Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი
დღეს დილით თავდასხმა განხორციელდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ანქვაბის ავტომობილს გუდაუთასთან გაუხსნეს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან და ყუმბარსატყორცნიდან. ალექსანდრ ანქვაბი არ დაშავებულა.

დაიღუპა მისი ერთი მცველი, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. ”ინტერფაქსის” ცნობით თავდამსხმელებმა თავი მთას შეაფარეს.

"აპსნი პრესის" ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეებს ეძებენ. იჩხრიკება ავტომობილები ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ცეცხლსასროლი იარღის აღმოსაჩენად. გუდაუთასთან ახლოს, მთიან მიდამოებში დამნაშავეებს ვერტმფრენებითაც ეძებენ.

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა. არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.
XS
SM
MD
LG