რამდენიმე დღის წინ, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა ვისლავა შიმბორსკა, პოლონელი პოეტი ქალი, ვისმა ლექსებმაც XX საუკუნის მეორე ნახევრის პოლონურ პოეზიას განუმეორებელი ხიბლი შესძინა. მართალია, ფართო მკითხველმა მისი სახელი მხოლოდ 1996 წელს გაიგო, მას შემდეგ, რაც ნობელის პრემია მიანიჭეს, მაგრამ შიმბორსკას მნიშვნელობა მანამდეც არაერთხელ აღუნიშნავთ მის კოლეგებს. ჩესლავ მილოშმა, რომელსაც თავისი წილი პრემია უკვე მიღებული ჰქონდა 1980 წელს, თქვა მაშინ - შიმბორსკასთვის ნობელის მინიჭება, რა თქმა უნდა, მისი პერსონალური ტრიუმფია, მაგრამ ეს პოლონური პოეზიის, პოლონური პოეტური სკოლის ტრიუმფიც არისო. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია უკეთესი შემადგენლობა - ტადეუშ რუჟევიჩი, ზბიგნევ ჰერბერტი, ჩესლავ მილოში, ვისლავა შიმბორსკა, ადამ ზაგაევსკი... პოლონური პოეზიის ამ ეროვნულ ნაკრებში შიმბორსკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
1996 წელს, როდესაც ნობელი გადასცეს, ვისლავა შიმბორსკა უკვე 73 წლის იყო. სხვათა შორის, წინა ლაურეატიც პოეტი იყო, ძალიან კარგი პოეტი – ირლანდიელი შეიმას ჰინი. ორი პოეტი ზედიზედ, თან ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როდესაც საქართველოში ინტერნეტის პირველი, ყველაზე ტკბილი ნაყოფი ვიგემეთ. მაშინ გვეგონა, რომ პოეზიამ გაიმარჯვა. მერე რა რომ ბროდსკი იმ წელს გარდაიცვალა! თან ბროდსკის დავტიროდით, თან მის ცოცხალ მეგობრებს თუ დამფასებლებს შევხაროდით. მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა და აგერ შარშან, ძლივს მისცეს ნობელი პოეტს, ტუმას ტრანსტრიომერს.
სხვათა შორის, შიმბორსკა ბროდსკის თავის სანობელე ლექციაშიც ახსენებდა. ასე ამბობდა, “ჩემს ნაცნობ მელექსეთაგან მხოლოდ ის უწოდებდა საკუთარ თავს “პოეტს” და ამ სიტყვას შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე, რაღაც გამომწვევი სილაღითაც კი წარმოსთქვამდაო”. რას მოაყოლა ეს? იმას, რომ თანამედროვე პოეტი შიმბორსკას ძალიან სკეპტიკურ და ეჭვიან ადამიანად მიაჩნდა, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარი თავის მიმართ და ამბობდა, რომ თანამედროვე პოეტი “საკუთარ თავს ხმამაღლა უხალისოდ ეძახის პოეტს – თითქოსდა რცხვენია კიდეც”.
თავადაც ასე იქცეოდა ხოლმე და ამის გამო ყველაზე მეტად ორ მოკლე სიტყვას აფასებდა - “არ ვიცი”. ეს მისთვის პატარა და ყოვლისშემძლე სიტყვები იყო და მისი აზრით პოეტი, თუკი იგი ჭეშმარიტი პოეტია, “საკუთარ თავს განუწყვეტლივ უნდა უმეორებდეს: “არ ვიცი”. ყოველი თავისი ლექსით იგი რაღაცის ახსნას ცდილობს, მაგრამ წერტილს დასვამს თუ არა, უმალვე ეჭვი იპყრობს და ხვდება, რომ მისეული ახსნა არც საბოლოოა და არც ამომწურავი. და იგი კიდევ ერთხელ ცდის ბედს, და კიდევ ერთხელ, და მერე, მისი უკმაყოფილების მტკიცებებს ლიტერატურის ისტორიკოსები ვეებერთელა სამაგრით შეკრავენ და “შემოქმედებით ბარგს” დაარქმევენ”.
