გაფიცვა კაზრეთში და მოლაპარაკების პირველი მცდელობა

კაზრეთი, 2014 წლის 27 თებერვალი

თვეზე მეტია, გრძელდება კომპანია RMG-ის მუშათა გაფიცვა კაზრეთში. ისინი მოითხოვენ სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კომპანიის მენეჯმენტიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას. ამ პრობლემების განსახილველად საქართველოს გაერთიანებული პროფკავშის, სახელმწიფო მედიაციის სამსახურისა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების პირველი მცდელობა იყო. ექვსსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეთანხმება მხოლოდ სამ საკითხზე მოხერხდა.

Your browser doesn’t support HTML5

გაფიცვა კაზრეთში და მოლაპარაკების პირველი მცდელობა