გაამაგრე გუდიაშვილი!
Your browser doesn’t support HTML5
25 აპრილს თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია: ადგილობრივმა მოსახლეობამ სამოქალაქო საზოგადოებას შეატყობინა, რომ გუდიაშვილის 2-ში მდებარე შენობაში დაიწყო "გაწმენდითი სამუშაოები". საზოგადოება მოითხოვს, საჯაროდ გამოცხადდეს, რა ბედი ეწევა შენობას, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და რომელიც დღემდე შემორჩენილი, კლასიცისტური და ურბანული ელემენტებით შეჯერებული, "თბილისური ტიპის" ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა.