ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დვანის ნაცვლად ისევ ერგნეთში გაიმართება. დაახლოებით ერთი წლის წინ ოსურმა მხარემ სოფლის სკოლაში გახსნილი ნატოს საინფორმაციო კუთხის გამო ერგნეთის შეხვედრებზე უარი თქვა და სოფელ დვანში ამ შეხვედრების გადატანაზე დათანხმდა. დვანთან მისასვლელი გზები კი მოუწესრიგებელია და დელეგაციის წევრები ხშირად იგვიანებდნენ ხოლმე. დღეს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ერგნეთის ნატოს ზონად გამოცხადება გადაჭარბებული იყო და ახლა ეს საკითხი ამოწურულია.
ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება, მხარეებმა სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელიც ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ მიწის ნაკვეთებში ფერმერთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. წინათ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ნაკვეთებში მომუშავე ადამიანებს შეიარაღებული ჯგუფები სასოფლო ტექნიკას და მოსავალს ართმევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოახერხეს.
შეხვედრის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ვალიევის, ზასეევისა და კაბისოვის განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა.
ცხინვალის ციხეში მყოფი 4 ქართველის გათავისუფლებაზეც ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. შოთა უტიაშვილის თქმით, მოლაპარაკება მას შემდეგ გაგრძელდება, რაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მარიონეტული მთავრობა ჩამოყალიბდება.
ოსურმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც გააკრიტიკა. ჩიგოევის აზრით, დარღვევების შემცირების მიუხედავად, საზღვართან ინციდენტები მაინც ხდება და დამკვირვებლებმა საზღვრისპირა სოფლებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში მარტის ბოლოს გაიმართება.