ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ აქტუალობას არ კარგავს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გასული ორიოდე კვირა, როცა, რამდენიმე გამგებლის მოადგილის დაკავების საქმეებთან ერთად, თვითმმართველობით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება ქუთაისში განვითარებულმა მოვლენებმაც მიიპყრო. „რეგიონალურ მაცნეში“ დღეს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს შევეხებით. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ყვარლიდან, ახალციხიდან და ზუგდიდიდან.