ირაკლი სამსონაძე-პროზაიკოსი ზუსტად 10 წლის წინ გაიცნო ქართველმა მკითხველმა. მანამდე ირაკლის მხოლოდ პიესებით იცნობდნენ. პირველი მოთხრობები 2002-2003 წლებში დაიბეჭდა ლიტერატურულ პრესაში და იმავე პერიოდში გამოქვეყნდა ჟურნალ “არილში” მისი ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტიც, მცირე რომანი “ყურთბალიში”, რომელიც 2004 წელს გამომცემლობა “არეტემ” წიგნადაც დაბეჭდა. “ყურთბალიში”, ჩემი აზრით, ბოლო ხანებში ქართულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე ტექსტია, თუმცა, პირველ რიგში, იგი თავად ავტორისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი იმდენად, რომ მისი დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგაც ირაკლი სამსონაძე ვერ ახერხებდა “ყურთბალიშის” გავლენისგან გათავისუფლებას. ამას იგი თავადაც აღნიშნავდა ხოლმე პირად საუბრებში... და აი, თითქმის 10 წლის შემდეგ ირაკლიმ მოახერხა დაშორებოდა თავის Opus Magnum-ს, მთავარ ნაშრომს, და დაწერა ახალი, სქელტანიანი რომანი, სახელწოდებით “ლეას საათი”.
ეს არის რომანი-საგა, ვრცელი პანორამული ნაწარმოები, სადაც უნგრეთიდან წამოსული ბაგარების გვარის თავგადასავალია მოთხრობილი, გვარისა, რომლის პირველი წარმომადგენელიც XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და დამკვიდრდა საქართველოში. ბაგარების ცხოვრება საქართველოში მიმდინარე რეალური მოვლენების ფონზე ვითარდება და 2 საუკუნის მანძილზე იმდენ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, სიტუაციაში გამოატარებს ავტორი ამ გვარს, რომ ხვდები, წიგნში იმდენად ეს რეალური მოვლენები არაა მთავარი, რამდენადაც ის, რაც ლამის მემკვიდრეობით გადადის ბაგარიდან ბაგარზე და რასაც რომანი ისტორიულიდან ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ პლანში გადაჰყავს.
მწერლისა და დრამატურგის, შადიმან შამანაძის აზრით, საქართველო აქ მხოლოდ დეკორაციებში ჩანს:
“საქართველო, როგორც ასეთი, მხოლოდ დეკორაციებშია აქ. ეს არც ქვეყანაა, არც ხალხი... ცნობილ ისტორიულ მოვლენებში კი ღებულობენ ეს ადამიანები რაღაც მონაწილეობას, მაგრამ გამოკვეთილად რომ ჩანდეს, რომ ეს საქართველოა და ქართულ ოჯახებზეა საუბარი და რომ ეს ყველაფერი - რომანის მოვლენები - რაღაც ისტორიული მიზეზ-შედეგობრიობის გამო ხდება, ასეთი რამე არ არის რომანში. აქ ზოგადად სამყაროში არსებობაა ამ ადამიანების.”
მხოლოდ ერთს დავაზუსტებ, რომ ისტორიული მოვლენები აქ ადამიანების გამოსაცდელად გაიელვებენ. ამ რომანის თემა არაა ქვეყნის ბედი, ერები, სახელმწიფოები, ქალაქები, ძველი და ახალი, მაღალი და დაბალი, აქ მხოლოდ ადამიანები არიან, ერთ ჯაჭვად გადაბმული ერთი გვარის შვილები, ამბავთა ხლართები, მითოლოგიური კომპლექსები, სადაც მხოლოდ გამეორების დემონები მოქმედებენ ან მართავენ სხვათა მოქმედებას.
რომანში ისტორიული გმირებიც გვხვდებიან - ახმედ ფაშა და მამია გურიელით დაწყებული, ხრუშჩოვითა და ორჯონიკიძეთი დამთავრებული, თუმცა გადამწყვეტი ქმედებები მაინც ბაგარებზეა. წარსულის მოვლენები იქნება თუ ცხელ-ცხელი თბილისური ამბები, ბაგარები ყველგან ჩანან. აი, მაგალითად, ბიჭოლა ბაგარი სულმთლად ახალ ამბავში მონაწილეობს. იგი თბილისის დასუფთავების სამსახურის ზემდეგად მუშაობს და დარბეული მიტინგის ადგილის “დალაგებისას” ბუჩქებში გადამალულ გვამს აღმოაჩენს. ბიჭოლა სწორედ აქ გააცნობიერებს რას ნიშნავს სიტყვა “ზემდეგი” დასუფთავების სამსახურში. იგი მაშინვე იღებს გადაწყვეტილებას და თავის ორ ქვეშევრდომთან ერთად გვამი ოქროყანისკენ ააქვთ დასამარხად. ეს ბაგარების ერთ-ერთი ბოლო “გმირობაა”. ასეთი ფარული “დაკრძალვის” ცერემონიალებში მისი წინაპრებიც იღებდნენ მონაწილეობას, სხვა ბაგარებსაც არაერთი გვამი გადაუმალავთ, თავისი თუ სხვისი მოკლულის.
