სირიაში მოქმედი შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, როგორც ჩანს, სწრაფად ირღვევა. მოდის ცნობები ძალადობის შემთხვევების შესახებ. პარალელურად, ქვეყანაში გაეროს დამკვირვებლები იწყებენ ჩასვლას.
დამკვირვებელთა პირველი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა აჰმედ ჰიმიჩემ, ადგილზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა, ჩვენი გუნდი „ოპტიმისტურად“ არის განწყობილიო: „ახლა თვითორგანიზებას მოვახდენთ, რათა მზად ვიყოთ ჩვენი დავალების რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებლად“.
თუმცა სირიიდან გავრცელებული ინფიორმაცია არ იძლევა იმის იმედს, რომ ძალადობის შემთხვევები იკლებს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები ორშაბათს განაგრძობდნენ შეტევას ქალაქ ჰომსზე. მათ ტანკებით და ჭურვებით მიაქვთ იერიში უბნებზე, სადაც ოპოზიციაა გამაგრებული.
არის ცნობები შეტაკებებზე ცენტრალურ ქალაქ ჰამაშიც, ისევე როგორც თურქეთთან საზღვრის ახლოს, იდლიბის პროვინციაში.
უფლებადამცველების ცნობით, მოკლულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.
შეტაკებების თუ სროლის შემთხვევებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად უერთგულებს ასადი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ გეგმას, რომელიც სირიაში უკვე 13 თვის მანძილზე მიმდინარე ძალადობის შეწყვეტას ისახავს მიზნად.
ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომელიც გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივმა წარმომადგენელმა კოფი ანანმა შეიმუშავა, ოფიციალურად ხუთშაბათს, 12 აპრილს, უნდა ამოქმედებულიყო. გეგმა ითვალისწინებს რეჟიმის და მეამბოხეთა ძალების მხრიდან ბრძოლის შეწყვეტას და ქალაქების ცენტრებიდან ჯარების გაყვანას.
ეს გეგმა წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ინიციატივას, რომელსაც სირიის მოკავშირეებმა, რუსეთმა და ჩინეთმაც დაუჭირეს მხარი. გეგმით ასევე გათვალისწინებულია სირიის პოლიტიკური სამომავლო პერსპექტივების შესახებ მოლაპარაკების გამართვა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.
ასადი, მოსკოვის მხრიდან ზეწოლის შედეგად, გეგმას ყოყმანით დასთანხმდა, თუმცა მისმა ძალებმა არ შეწყვიტეს ძალადობა ჰომსში და მას არც ჯარი გაუყვანია დასახლებული ადგილებიდან.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოპოზიციის მებრძოლებმაც დაარღვიეს, მთავრობის ძალებზე თავდასხმების მოწყობით.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როგორც აღინიშნა, ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო. მას შემდეგ ქვეყანაში 40-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.
ზოგადად, გაეროს შეფასებით, მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში სირიაში ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლები, 9,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რეპრესიების შედეგად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა შეშფოთებით ილაპარაკა ჰომსში ძალადობის ახალი შემთხვევების შესახებ. მთელი მსოფლიო სკეპტიკურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადარჩენის პერსპექტივასო, - ამბობდა გაეროს გენერალური მდივანი ბოლო დღეებში.
ორშაბათს ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბან კი-მუნმა სირიაში ყველა მხარეს მოუწოდა უერთგულონ ხელშეკრულებას, ასადის რეჟიმი კი გააფრთხილა, გაეროს დამკვირვებლებმა ქვეყანაში თავისუფლად უნდა შეძლონ გადაადგილებაო: „სირიის მთავრობას აკისრია იმის პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის შიგნით [დამკვირვებლები] უზრუნველყონ გადაადგილებისა და ობიექტების დათვალიერების თავისუფლებით. მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად ჩავიდნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც დააკვირდებიან იმას, თუ როგორ სრულდება საზავო შეთანხმება.“
გაეროს დამკვირვებლებმა სირიაში ჩასვლა ორშაბათს დაიწყეს. მალე მათ სხვებიც დაემატებიან. დამკვირვებლებს ევალებათ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვის უზრუნველყოფა, მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრების ორგანიზების გზით.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლომდე სირიაში გაეროს 30 დამკვირვებელი იქნება. გაეროს სურს, რომ, მთლიანობაში, მისი დამკვირვებლების რაოდენობამ 250 შეადგინოს. ეს რამდენად მოხერხდება, მომავალ კვირაში გამოჩნდება გაეროსა და სირიის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.