერის! საოცრებაა, მაგრამ კოტიარის სახე, ახლო ხედით, თითქმის არ ჩნდება ფილმში (შესაძლოა, ძმებ დარდენებს მართლაც ეშინოდათ შტამპების, რომლებიც დიდი ხანია დაამკვიდრა კინოში ოსკაროსანმა კოტიარმა); ჩვენ ვხედავთ მის ზურგს, მის პროფილს, ვაკვირდებით მის ნერვულ მოძრაობებს. მაგრამ კიდევ უფრო მეტად ვაკვირდებით იმას, როგორ იღებს ძმები დარდენების კამერა სანდრას - უახლოვდება და სცილდება მას, ტრიალებს მის გარშემო; ცდილობს გაუგოს და უთანაგრძნოს. ეს კამერა კი ჩვენ ვართ, მაყურებელი!
ძმები დარდენების ფილმის მსვლელობისას აშკარად იგრძნობოდა, რომ ნახევარი დარბაზი მაინც ვერ იკავებდა ცრემლს. კანის ფესტივალზე დასრულდა ცივი, ცინიკური, ხელოვნური და მხოლოდ და მხოლოდ ოსტატური კინოს სერია. უჩვენეს ძმები დარდენების ფილმი „ორი დღე და ერთი ღამე“ და ყველაფერი შეიცვალა: დაბრუნდა კინოხელოვნება, რომელსაც შეუძლია მთავარი, რაც მოეთხოვება დიდ ხელოვნებას - შეუძლია კათარზისი.
სანდრას ვერ დაივიწყებს ვერავინ. სანდრას წყლის ბოთლით ხელში. ტრანკვილიზატორის აბებით, რომელთაც სასოწარკვეთილი ყლაპავს მთელი ფილმი. მას გავლილი აქვს დეპრესიისგან მკურნალობის კურსი. იქნებ ამიტომაც გახდა პირველი მსხვერპლი შემცირებისა, რომელიც ევროპის ეკონომიკურ კრიზისს მოჰყვა.
სანდრას ვერ დაივიწყებს ვერავინ, ვინც ნახავს წლევანდელი კინოსეზონის ამ საუკეთესო ფილმს. ამიტომაც, ვინ იცის, იქნებ როდისმე რომელიმე ჩვენგანიც აღმოჩნდეს სანდრას კოლეგების როლში; დაგვირეკავს კარზე ზარს სანდრასავით სასოწარკვეთილი ნაცნობი, მეგობარი, თანამშრომელი, და გვთხოვს, უარი ვთქვათ „ბონუსზე“ ჩვენს ცხოვრებაში; თუ ტელევიზორის და სარეცხი მანქანის ყიდვა გვაქვს დაგეგმილი, უარი ვთქვათ ამ გეგმაზე... თუ კარგ კურორტზე ვაპირებთ წასვლას და დამატებით თანხას ველოდებით, გადავიფიქროთ. გადავიფიქროთ და გადავარჩინოთ ადამიანი!
აბა, სხვა რა არის კათარზისი? და სხვა რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა? მათ შორის კინემატოგრაფისტმა, რომლის ხელთაა მაგიური ინსტრუმენტი - კამერა, რომელიც სიბნელეში მიმართავს მაყურებელს განათებული ეკრანიდან და თუ ისეთი მაგარია, როგორც ძმები დარდენები, ამ სინათლეს აღვიძებს ადამიანში.
ბელგიელ რეჟისორებს, ძმებ დარდენებს, აქვთ შანსი, შევიდნენ გინესის რეკორდების წიგნში და მესამედ მოიპოვონ მსოფლიო კინოს მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“. თუ კანის ფესტივალის წლევანდელი ჟიური ამას ვერ გაბედავს, ცხადია, დარდენებს არაფერი დააკლდებათ: მათ გააკეთეს ის, რასაც თითქმის ვეღარავინ აკეთებს თანამედროვე კინოში - აატირეს კანის ფესტივალის დაღლილი და ცინიკური პუბლიკა.
დარწმუნებული ვარ, სანდრას ის მაყურებელიც ვერ დაივიწყებს, ვინც ძმები დარდენების ფილმს მოგვიანებით, კინოთეატრებში და თუნდაც დივიდიზე ნახავს. დარდენები დაჯილდოებული არიან ნიჭით, არაფრისგან შექმნან კინო, რომელიც თრილერს ემსგავსება. ყველა ეპიზოდი კი არა, ყველა კადრი დაძაბულია მათთან. კოლეგებთან სანდრას ყოველი შეხვედრა, სულ რამდენიმე წუთს რომ გრძელდება, აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან განსხვავებულია ეს ხალხი, - მისი კოლეგები - განსხვავებულია მათი რეაქცია. ზოგი მთხოვნელს უხეშად ისტუმრებს, ზოგი თავს იმართლებს, ზოგი გადაიფიქრებს, ზოგიც (შესაძლოა, ყველაზე გაჭირვებულები), მხარში ამოუდგება და უარს იტყვის პრემიაზე. ფილმის ფინალური სცენა, როცა იწყება „ორშაბათის კენჭისყრა“, გამომსახველობითი ძალით ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმების დონეზეა. გამახსენდა ფრენკ კაპრას „ცხოვრება მშვენიერია“ - პირველი ფილმი, რომელზეც ვიტირე და რომლის მიმართაც დღესაც არა ვარ გულგრილი.
მაგრამ კაპრამ ზღაპარი გადაიღო. აკი კაურისმიაკიმაც ზღაპარი გადაიღო. სამწუხაროდ, სანდრას ცხოვრების ეს ეპიზოდი არ დასრულდება, როგორც ზღაპარი.
ძმები დარდენების ფილმი, მიუხედავად მოლოდინისა, არაა მხოლოდ და მხოლოდ სოციალური დრამა კენ ლოუჩის სტილში. აქ არაა პროფკავშირები და სანდრას დასაცავად მუშათა კლასი არ გამოდის ქუჩაში. ესაა მარტოობის დრამა, ეგზისტენციალური დრამა, ესაა, როგორც ჩემმა მეგობარმა ნინია კაკაბაძემ თქვა, „დარდენების სახარება“ - უფრო ადამიანური, უფრო ემოციური და, თუ გნებავთ, უფრო ეფექტურიც, ვიდრე რომელიმე „მამაოს“ ქადაგებაში ჩართული სახარების სიუჟეტები. ესაა ქრისტიანული დრამა იმაზე, რომ უფლება არა გვაქვს, ვიცხოვროთ მხოლოდ ჩვენი ცხოვრებით, რადგან ყველა ერთად ვცხოვრობთ! ვცხოვრობთ საზოგადოებაში! არა გვაქვს უფლება, არ ვიყოთ სოლიდარულები.
ძნელია. მაგრამ სანდრას გაიხსენებ ძმები დარდენების ფილმში და მაშინვე გაიაზრებ, რომ უნდა იყო ადამიანი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სინდისმა არ დაგღალოს და მერე ბოლო არ მოგიღოს.