1989 წლის 9 აპრილი: თბილისში დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა
მრავალი თვით ადრე, ვიდრე საპროტესტო აქციები კულმინაციას მიაღწევდა, ახალგაზრდები მართავდნენ შიმშილობის აქციებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. პლაკატი, რომელიც ამ ფოტოსურათზე ჩანს, 1988 წლის 28 ნოემბერს არის გადაღებული. ის გაკრული იყო თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაზე, რომელიც მთავრობის სახლის სახელით არის ცნობილი.
აპრილისთვის საპროტესტო მოძრაობამ ფართო მასშტაბები შეიძინა. ამ ფოტოსურათზე ვხედავთ დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 8 აპრილს. დემონსტრანტების ნაწილი აპროტესტებს აფხაზეთში სეპარატისტების მოთხოვნებს.
საბჭოთა ტანკები თბილისში, მთავრობის შენობასთან, მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია.
საბჭოთა ჯარისკაცები თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11 აპრილს.
საბჭოთა ტანკები თბილისის ცენტრში 11 აპრილს.
მთავრობის შენობასთან დემონსტრაციის დარბევიდან რამდენიმე დღეში. 12 აპრილი.
1989 წლის 16 აპრილს ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოკლული დემონსტრანტების დაკრძალვაზე.