“დიოგენემ” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ორჰან ფამუქის კიდევ ორი რომანი გამოსცეს, “თოვლი” და “უმანკოების მუზეუმი”.
გასულ წელს უკვე ვწერდი იმის შესახებ, თუ როგორ გაუმართლა ფამუქს, რომ მისი ამდენი წიგნი ასე ოპერატიულად და გულისყურით ითარგმნა ქართულ ენაზე. მაშინ “მე მქვია წითელი”-ს გამოსვლას აღვნიშნავდი. ახლა კი, ერთი წლის თავზე, ფამუქის კიდევ ორი ახალი წიგნი გამოვიდა ქართულად - “თოვლი” და “უმანკოების მუზეუმი”, სქელტანიანი, მსუყე რომანები, რომლებსაც, იმედი მაქვს, განცხრომით წაიკითხავენ ლიტერატურის მოყვარულები.
ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფამუქს კარგა ხანს ვერავინ დაეწევა თანამედროვე მწერლებიდან, რადგან მისი ექვსი წიგნია უკვე გადმოქართულებული. ქართველი მთარგმნელები და გამომცემლები ძალიან ყურადღებიანები აღმოჩნდნენ თურქი მწერლის მიმართ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავაფასოთ ეს უზარმაზარი შრომა (საქმე ისაა, რომ “უმანკოების მუზეუმი” 700 გვერდზე მეტს ითვლის, “თოვლი” კი - 500-ს), თავადაც წავიკითხოთ და სხვასაც ვურჩიოთ ამ წიგნების წაკითხვა.
“უმანკოების მუზეუმი” ფამუქის ბოლო რომანია და თურქულად 2008 წელს გამოვიდა. რომანის მოქმედება 1975 წლიდან იწყება. ლამაზი გამყიდველის, ფუსუნის ვნებიანი სიყვარული წარჩინებულ ოჯახიშვილს, ქემალს, ყველაფერს დაავიწყებს - თავის დანიშნულსაც, მეგობრებსაც და მამასაც, ვისგანაც დიდ მემკვიდრეობას ელის. მალე ყველაფერი ცუდად ვითარდება, გოგონა შორდება ქემალს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ იგი სხვა ქალზეა დანიშნული და იწყება “დევნის” 9-წლიანი ისტორია, როცა ქემალი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს და რომლის დროსაც იგი თავის მიჯნურთან დაკავშირებული მოგონებების გროვებას იწყებს, უფრო სწორად, იგი ჰპარავს ფუსუნს ნივთებს და აგროვებს იმ უმნიშვნელო რაღაცებს, რომლებიც ნელ-ნელა ყველაზე მნიშვნელოვნად იქცევა და მის ცხოვრებას შეავსებს.
მის კოლექციას ამშვენებს: საცვალი, თმის სარჭი, ფინჯანი, რომლიდანაც ფუსუნი სვამდა, საყურე, სიგარეტის ნამწვი, საწრუპავი, კომშის სახეხი... ყველა ამ “ექსპონატიდან”, მათი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, “უმანკოების მუზეუმი” იქმნება და ქემალი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ეს საგნები შეიძლება თხრობის მთლიანმა ხაზმა გააერთიანოს, როგორც არისტოტელესთან დრო აერთიანებს წამის გაელვებებს და, შესაბამისად, რომელიღაც მწერალმა ამ მუზეუმის კატალოგი დაწეროს, როგორც რომანი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რომანის ბოლოს, ჩნდება ნაწარმოებში თავად ავტორი, ორჰან-ბეი ფამუქი და მასთან ერთად ფლობერის აჩრდილიც.
ქემალი და ორჰან-ბეი ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ მწერლების მუზეუმებზე, იმაზე, რომ დოსტოევსკის სახლ–მუზეუმში, პეტერბურგში, ნამდვილი მხოლოდ დოსტოევსკის შლაპა ყოფილა; შემდეგ პრუსტს, ნაბოკოვს, სპინოზასა და სტრინდბერგსაც გადასწვდებიან და, ბოლოს, ფლობერის ერთ უცნაურობას ახსენებენ, რომელიც მწერალს პირად წერილში წამოსცდენია. ეს უცნაურობა მის სატრფოს, ლუიზა კოლეტს უკავშირდება, ვინც შთააგონა ფლობერს “მადამ ბოვარის” დაწერა და ვის ნივთებსაც - თმის კულულებს და ა.შ. - მწერალი სათუთად ინახავდა, ზოგჯერ კი სატრფოს ფეხსაცმელს ამოიღებდა, იატაკზე დააწყობდა და ვნებით წარმოიდგენდა ხოლმე საყვარლის მოძრაობებს.
წიგნის მთარგმნელმა, ეკა ახვლედიანმა, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ფამუქი ასეთი რომანის დაწერის იდეას საკმაოდ დიდხანს ატარებდა:
“ამ რომანთან დაკავშირებით საინტერესოა თვითონ ფამუქის პოზიცია, სადაც იგი ამბობს, ბოლო 10 წელი სულ ამ რომანზე ვფიქრობდიო. ამ შუალედში დაწერა მან “თოვლი”, “სტამბოლი”, რომელმაც მას საკმაოდ დიდი აღიარება მოუტანა. ამ წიგნის იდეა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ ტოვებდა მას, რაც მისი შემოქმედებიდანაც ჩანს, რადგან მე რომ “შავი წიგნი” წავიკითხე, იქაც, გალიფი, რომანის მთავარ გმირი, რომელსაც მეუღლე, რუია, დაეკარგება, სულ ნივთებს ეხება და იქაც იყო თითქოს მცდელობა ამ რაღაცა კოლექციონერობის, ასევე “ახალ სიცოცხლეშიც” ამბობს, მინდა ჩემი ცხოვრება კოლექციასავით შევაგროვო და გამოვსახოო. ანუ ეს იდეა მას დიდი ხანია ჰქონდა, როგორც თავად აღნიშნავს.”
