რადიოჟურნალი – 1035-ე გამოშვება

6 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ძიძარიას, 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჩვენი დღევანდელი რადიოჟურნალის, „მეათე სტუდიის“, შინაარსი: რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში - ამ თემაზე ერევანში იმსჯელეს ქართული, ოსური და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. 6 მაისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ უმასპინძლა მასშტაბურ კონფერენციას, რომელიც გამოჩენილი აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ძიძარიას, 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ახლახან პრაღის ლიტერატურის სახლმა უმასპინძლა ქართველ პოეტს, ეკა ქევანიშვილს, რომელიც, ამავე დროს, ჩვენი კოლეგაც არის. რადიოჟურნალის ბოლოს შემოგთავაზებთ სიუჟეტს ეკას შემოქმედების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი, სიღრმისეული და მწვავე თემატიკით გამოირჩევა.