27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებების თანახმად, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ქიმერიძე ბრალდებულის სახით იკითხებოდა. დაკითხვის დროს, სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორეზე კიბეზე ჩამოსვლისას, იგი კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გარდაცვალების მიზეზიც, განცხადების მიხედვით, დავარდნის შედეგად მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები გახდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მედიისა და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების გარდა, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებს არც სახალხო დამცველის აპარატი გამორიცხავს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება კი, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში, აღნიშნულია განცხადებაში, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, იმის გასარკვევად, გარდაცვალებამდე სოლომონ ქიმერიძე არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ გახდა, სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისაკენ, ანუ საქმის ობიექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ამას გარდა, ჩვენთან საუბარში გიორგი ტუღუში ჩამოთვლის იმ დარღვევებსაც, რომლებიც სოლომონ ქიმერიძის დაკავების პროცესშივე გამოიკვეთა. პირველი ამ ჩამონათვალში არის ის, რომ ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში სტატუსის გარეშე იმყოფებოდა:
”შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ იგი ბრალდებულის სტატუსით იყო, თუმცა ეს ადგილზე არ გამოიკვეთა. როგორც ჩანს, იგი უბრალოდ დაიბარეს გასასაუბრებლად და მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში. მეორე არის ის, რომ რეალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დგას ვიდეოკამერები, ისინი არ ფუნქციონირებდა და არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, პოლიციას ზოგადად აკისრია ვალდებულება პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ მომენტიდან, როცა იგი პოლიციასთან ერთად იმყოფება. აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ტვირთი გადადის მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოზე.”
სახალხო დამცველი დასძენს, რომ საქმეში პრაქტიკულად ერთადერთი მოწმეები არიან პოლიციელები. ამიტომ იმისათვის, რომ მათი არგუმენტები (კერძოდ, კიბის დაბალი მოაჯირი და სოლომონ ქიმერიძის მძიმე წონა, როგორც კიბიდან გადმოვარდნის მიზეზები) დამაჯერებელი იყოს, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპზე კი, გიორგი ტუღუშის შეფასებით, როგორც მინიმუმ უკვე იკვეთება ის, რომ პოლიციამ პირის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, რისთვისაც მას პასუხი უნდა მოეთხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ მწირი განცხადებით, რომლის თანახმად, ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში ამა წლის 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე და 1965 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სოლომონ ქიმერიძე პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა.უბედური შემთხვევის იმ ვერსიას კი, რომელიც ამ დაკითხვას მოჰყვა და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ ენდობა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. იგი თავადაც შეეცადა მცირე მოკვლევის წარმოებას.
” თავიდან ოჯახს უთხრეს, აივნიდან გადმოვარდაო, მესამე სართულიდანო, და შემდეგ შეცვალეს ვერსია და ახალი ვერსიაა, რომ შიგნით კიბეებზე ჩამოვარდა. ეს ყველაფერი აღძრავს სერიოზულ ეჭვებს. ჩაყვანილი გვყავდა ექსპერტი გუშინ, ოჯახის თხოვნით, სხვათა შორის, და ოჯახთან შეთანხმებით, და ბოლოს აღარც მიგვიშვეს ოჯახის წევრებთან და როგორც იქ მეზობლებმა გვითხრეს, პოლიციელი იმსოფლელი, ქვიშხეთელი იყო შიგნით ამ დროს და ოჯახს არ აძლევდა საშუალებას ჩვენთან გასაუბრების და ტელეფონზეც არ აძლევდა პასუხის გაცემის საშუალებას”, ამბობს სოზარ სუბარი.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზა გარდაცვლილ სოლომონ ქიმერიძეს უკვე ჩაუტარდა და ექსპერტიზის დასკვნის ნახვა მომხდარს ნათელს მოჰფენდა. ექსპერტიზის დასკვნამდე სოლომონ ქიმერიძის დაზიანებების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ექიმის დასკვნაა ცნობილი.
”აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა მაჯის სახსარში მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა. ტრავმული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პირიქით, გაუარესდა, ავადმყოფი გარდაიცვალა დაახლოებით 6 საათის შემდეგ საავადმყოფოში მოყვანიდან”, უთხრა ”ნეტგაზეთს” ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა.
ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი უკვე გამოაცხადეს შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნების დასაწყისად.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სოლომონ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება კი, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში, აღნიშნულია განცხადებაში, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. შესაბამისად, იმის გასარკვევად, გარდაცვალებამდე სოლომონ ქიმერიძე არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ გახდა, სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისაკენ, ანუ საქმის ობიექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ამას გარდა, ჩვენთან საუბარში გიორგი ტუღუში ჩამოთვლის იმ დარღვევებსაც, რომლებიც სოლომონ ქიმერიძის დაკავების პროცესშივე გამოიკვეთა. პირველი ამ ჩამონათვალში არის ის, რომ ქიმერიძე პოლიციის განყოფილებაში სტატუსის გარეშე იმყოფებოდა:
”შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ იგი ბრალდებულის სტატუსით იყო, თუმცა ეს ადგილზე არ გამოიკვეთა. როგორც ჩანს, იგი უბრალოდ დაიბარეს გასასაუბრებლად და მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში. მეორე არის ის, რომ რეალურად, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში დგას ვიდეოკამერები, ისინი არ ფუნქციონირებდა და არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. გარდა ამისა, პოლიციას ზოგადად აკისრია ვალდებულება პირის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმ მომენტიდან, როცა იგი პოლიციასთან ერთად იმყოფება. აქედან გამომდინარე, მტკიცებულების ტვირთი გადადის მთლიანად შინაგან საქმეთა ორგანოზე.”
თავიდან ოჯახს უთხრეს, აივნიდან გადმოვარდაო, მესამე სართულიდანო, და შემდეგ შეცვალეს ვერსია და ახალი ვერსიაა, რომ შიგნით კიბეებზე ჩამოვარდა ...სოზარ სუბარი
სახალხო დამცველი დასძენს, რომ საქმეში პრაქტიკულად ერთადერთი მოწმეები არიან პოლიციელები. ამიტომ იმისათვის, რომ მათი არგუმენტები (კერძოდ, კიბის დაბალი მოაჯირი და სოლომონ ქიმერიძის მძიმე წონა, როგორც კიბიდან გადმოვარდნის მიზეზები) დამაჯერებელი იყოს, მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ ეტაპზე კი, გიორგი ტუღუშის შეფასებით, როგორც მინიმუმ უკვე იკვეთება ის, რომ პოლიციამ პირის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო, რისთვისაც მას პასუხი უნდა მოეთხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ მწირი განცხადებით, რომლის თანახმად, ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში ამა წლის 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე და 1965 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი სოლომონ ქიმერიძე პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა.უბედური შემთხვევის იმ ვერსიას კი, რომელიც ამ დაკითხვას მოჰყვა და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არ ენდობა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. იგი თავადაც შეეცადა მცირე მოკვლევის წარმოებას.
აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა მაჯის სახსარში მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა ...თეიმურაზ მძინარიშვილი