ამერიკელმა პოეტმა, ჩარლზ სიმიკმა შენიშნა ერთხელ, რომ შიმბორსკა მხოლოდ რაღაც პოეტურ განწყობილებას კიარ ქმნიდა მკითხველისთვის, კიარ მიანიშნებდა – აი, ეს პოეზიაა, ლექსია... არამედ ცდილობდა ისეთი რამეეები ეთქვა მკიხველისთვის, რაც მათ უბრალოდ აქამდე არ იცოდნენ და ვერც წარმოედგინათ თუკი ოდესმე ასეთ რამეს გაიგებდნენ.
შიმბორსკას პოეზია ბრძნულიც არის, მოულოდნელიც, ზუსტიც. მაგალითად, მისი ერთი შედევრი მახსენდება. ლექსს “შესაძლებლობანი” ჰქვია, სადაც იგი ერთგვარ პოეტურ არჩევანს აკეთებს და ასეთ რაღაცეებს ამბობს: “მირჩევნია ჩემს თავს კაცობრიობაზე შეყვარებულს, / ჩემი თავი – ადამიანის მოყვარული... მირჩევნია სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს ვწერ, / ვიდრე სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს არ ვწერ. / სიყვარულის მრგვალი თარიღების აღნიშვნას / მირჩევნია ყოველდღე ვზეიმობდე სიყვარულს. / მირჩევნია გარდაცვლილთა სულების საიუბილეო გახსენებას / ყოველდღე მახსოვდეს ისინი... / პრაქტიკული სიკეთე მირჩევნია / მეტისმეტი ნდობით თვალახვეულ სიკეთეს. / მირჩევნია დედამიწა სამოქალაქო ტანსაცმელში. / მირჩევნია დაპყრობილი ქვეყნები დამპყრობ სახელმწიფოებს... / მირჩევნია ქაოსის ჯოჯოხეთი წესრიგის ქაოსს. / მირჩევნია ძმები გრიმების ზღაპრები გაზეთის მოწინავეებს. / მირჩევნია გაფოთლილი ტოტები უფოთლო ყვავილებს... / მირჩევნია ცალკე აღებული ნულები - / ნებისმიერი ციფრის უკან ჩამწკრივებულ ნულებს. / მირჩევნია მწერების ასაკი ვარსკვლავთა ასაკს...”
რა თქმა უნდა, ეს სიცოცხლის პოეზიაა - ადამიანები, სიკვდილზე ფიქრი, მჭვრეტელის მახვილი მზერა, სიყვარული, იმედი, გულუბრყვილობა, ირონია. ცნობილმა პოლონელმა მთარგმნელმა, კარლ დედეციუსმა თქვა შიმბორსკაზე: “შიმბორსკა ყველაფერს ირონიით უყურებს და მას შეუძლებელია მიბაძო. სწორედ ამიტომაც, რუჟევიჩსა და მილოშს უამრავი მიმბაძველი ჰყავს, შიმბორსკასთან კი ეს შეუძლებელიაო”.
