მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არცთუ სახარბიელო ფინანსურ-ეკონომიკური გარემოა, საქართველოს საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის მანძილზე მაინც მოახერხა საგრძნობი სარგებლის მიღება. 11 თვის მონაცემებით, ბანკების მოგებამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია არა მხოლოდ პოსტკრიზისულ პერიოდში, არამედ ბოლო 5 წლის მანძილზე. რა გახდა საბანკო სექტორის მაღალი მოგების მიზეზი?
თითქმის ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში თვალის ერთი გადავლებითაც ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოს ბანკებს მომხმარებელი არ აკლია. მოსახლეობის ამგვარი საბანკო აქტივობაა კომერციული ბანკების მოგების ძირითადი წყარო. ჯერჯერობით უცნობია წლის შედეგები, თუმცა 11 თვის მოგებამ რეკორდული რიცხვი - 300 მილიონ ლარზე მეტი - შეადგინა. მან ზოგიერთი პარამეტრით გადააჭარბა კიდეც 2007 წლისა და 2008 წლის დასაწყისის მონაცემებს, ანუ იმ პერიოდისას, რომელსაც საქართველოში საბანკო ბუმს უწოდებენ, - ამბობს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია:
”ძალიან ბევრი პარამეტრით უფრო გაუმჯობესებულია... 12 მილიარდს მიუახლოვდა საბანკო სექტორის აქტივები. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ კრიზისულ პერიოდამდე, რომელსაც საბანკო ბუმის სახელით მოიხსენიებენ, იმაზე მეტი არის ახლანდელი მონაცემები საბანკო სექტორში.”
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან მოგება 16-მა მიიღო. საბანკო სფეროს მოგების ზრდის გაანალიზებას რადიო თავისუფლების 23 დეკემბრის დილის გადაცემაში შეეცადა ჩვენი ეკონომიკური მიმომხილველი რევაზ საყევარიშვილი:
”ბანკებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დეპოზიტების წილი, რაც ძალიან საგულისხმოა. ბანკებმა გაიუმჯობესეს საკრედიტო პორტფელი. საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლოს გაიზარდა. ეს ყველაფერი კი, ჯამში, განაპირობებს მათ გაზრდილ მოგებას.”
რევაზ საყევარიშვილის მიერ ნახსენებ ბოლო არგუმენტს - კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგად მოგების გაზრდას - არ ეთანხმება ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია:
”მოგება არის არა იმისაგან, რომ, დავუშვათ, საპროცენტო განაკვეთებია გაზრდილი... - და თუ ჩვენ ვნახავთ ამას დეტალურად, ვნახავთ, რომ საპროცენტო განაკვეთების მრუდი ქვემოთ მოდის. - უბრალოდ, მოგების გაზრდა საკრედიტო პორტფელის გაზრდამ გამოიწვია.”
მაღალი მოგების მიუხედავად, წლის ბოლოს შემცირებულია საბანკო სექტორის მიერ ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება. საქართველოს ეროვნული ბანკი ამის მიზეზად ბიზნესის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რაც ასევე ინფლაციის შემცირებასაც იწვევს. შექმნილი სურათიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით კიდევ უფრო გააიაფა, რაც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკიდან უფრო იაფი სესხების აღების საშუალებას აძლევს.
მთავრობა ამას საკუთარი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმატებად მიიჩნევს და ხშირად ამაყობს და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებს იშველიებს. როგორც ცნობილია, ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ”ფიტჩმა” და ”სტანდარდ ენდ ფურსმა” - საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, ეს საბანკო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას წაადგება:
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროგნოზების გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება ფულის სიიაფეს, პირდაპირ უკავშირდება საბანკო სექტორის განვითარებას, ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.”
მიუხედავად ამისა, საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოში ცნობილმა ბანკმა ”ეიჩ-ეს-ბი-სიმ”. ის ქართულ ბაზარზე 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში შემოვიდა და ბაზრის მხოლოდ მცირე სეგმენტის დაკავება შეძლო. სწორედ ამიტომ მისმა წასვლამ თითქმის ვერ იმოქმედა სექტორის მოგების მოცულობაზე.
ბანკების გაზრდილმა მოგებამ ბევრ მოქალაქეს აფიქრებინა, რომ სესხების საპროცენტო განაკვეთი უფრო შემცირდება. მაგრამ ევროპაში და ზოგადად მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორში არსებული ნეგატიური პროგნოზების გამო ექსპერტები საერთაშორისო საკრედიტო რესურსების გაძვირებას ვარაუდობენ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას აზრით, ბანკებმა მიღებული რეკორდული მოგება მომავალ წელს საგარეო რესურსების პროგნოზირებული შემცირებისა თუ გაძვირების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ:
”გაგვიძვირდება საკრედიტო რესურსები, რომელიც გარედან შემოდის. ბანკების გადასაწყვეტია რამდენად დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას მოგების განაწილების შესახებ. გაუნაწილებელი მოგება სწორედ მაშინ დაგვეხმარა ჩვენ, როდესაც 2008 წლის კრიზისი დაიწყო.”
ზურაბ გვასალიას მსგავსად, სხვა ექსპერტებიც ერიდებიან საბანკო კრედიტებისა და სესხების გაიაფების პროგნოზირებას.
12 მილიარდს მიუახლოვდა საბანკო სექტორის აქტივები ...
თითქმის ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში თვალის ერთი გადავლებითაც ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოს ბანკებს მომხმარებელი არ აკლია. მოსახლეობის ამგვარი საბანკო აქტივობაა კომერციული ბანკების მოგების ძირითადი წყარო. ჯერჯერობით უცნობია წლის შედეგები, თუმცა 11 თვის მოგებამ რეკორდული რიცხვი - 300 მილიონ ლარზე მეტი - შეადგინა. მან ზოგიერთი პარამეტრით გადააჭარბა კიდეც 2007 წლისა და 2008 წლის დასაწყისის მონაცემებს, ანუ იმ პერიოდისას, რომელსაც საქართველოში საბანკო ბუმს უწოდებენ, - ამბობს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია:
”ძალიან ბევრი პარამეტრით უფრო გაუმჯობესებულია... 12 მილიარდს მიუახლოვდა საბანკო სექტორის აქტივები. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ კრიზისულ პერიოდამდე, რომელსაც საბანკო ბუმის სახელით მოიხსენიებენ, იმაზე მეტი არის ახლანდელი მონაცემები საბანკო სექტორში.”
”ბანკებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დეპოზიტების წილი, რაც ძალიან საგულისხმოა. ბანკებმა გაიუმჯობესეს საკრედიტო პორტფელი. საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლოს გაიზარდა. ეს ყველაფერი კი, ჯამში, განაპირობებს მათ გაზრდილ მოგებას.”
რევაზ საყევარიშვილის მიერ ნახსენებ ბოლო არგუმენტს - კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის ზრდის შედეგად მოგების გაზრდას - არ ეთანხმება ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია:
მაღალი მოგების მიუხედავად, წლის ბოლოს შემცირებულია საბანკო სექტორის მიერ ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტება. საქართველოს ეროვნული ბანკი ამის მიზეზად ბიზნესის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რაც ასევე ინფლაციის შემცირებასაც იწვევს. შექმნილი სურათიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით კიდევ უფრო გააიაფა, რაც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკიდან უფრო იაფი სესხების აღების საშუალებას აძლევს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროგნოზების გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება ფულის სიიაფეს...
მთავრობა ამას საკუთარი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმატებად მიიჩნევს და ხშირად ამაყობს და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებს იშველიებს. როგორც ცნობილია, ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ”ფიტჩმა” და ”სტანდარდ ენდ ფურსმა” - საქართველოს სუვერენული რეიტინგი გააუმჯობესა. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, ეს საბანკო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას წაადგება:
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროგნოზების გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება ფულის სიიაფეს, პირდაპირ უკავშირდება საბანკო სექტორის განვითარებას, ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.”
მიუხედავად ამისა, საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიოში ცნობილმა ბანკმა ”ეიჩ-ეს-ბი-სიმ”. ის ქართულ ბაზარზე 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში შემოვიდა და ბაზრის მხოლოდ მცირე სეგმენტის დაკავება შეძლო. სწორედ ამიტომ მისმა წასვლამ თითქმის ვერ იმოქმედა სექტორის მოგების მოცულობაზე.
გაგვიძვირდება საკრედიტო რესურსები, რომელიც გარედან შემოდის...