კანის წლევანდელი კინოფესტივალი ჩემთვის თბილისთან მუდმივი კონტაქტი და მობილურზე სახლიდან არც თუ ისე სასიამოვნო ზარების მოლოდინია. ამას დაუმატეთ 17 მაისი, “წითელი ზონის” მორიგ გადაცემაზე რეაქციის მოლოდინი, ადამიანების დარბევის შიში თბილისში და მასკარადად გადაქცეული რელიგიის მსახურთა აღლუმზე ახალი ამბების გაგების სურვილი, რომელიც თავის მხრივ ვერც ლაჟვარდოვანი ნაპირის ფერებმა და ვერც ვარდისფერმა ფრანგულმა ღვინომ ვერ ჩაკლა.
მოკლედ, თბილისთან კონტაქტს ვერ ვწყვეტ კინოდარბაზში ჯდომის დროსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სეანსის დაწყების წინ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა გვაფრთხილებს: “მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში აკრედიტაცია ჩამოგერთმევათ”.
ტელეფონზე ხმა, ცხადია, დაწეული მაქვს, მაგრამ დროდადრო მაინც ვამოწმებ მესიჯს. თუკი გვერდზე თურქი გიზის, ესპანელი, ან იტალიელი, გამორციხულია, შენიშვნა მოგცეს. პირიქით, როგორც წესი, დროდადრო მათი ტელეფონიც “აციმციმდება” ხოლმე. ჩემი დაკვირვებით, ეს ნათება განსაკუთრებით აღიზიანებთ ფრანგებს. შესაძლოა იმიტომ, რომ მასპინძლებად გრძნობენ აქ თავს და უფრო ადვილად გაძლევენ შენიშვნას. შესაძლებელია იმიტომაც, რომ ფრანგები (ასევე ჩემი ძალიან სუბიექტური დაკვირვებით) ყველაზე ნევროტიკი ხალხია მსოფლიოში.
მაგრამ ამჯერად იაპონელი ქალის რისხვა არ ამცდა.
17 მაისის ამბებზე მწერდა ხალხი თბილისიდან. ამიტომ რამდენჯერმე მივაჭირე ხელი მობილურ ტელეფონს. ერთ-ერთი მესიჯი დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობას მატყობინებდა. აუცილებლად უნდა მეპასუხა. ის-ის იყო, წერა დავიწყე, ამ “მეზობელმა ქალმა” ყვირილი მორთო (ცუდი ინგლისურით), თან ისეთი, რომ მთელი რიგის ყურადღება მიიქცია - სინათლე თვალში მიჭყიტინებს და ეკრანს ვეღარ აღვიქვამო. თან არ დაამთავრა. ხომ იცით, როგორია ეს ხალხი? რომ იწყებენ, მერე არასდროს ამთავრებენ.
ამასობაში იტალიურ ფილმში “საოცრება” მოქმედება დაიძაბა. ეკრანზე მონიკა ბელუჩი გამოჩნდა. ძალიან ნელ, მაგრამ ძალიან ლამაზ ფილმში გამოჩნდა “რეაქტიული სახე”, რომელმაც უმალვე დაძაბა დარბაზის ყურადღება. მეც ვისარგებლე შემთხვევით და წინა რიგში გადაჯდომა გადავწყვიტე. სიბნელეში გასვლა გამიჭირდა და ისე დავაბიჯე ფეხი ამ იაპონელ ჟურნალისტს, რომ ისევ მორთო ყვირილი, ამჯერად სიმწრისგან. შენიშვნას ვეღარ მომცემდა. ძალით ხომ არ დავაბიჯე ფეხი!
გაბრაზებული ადამიანი ყველაფრის მკადრებელია! ამას ამტკიცებს არგენტინული საკონკურსო კომედიის, “ველური ისტორიების” ახალგაზრდა რეჟისორი დამიან შიფრონი, რომლის ახალი სურათი მთლად პედრო ალმოდოვარმა დააფინანსა. ხუთი ნახევარსაათიანი სკეჩის ეს თაიგული მართლაც ჰგავს ალმოდოვარის ადრეულ სურათებს - ადამიანები სასაცილონი ხდებიან, როცა შემთხვევითობა ნიღაბს ჩამოხსნის ხოლმე... სასაცილონი თავიანთი აგრესიულობით და საშიშები. ხომ შეიძლება, გაბრაზებულმა ისე დააბიჯო ფეხი, რომ სამუდამოდ დააკოჭლო?
კანში გულიანად იცინეს ამ ისტორიებზე. თუმცა საეჭვოა, არგენტინელ რეჟისორს, რომელსაც ჯერ არავინ იცნობს თავად არგენტინელების გარდა (აქამდე შიფრონი სატელევიზიო სერიალებს იღებდა), ჯეინ კემპიონის ჟიურიმ მნიშვნელოვანი პრიზი მიანიჭოს. საერთოდ, კემპიონი, ერთადერთი ქალი, რომელიც კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმის” მფლობელი გახდა ფილმისთვის “პიანინო”, როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალურ განცხადებებს არ ერიდება. ფესტივალის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო კინო სექსიზმმა მოიცვა - დიდ ფესტივალებზე უჩვენებენ მხოლოდ მამაკაცი რეჟისორების ფილმებს და ქალ კინემატოგრაფისტებს ისევ ჩაგრავენ. კანის ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები უკვე მარჩიელობენ - კონკურსში წარმოდგენილი ორი ფილმიდან, რომელთა ავტორებიც ქალები არიან, რომელ სურათს აქვს შანსი, აღინიშნოს “ოქროს პალმით” - იტალიურ “საოცრებას”, თუ იაპონურ ფილმს “ჯერ კიდევ წყალი”.