“შავ წიგნში” ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი ისაა, სადაც ბოსფორის ფსკერია აღწერილი, ჩაძირული განძეულობით თუ უბრალო ნივთებით, სადაც მწერლის კალამი კამერასავით მოძრაობს და მისი მეშვეობით სიბნელიდან ამოანათებენ ოქროს საყურეები, ნიჩბებზე მიბმულ მონათა ჩონჩხები, სათვალეები და ქოლგები, გერმანული ჯავშნოსანის ღუზა, აბჯარასხმული უძველესი რაინდები, რომლებიც ფსკერზეც კი ცხენებზე არიან ამხედრებულნი, და მრავალი სხვ.
ორჰან ფამუქის ეს რომანიც ასეთივე საცავია, უფრო სწორად, საცავის კატალოგი, სადაც მწერლის ვნება - ყველაფერი ჩამოთვალოს და მინაწერი გაუკეთოს ნივთებს, ექსპონატებს - ზღვარს აღწევს. “უმანკოების მუზეუმში”, როგორც რომელიმე ლუვრში, ძალიან ბევრი კარია (წიგნი 83 თავისგან შედგება) და მკითხველსაც სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოლოდინით სავსე სიფრთხილით გამოაღოს ისინი.
“უმანკოების მუზეუმი”, როგორც ფამუქის თითქმის ყველა სხვა რომანი, ქალაქური რომანია. აქ სტამბოლი ერთ-ერთი გმირია, ქალაქი, სადაც იკარგებიან ან ხელახლა ჩნდებიან. “შავი წიგნის” გარდა, “მე მქვია წითელის” იდუმალ პაემნებსაც გაგახსენებთ, ვიწრო ქუჩებს, განშორებას და მელანქოლიას.
ქალაქური ტექსტია “თოვლიც”, რომელიც თურქულიდან ნანა ჯანაშიამ თარგმნა. ამჯერად რომანის მოქმედება ზამთრის ყარსში ვითარდება, პროვინციულ ქალაქში, სადაც წლების მანძილზე გერმანიაში გადახვეწილი პოეტი კა ჩადის თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის დასაწერად. იქ კა თავის ძველ სიყვარულს, იფექს, გადაეყრება და ამ დროს ყარსში თოვა იწყება, იგი მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდება გარესამყაროსგან და ამ დროს ვითარდება იქ მთავარი პოლიტიკური მოვლენები, რომელშიც რომანის პერსონაჟებიც მონაწილეობენ.
რომანში ბევრი საინტერესო თემაა, რომელსაც მკითხველი აქამდეც იცნობდა ფამუქის ნაწერებიდან, თუმცა, სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, აქ პოლიტიკური თუ რელიგიური საკითხები წინა პლანზე გამოდის. როგორც თავად ფამუქმა თქვა სადღაც, ეს მისი პირველი და უკანასკნელი პოლიტიკური რომანია.
წიგნიდან ბევრი მწვავე სოციალური შინაარსის მქონე ციტატის მოყვანა შეიძლება, რომელიც მთხრობელის მელანქოლიურ ინტონაციასა და მოთხრობილ ამბავთან ერთად უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს. აი, მაგალითად, ერთი პერსონაჟის გულისტკივილი, სადაც ბევრ რამეს ამოიცნობს ქართველი მკითხველი: “...ამ ქვეყნის მამაკაცებს სევდიანი გამომეტყველება სახეზე აქვთ შეყინული. მთელი დღეები ჩაიხანებში სხედან უსაქმოდ. ასეთია ასობით, ასიათასობით, მილიონობით უმუშევარი, წარუმატებელი, იმედდაკარგული, უმოქმედო, საბრალო ადამიანი, რომელთაც იმის ძალა, ნებისყოფა, ენერგია, ყურადღება და თავიც კი არა აქვთ, ტანსაცმელი მოიწესრიგონ, დალაქავებული, გაზინტლული ქურთუკების ღილები შეიკრან, ხელი გაანძრიონ, რაიმე ამბით დაინტერესდნენ, ხუმრობაზე გაიცინონ. უმრავლესობა უბედურებისგან ვეღარ იძინებს, სიგარეტის მოწევისგან მხოლოდ იმიტომ იღებენ სიამოვნებას, რომ სიკვდილი ენატრებათ; წინადადებებსაც არ ამთავრებენ, რადგან უაზრობად მიიჩნევენ; ტელევიზორს მხოლოდ იმიტომ უყურებენ, რომ ირგვლივ გამეფებულ დეპრესიას ვერ უძლებენ, სიკვდილს ნატრობენ, მაგრამ თავი იმის ღირსადაც არ მიაჩნიათ, რომ თავი მოიკლან; არჩევნებზე ხმებს აძლევენ ყველაზე საცოდავი პარტიების ყველაზე სამარცხვინო კანდიდატებს, რომ ამით თავი დაისაჯონ. დაპირებისას მარდ, ცრუპენტელა პოლიტიკოსებს მეამბოხე რევოლუციონერი სამხედროები ურჩევნიათ, რომლებიც მუდმივად დასჯით ემუქრებიან...”

ამ რომანთან დაკავშირებით საინტერესოა თვითონ ფამუქის პოზიცია, სადაც იგი ამბობს, ბოლო 10 წელი სულ ამ რომანზე ვფიქრობდიო ...

ამ ქვეყნის მამაკაცებს სევდიანი გამომეტყველება სახეზე აქვთ შეყინული. მთელი დღეები ჩაიხანებში სხედან უსაქმოდ ...