სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი სირიის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, რასაც ითვალისწინებს სირიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად შემუშავებული სამშვიდობო გეგმა. ანანის ამ მოწოდებამდე, სირიის მთავრობის ჯარებმა პარასკევს, როგორც იუწყებიან, ისევ დაბომბეს ქალაქი ჰომსი, სადაც ძლიერია მეამბოხეების პოზიცია. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამბობს, რომ ემხრობა სამშვიდობო გეგმას, მაგრამ ანანის პრესმდივნის თქმით, ანანს სურს, სირიის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 9000-ზე მეტი ადამიანია მოკლული ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირების შედეგად.
ყველაზე პოპულარული
1