აქცია "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის სახელწოდება იყო „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“. ორგანიზატორებს ამ ხერხით სურდათ, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა. მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები გამვლელებს ურიგებდნენ ბუკლეტებს, რომლებშიც ახსნილი იყო, თუ რას ნიშნავს დაუნის სინდრომი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლის შემდეგ აღინიშნება ყოველ 21 მარტს. 2014 წელს ორგანიზატორებმა აქციის სიმბოლოდ ფერადი წინდები აირჩიეს. მსგავს წინდებს აქციის მონაწილეები ტანსაცმელზე ან სხეულზე იმაგრებენ, რომ „გახდნენ ისეთივე გამორჩეულები, როგორებიც არიან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები“.