ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკებზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დიდ ნაწილზეც.
14 მაისს ვარშავაში გაიმართა ბანკის საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც ეკონომისტებმა გააკეთეს პროგნოზი, რომ უკრაინაში მიმდინარე წელს ღრმა რეცესია იქნება, ხოლო რუსეთში ეკონომიკის სტაგნაციას გამოიწვევს სანქციები, რომლებიც მას დაუწესდა უკრაინის კრიზისში შესრულებული როლის გამო.
ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ამცირებს თავის მიერვე ადრე გაკეთებულ პროგნოზებს ეკონომიკური ზრდის თაობაზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და მოლდავეთის მიმართ.
ამის მიზეზი, ბანკის ექსპერტების შეფასებით, ის არის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ამ ქვეყნებში ინვესტირება უფრო სარისკო ხდება და ექსპორტზე მოთხოვნაც მცირდება.
საქართველოში 2014 და 2015 წლებში ეკონომიკის ზრდის პროგნოზმა შეადგინა 4 პროცენტი, იმის მიუხედავად, რომ ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ექსპორტის მნიშვნელოვან მატებას მოელიან. ექსპორტის ზრდის პროგნოზის შემცირებას უკავშირებენ უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამო რეგიონალურ ექსპორტზე მოთხოვნის ზოგად კლებას.
„ი-ბი-არ-დის“ თავდაპირველი პროგნოზით, 2014 წელს ბელორუსიის ეკონომიკა 0,5%-ით უნდა გაზრდილიყო. ახალი შეფასებით კი, ზრდის პერსპექტივა ნულს გაუტოლდა.
მოლდავეთის ეკონომიკა 2013 წელს 8,9%-ით გაიზარდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2014 წელს მოლდავეთის ეკონომიკა სულ 2%-ით გაიზრდება.
სომხეთის ეკონომიკას 3,5%-ის ნაცვლად 3%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებენ.
აზერბაიჯანში ეკონომიკა 2013 წელს 5.8 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ნავთობის წარმოება შემცირდა 2014 წლის დასაწყისში. ბანკის პროგნოზით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნავთობის წარმოება კვლავ მოიმატებს, აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წელს მხოლოდ 3.5 პროცენტი იქნება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1991 წელს ამოქმედდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში.