სპეციალისტთა პროგნოზებით, 2012 წელი ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი წელია, რადგან შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ოპტიმისტურადაა განწყობილი და, გასული წლების მსგავსად, პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ანიჭებს. ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქუთაისში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნეს და სამოქმედო გეგმებზე განაცხადი მომავალი საპარლამენტო ქალაქიდან ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთეს.
საზოგადოების განწყობა სხვადასხვაგვარია: ნაწილი ფიქრობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით შექმნილმა ინდუსტრიულმა ზონამ არ გაამართლა და სამთავრობო სტრუქტურების გადმოტანა ქალაქს ფუნქციას დაუბრუნებს, მეორე, უფრო მცირე ნაწილის ნიჰილისტური განწყობა კი სოციალური პრობლემების გამო ჯერჯერობით არ შეცვლილა.
ქუთაისელები დასაქმებასა და ანაზღაურებაზე საუბარს არც ახალი წლის დღეებში ერიდებიან და 2012 წელს შესაბამისი პირობების შექმნას ელიან.
2012 წელს ქალაქი ახალი საფინანსო დოკუმენტით შეხვდა. საშემოსავლო ნაწილში გასულ წელთან შედარებით ორმილიონიან ზრდას პოზიტიურად აფასებს ადგილობრივი ხელისუფლება და ქალაქში დაწყებული ველობილიკებისა და სხვა პროექტების დასრულებას გაზაფხულზე გეგმავს. ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე წლის მნიშვნელოვან მოვლენად პარლამენტის რეზიდენციის გახსნას მიიჩნევს.
გაზაფხულზე ფიქრობენ გახსნან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მშენებარე ეგრეთ წოდებული კოლხური შადრევანიც, რომელიც 28 ვერძის სტილიზებულ მოოქრულ ქანდაკებას მოიცავს და ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდა.
საპარლამენტო ქალაქისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან ტრანსფერებს ელოდება ადგილობრივი ხელისუფლება.