თავიდან შიმბორსკა მორწმუნე კომუნისტი იყო და ეს მის პირველ კრებულებსაც ეტყობოდა, თუმცა უკვე 1957 წლიდან მოყოლებული, მასში გარდატეხა მოხდა, ბევრისთვის იგი მებრძოლ პოეტადაც იქცა და მოგვიანებით სოლიდარობის მოძრაობასაც შეუერთდა, თუმცა ცხადია ეს მის ლექსებში ძალზე თავისებურად აისახა. აი ლექსი “ეპოქის შვილები”, სადაც ვკითხულობთ – “ტყეში თუ სეირნობ, / პოლიტიკურ ნაბიჯებს ადგამ / პოლიტიკურ ნიადაგზე...”. ანდა ვნახოთ როგორ ხედავს იგი XX საუკუნეს, საუკუნეს, რომელიც უკეთესი უნდა ყოფილიყო თავის წინამორბედზე, მაგრამ სამწუხაროდ ისე ცოტა დრო დარჩა მის გასრულებამდე, რომ თავისი უკეთესობის დამტკიცებას ვეღარანაირად ვერ მოასწრებს - “მოკლე სუნთქვა აქვს / და არეული ნაბიჯი/ უკვე ბევრი რამ მოხდა / რაც არ უნდა მომხდარიყო/ და რაც უნდა მომხდარიყო, / არ მოხდა...”, ასე ახასიათებს პოეტი თავის საუკუნეს.
ვისლავა შიმბორსკას ქართულად ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნიდნენ. 1975 წელს, “საუნჯეში” გამოქვეყნდა მიხეილ ქვლივიძის მიერ თარგმნილი ლექსები, შემდეგ, 1980 წელს, გივი ალხაზიშვილის მიერ გადმოქართულებული შიმბორსკა. მოგვიანებით ამას მოჰყვა 1985 წლის პუბლიკაციები. 1996 “არილში” ჯერ მის ნობელს მივუძღვენით პატარა პუბლიკაცია, შემდეგ კი, 1997-ში მიხეილ ქვლივიძის მიერ თარგმნილი ახალი ლექსები დავბეჭდეთ.
1999 წელს გამომცემლობა “მერანმა” წიგნადაც დაბეჭდა შიმბორსკას ლექსები, 2003 წელს კი მარიამ ფილინამ უფრო ვრცელ კრებულში მოუყარა თავი ყველაფერს, რაც ამ პოეტისა ითარგმნა ქართულ ენაზე. შესაძლოა წიგნმა თავად შიმბორსკამდეც ჩააღწია, რადგან ამ ბოლო გამოცემის ინიციატორი საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "Polonia" იყო.
ვისლავა შიმბორსკა არასდროს ყოფილა მოდური პოეტი, მან ერთხელ თავისი ეპიტაფიაც კი დაწერა, რომელიც ასე იწყება: “აქ წევს სასვენი ნიშანივით მოდიდან გამოსული, / რამდენიმე ლექსის ავტორი”. კიდევ შეიძლება ასეთივე განწყობილების სტრიქონების დამოწმება. აი მაგალითად: “ვინც ამტკიცებს, სიკვდილი ყოვლისშემძლეაო, / თვითონვე ცოცხალი საბუთია იმის, / რომ სიკვდილი ყოვლისშემძლე არ არის. / არ არსებობს სიცოცხლე / ერთი წუთით მაინც არ ყოფილიყოს უკვდავი. / სწორედ ამ ერთი წუთით / იგვიანებს სიკვდილი. / ამაოდ ეჯაჯგურება / უხილავ კარებს: / რაც სიცოცხლეში მოვასწარით, / იმას ვერ წაგვართმევს.”
სიკვდილმა შიმბორსკას შემთხვევაშიც დააგვიანა, შესაძლოა ერთ წუთზე მეტითაც დააგვიანა, რადგან მან ხანგრძლივი ცხოვრებით იცხოვრა და ბევრი რამე მოასწრო.
მირჩევნია ჩემს თავს კაცობრიობაზე შეყვარებულს,
ჩემი თავი – ადამიანის მოყვარული...

შიმბორსკა ყველაფერს ირონიით უყურებს და მას შეუძლებელია მიბაძო. სწორედ ამიტომაც, რუჟევიჩსა და მილოშს უამრავი მიმბაძველი ჰყავს, შიმბორსკასთან კი ეს შეუძლებელია...

აქ წევს სასვენი ნიშანივით მოდიდან გამოსული,
რამდენიმე ლექსის ავტორი...