ალის როშვახერის “საოცრება” ამ რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი სურათია, თუმცა ეპიკური ძალით, გამომსახველობითი სიმდიდრით და, რაც მთავარია, სიღრმით, მსოფლიო კინოკლასიკის შედევრებს გვაგონებს; ცოტა კარლოს საურას ფილმებს, გადაღებულს ფრანკოს ეპოქაში; ცოტა ერმანო ოლმის “ფეხსაცმელების ხეს”, სურათს, რომელიც, სხვათა შორის, კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმით” აღინიშნა. მაგრამ კანის წლევანდელი ფესტივალის კონტექსტში “საოცრება” მაინც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს - ჩრდილოეთ იტალიის სოფელში მცხოვრები ოჯახი და განსაკუთრებით 13 წლის გოგონა სახელად ჯელსომინა (!), დიახაც, ველურ სამყაროს წარმოგვიდგენენ, სამყაროს, სადაც ცივილიზაცია მხოლოდ ერთხელ შეაღწევს სატელევიზიო შოუს “საოცრებათა ქვეყნის” სახით. ცოტა გაიბზარება ამ ველური სამყაროს ჰარმონია, მოგვიანებით კი საერთოდ დასრულდება ყველაფერი. ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში ირევა და ფინალში ვხედავთ დაკეტილ და მიტოვებულ სახლს, რომლის წევრები სადღაც გაუჩინარდნენ. შესაძლებელია, საერთოდ არც არსებობდნენ. არ არსებობდა ჯელსომინა. იგი მხოლოდ და მხოლოდ ფილმის ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.
ველურობისა და ცივილიზებულის ზღვარზე იმყოფება ჩემი აზრით, კანის წლევანდელი კონკურსის ჯერჯერობით საუკეთესო ფილმის, “მელიებზე ნადირობის” მთავარი გმირიც. პრინციპში ამერიკელი რეჟისორის, ბენეტ მილერის ამ ახალი სურათის სათაური არც ითარგმნება - “Foxcatcher” სახელია უძველესი საგვარეულოსი, რომლის ფაქტობრივად უკანასკნელი წარმომადგენელი, მილიონერი ჯონ დიუპონი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სპონსორი ხდება თავისუფალ ჭიდაობაში. ფილმს საფუძვლად დაედო რეალური ამბავი, რომელმაც 80-იან წლებში მთელი ამერიკა ააღელვა - მარტოხელა, სასოწარკვეთილი, მეგობრებსა და სიყვარულს სრულიად მოკლებული ჯონ დიუპონი გადაწყვეტს, სპორტის სპონსორობით მისცეს თავის ცხოვრებას საზრისი. მისი ისტორია ნელ-ნელა ემსგავსება ორსონ უელსის “მოქალაქე კეინის” ისტორიას, უფრო მეტიც, ფილმის ფინალში თითქმის შექსპირის ტრაგედიის მსგავსად მოქმედებს მაყურებელზე, მთლიანად ფილმი კი აუცილებლად მოგაგონებთ იმ კარგ ჰოლივუდს, რომელიც, ჩემი აზრით, გასული საუკუნის 90-იან წლებში დასრულდა და რომელსაც ზოგიერთი კინოინტელექტუალი მაშინ “სოცრეალიზმად” ნათლავდა.
კანის ფესტივალზეც მრავლად არიან ეს კრიტიკოსები. მათ ოვაციები მოუწყვეს კანადელი რეჟისორის, დევიდ კრონენბერგის ახალ, როგორც ყოველთვის, ცინიკურ სურათს “ვარსკვლავების რუკა”, თანამედროვე ჰოლივუდის კარიკატურას, რომელშიც კინოვარსკვლავები და მათი ფანები ველურებად (!) წარმოგვიდგებიან (ალბათ გახსოვთ კრონენბერგის “ავიაკატასტროფა”). სამაგიეროდ “Foxcartcher”-ის მსვლელობისას არაერთმა კრიტიკოსმა დატოვა დარბაზი, რაც, სამწუხაროდ, გაურთულებს ბენეტ მილერს წლევანდელ კონკურსში გამარჯვებას. ამბავი საზიზღარ მანიპულაციაზე, ძალადობით ტკბობასა და მარტოობის შესაძლო პერვერსიაზე ყველას არ აღელვებს. შესაძლებელია პირადად მე მილერის ფილმმა “თბილისის მესიჯების” მოლოდინის გამო ამიჩუყა ასე გული.
ბოლოს და ბოლოს დღიურებს ვწერ და რატომ არ უნდა ვუთხრა ჩემს მკითხველს, რომ კანში ექვსი წლის მერე სიგარეტის მოწევა დავიწყე.