რომანში ძალიან ბევრი პერსონაჟია. ამდენი გმირი კაი ხანია თანამედროვე ქართულ რომანში არ შემხვედრია და მწერლის ყველაზე დიდი ოსტატობა, ჩემი აზრით, სწორედ ამ პერსონაჟების სახეთა გამოკვეთაში ვლინდება. ლასლო, მისი ვაჟი კარლო ბაგარი, კონსტანტინე ბაგარი, კონსტანტინე და გურანდუხტ ბარათაშვილები, თავადი იასონ აბაშიძე, მაიორი ტრისტან ლეფსვერიძე და მისი მეუღლე ლეა, მეძავი მარგო, თავადი დავით მაჭუტაძე და მისი ქალიშვილი კესარია, ორი მანია, იმედა და უმცროსი ლასლო ბაგარები, სერგო ბაგარი, კოლია, ფოთოლა, ნადიაკვნარი ტიმოთე და ნაფოფოდიარი დარია, ბიჭოლა ბაგარი... ეს მხოლოდ ძირითადი, მთავარი ხაზის პერსონაჟები არიან. მათ გარდა აუარება წვრილფეხობაა რომანში, რომელთათვისაც ავტორი არც სიტყვას იშურებს და არც შთაგონებას. ამ თვალსაზრისით, ირაკლი საკმაოდ ხელგაშლილი, ბარაქიანი მწერალია. შადიმან შამანაძემაც ამაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი სამსონაძის პროზის ენაზე საუბრისას:
“ძალიან საინტერესოა ირაკლი სამსონაძის ენა. ეს არის ენა, რომელიც ნამდვილ მწერალს და ზოგადად ქართულ ენას ეკადრება. არასიტყვამწირი და არაშემოკლებული, არა გაჟურნალისტებული ქართული. ეს ნამდვილი, მოქნილი, უაღრესად სიტყვაუხვი და მრავალი რამის გამომხატველი ენაა. აქ სტილიზაციებსაც შეხვდებით, ალაგ-ალაგ უფრო დიდი დოზით, ალაგ-ალაგ ნაკლებად, მაგრამ ერთიანი ქსოვილი ყოველთვის ნარჩუნდება, როგორც ეს ოსტატს შეეფერება. ბიბლიური ენის და ქართული ხალხური ზღაპრების სინტაქსის სინთეზსაც აკეთებს. რომანი ორ საუკუნეზე მეტ ხანს მოიცავს და როდესაც ძველ ეპოქებს ეხება, იქ მეტად ჩანს ეს სტილიზაციები.”
ეს არქაიზმები ბევრს შესაძლოა უხერხულად მოხვდეს ყურს, მით უმეტეს, იგი არანაირ ჰედონისტურ მიზნებს არ ემსახურება და არც მაინცდამაინც ფილოლოგიურ სიზუსტეზე აქვს პრეტენზია. იგი ლიტერატურული სიამოვნებისთვის, სასეიროდ ჩასმული სტილიზაციები არაა, არამედ პირიქით: ამით ავტორი გარკვეული პირქუში სიზანტის განწყობილებას ქმნის. ყოველ შემთხვევაში, მე სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ამ არქაიზმებს.
რომანში თხრობის ძალზე მრავალფეროვანი ხერხებია გამოყენებული. ავტორი ოსტატურად იყენებს ანაქრონიებს – პროლეფსისებს, ანალეფსისებს. თუმცა ყველაზე ძლიერი ირაკლი სამსონაძე მაინც რეტროსპექტივებშია, პანორამულ, მრავალშრიან თხრობაში, სადაც იგი დროსთანაც თამაშობს და მკითხველთანაც. მე ირაკლის ამ რომანმა ოთარ ჭილაძის პროზა გამახსენა და ერთი პირობა მისი ბაგარები ჭილაძის “გოდორის” კაშელებთანაც კი მივიყვანე.
რომანში რამდენიმე ძლიერი სცენა თუ მონაკვეთია, რომელიც, იმედია, გააკვირვებს ქართული ლიტერატურის მოყვარულებს და მცოდნეებს. რა თქმა უნდა, ცენტრალურია ბორდელის სცენა, რამდენიმესაათიანი მოქმედება, რომლის აღწერასაც 30 გვერდი მოანდომა ავტორმა. თხრობის ასეთი შენელება ნაწარმოების ბოლოშიც გვხდება, მაგრამ ეს ეპიზოდი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ქუთაისის ბორდელში შემდგარი უცნაური სექსუალური აქტი, რომელშიც ერთი ბაგარი და 12 მეძავი იღებს მონაწილეობას, შემდეგ მთელი რომანის სიუჟეტს განსაზღვრავს, ხოლო ამ სცენის ერთი შეხედვით უმნიშვნელო როლის შემსრულებელი, ვინმე მარგო, რომანის მეორე ნაწილში ამბის მთავარ წარმმართველად და ყველა ძაფის თავმომყრელად მოგვევლინება.
კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება რომანიდან – ფოტოგრაფისა და კონსტანტინე ბაგარის დედის ურთიერთობა, იარაღით მოვაჭრე სერგო ბაგარის, ასევე მანიასა და სამტრედიელი გოგონას ამბავი. მესმის, რომ ასეთ ჩამოთვლას აზრი არა აქვს და ეს სახელები და მინიშნებები არაფრის მთქმელი იქნება, სანამ თავად არ წაიკითხავთ რომანს და თავად არ შეეცდებით გაერკვიოთ ამ მრავალსახოვან, არეულ, ფორიაქითა და გიჟური ვნებებით აღსავსე სამყაროში. იქ თქვენ ერთიორგან ავტორსაც გადაეყრებით, ხან ყოვლისმცოდნე, ხანაც დაბნეულ მთხრობელს, რომელიც თავად ცდილობს რაღაცებში გარკვევას.
საქართველო, როგორც ასეთი, მხოლოდ დეკორაციებშია აქ. ეს არც ქვეყანაა, არც ხალხი ...შადიმან შამანაძე

ძალიან საინტერესოა ირაკლი სამსონაძის ენა. ეს არის ენა, რომელიც ნამდვილ მწერალს და ზოგადად ქართულ ენას ეკადრება ...შადიმან შამანაძე