სტომატოლოგიური რეგულაციები - მომსახურების გაძვირება

ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში

პირველი მაისიდან სტომატოლოგიურ კლინიკებს მოუწევთ შეასრულონ რამდენიმე მოთხოვნა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დააწესა. ახალი რეგულაციების მიხედვით, სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებმა უნდა მოაწყონ პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის, უზრუნველყონ სტანდარტიზებული სივრცით, დაიცვან სანიტარული მოთხოვნები და ასე შემდეგ. ამ ახალ რეგულაციას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

სტომატოლოგიური სფეროს ახალ რეგულაციებს კლინიკების წარმომადგენელთა მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ისინი ძირითადად საყვედურს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. ამგვარი კრიტიკის გახშირების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა სტომატოლოგიური სფეროს წარმომადგენლების მოსმენა გადაწყვიტა.

Your browser doesn’t support HTML5

სტომატოლოგიური რეგულაციები - მომსახურების გაძვირება