რადიოჟურნალი – 1026-ე გამოშვება

დღევანდელი „მეათე სტუდიის“ შინაარსი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს - რა კეთდება ვითარების გასაუმჯობესებლად. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელვაჩაურში ქოხების დასახლება გაჩნდა, რომელსაც უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა აფარებს თავს - შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ამ თემაზე. ორგანიზაცია, სახელწოდებით „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ 8 მარტს თბილისში ხმაურიან მსვლელობას გეგმავს - გავესაუბრებით აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ახლახან ინტერნეტით მასობრივად გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ირანში ადამიანის ჩამოხრჩობის შემზარავ სცენას ასახავს. ქვეყანაში გამწვავდა დისკუსია ამგვარი შინაარსის ვიდეოების გავრცელების მართებულობის შესახებ.