ალექსანდრ ანქვაბი თავდასხმას გადაურჩა

Your browser doesn’t support HTML5

22 თებერვალს, დილით, უცნობი პირები თავს დაესხნენ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს, რომლის მანქანას გუდაუთასთან ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან და ყუმბარმტყორცნიდან. ანქვაბი არ დაშავებულია. დაიღუპა მისი ერთი მცველი, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.