სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ოპოზიციური გამოსვლების ცენტრად ქცეულ ქალაქ ჰომსში მთავრობის ძალების ოპერაცია გრძელდება. სირიის ოპოზიციის თანახმად, დაღუპულია 31-მდე ადამიანი. ამ ცნობის გადამოწმება ვერ ხერხდება, რადგან სირიის მთავრობა მედიის მუშაობას ზღუდავს. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს საპასუხო ზომები გაატაროს.
პროცესი, რომელსაც სირიის მთავრობის მხრიდან ცენტრალურ ქალაქ ჰომსში გატარებულ უსაფრთხოების ოპერაციას უწოდებენ, გრძელდება. ოპოზიციის ინფორმაციით, კიდევ არის მსხვერპლი.
ჰომსში მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ეს ქალაქი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე 11-თვიანი ბრძოლის ცენტრად არის ქცეული.
სამთავრობო ძალები ჰომსში 4 თებერვალს შევიდნენ - შეიტანეს ტანკები და მძიმე საბრძოლო ტექნიკა. მთავრობა აცხადებს, რომ „ტერორისტული ჯგუფების“ მოქმედების აღკვეთა და უსაფრთხოების აღდგენა სურს. გავრცელებული ცნობებით, ჰომსის ოპერაციას ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
8 თებერვალს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილაი გამოვიდა მოწოდებით სასწრაფოდ გატარდეს ზომები იმ პროცესის შესაჩერებლად, რომელსაც მან უსაფრთხოების ძალების მხრიდან სამოქალაქო პირების „ხოცვა-ჟლეტა“უწოდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების წინაშე საუბრისას სირიაში ძალადობა დაგმო და ასადს მოუწოდა იკისროს პასუხისმგებლობა: „ვითარებამ აბსოლუტურად მიუღებელ სტადიას მიაღწია - დახოცილია 5,000-ზე ბევრად მეტი ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა არ შემიძლია, რადგან ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა [ნავი პილაიმ] ცოტა ხნის წინ განაცხადა, მსხვერპლის რაოდენობა 5,000-იაო, მას შემდეგ კი ყოველდღიურად სულ მცირე 100 სამოქალაქო პირს კლავენ. ეს მიუღებელია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და მე დაბეჯითებით ვთხოვ ეს დაუყოვნებლივ შეწყდეს.“
თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავაც უჭირს იმ ზომებზე შეთანხმება, რომლითაც მან სირიის კრიზისს უნდა უპასუხოს. პრობლემა შექმნა 4 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე არაბთა ლიგის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტის ჩავარდნამ. რეზოლუციას, რომელიც ბრძოლის დასრულების და ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნებს შეიცავდა, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სირიაში შექმნილი ვითარება 8 თებერვალს სატელეფონო საუბარში განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან.
პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის ფონია დაეჭვება, რომელიც საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა გამოხატეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დამასკში ვიზიტის შედეგიანობის მიმართ. დამასკში ლავროვი პრეზიდენტ ასადს შეხვდა.
ლავროვმა განაცხადა, ასადი მზად არის სირიაში ძალადობის დასრულებისთვის და ოპოზიციის ძალებთან დიალოგისთვისო. მაგრამ ოპოზიციამ ასადის რეჟიმთან დიალოგის გამართვის პერსპექტივა გამორიცხა და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პოსტი უნდა დატოვოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა ოთშაბათს ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, ვაშინგტონი თავის მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს „დემოკრატიული სირიის მეგობართა ჯგუფის“ შექმნის მიზნითო.