კიევში განახლდა შეტაკებები პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმსა და ანტისამთავრობო დემონსტრანტებს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულების რაოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა მოდის ცნობები, რომ სულ მცირე 17 გვამს მიაგნეს დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს ქვების და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლით. პოლიციამ საპასუხოდ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. არის ინფორმაცია ცეცხლის გახსნის თაობაზეც. წინა ორი დღის განმავლობაში კიევში ძალადობას 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ასობით პირი.
ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში პრეზიდენტ იანუკოვიჩთან გამართეს შეხვედრა, ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავლის მოძებნის მიზნით. საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შემდეგ ბრიუსელში ჩავლენ, სადაც ევროკავშირმა დღეს მოგვიანებით უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის სანქციების დაწესების საკითხი ძალადობის გამო.