ბაკურ სულაკაურმა ირაკლი მახარაძის ორი ახალი წიგნი გამოსცა - “ველური დასავლეთის მხედრები” და “ქართველები ამერიკაში”.
ცოტა თუ მეგულება ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ასეთი ერთგულებით იკვლევს ერთ კონკრეტულ საკითხს. ირაკლი მახარაძე სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი უკვე 20 წელია ამერიკაში წასული გურული მხედრების ამბავს უტრიალებს და ამ დროის მანძილზე ფილმიც გადაიღო და რამდენიმე წიგნიც გამოსცა.
ირაკლი გურულია და, ცხადია, ეს თემაც მისი გურულობიდან იშვა:
“ბავშვობაში რომ გურიაში ჩავდიოდი, იქიდან მახსოვდა, მოხუცები ამბობდნენ ხოლმე, გურულებმა ბიძია მთელი ამერიკა სულ მთლად გადარიენო, მაგრამ თვითონაც გადარეულები ჩამევიდენო. აქედან ჩამრჩა. მერე თეატრალურში რომ ჩავაბარე, იქ ვნახე ფილმი “ვინ არის დამნაშავე”, წუწუნავას გენიალური ფილმი, რომელიც ამ ამბავზეა დაფუძნებული. და იქიდან მოყოლებული რაღაცა ინტერესი ყოველთვის მქონდა, მაგრამ კვლევა-ძიება რომ ჩამეტარებინა, ასეთი რამე არ ყოფილა. მერე, 90-იანი წლების დასაწყისში, ჟურნალ National Geographic-ში ვნახე სტატია ჯერონიმოზე, აპაჩ მეომარზე და იქ დიდი პლაკატი იყო, სურათზე სუფთა ჩვენებური ტიპი – Prince Luca Cossack, ასე ეწერა, ანუ პრინცი ლუკა კაზაკი.”
ეს კაზაკი პრინცი ლუკა, ცხადია, არანაირი კაზაკი არ ყოფილა, არამედ გურული ლუკა ჩხარტიშვილი იყო, ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა და ვისზედაც 1896 წლის აგვისტოში ჟურნალი “კვალი” წერდა:
“ბევრ საწყალ გურულ გლეხს გამოაჭყეტინა თვალები ლუკაიას ამერიკაში მოგზაურობამ. ზოგმა, ლუკაიას მიერ იქ წაყვანილმა კაცებმა, რომელთაც შინ არც ლუკმა პური და არც სახლ-კარი მოეძეოდათ, მისი შემწეობით და გზის გასწავლებით სახლ-კარიც აიშენეს, ლუკმა-პურიც იშოვნეს და მუდამ შიმშილისგან მტირალ ბავშვებს ცრემლი შეუშრეს თვალებზე.”
ირაკლის კვლევა-ძიება სწორედ ლუკა ჩხარტიშვილით დაიწყო, მოიძია საარქივო მასალები, გაიცნო ამირან ცამციშვილი, ვინც თავის დროზე ცოცხლად ნახა და პირადად ესაუბრა ამ მხედრებს. მოგვიანებით ამერიკული არქივების ჯერიც დადგა და იმდენი მასალა დაუგროვდა, რომ ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა. ფილმი 1997 წელს გამოვიდა, რომელსაც სახელად ასეც ერქვა: “უაილდ უესტის მხედრები”.
ფილმს წიგნი მოჰყვა. მას შემდეგ ირაკლის არ შეუწყვეტია მასალების მოგროვება და იმ დროიდან მოყოლებული სულ რაღაც ახალს პოულობდა, აზუსტებდა თარიღებს, ასწორებდა შეცდომებს, უზუსტობებს. მაგალითად, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის ბაფალო ბილის მიერ დაარსებულ პატარა ქალაქ ქოუდიში, ბაფალო ბილის სახელობის მუზეუმში გატარებული 2 კვირა. ავტორი იქ ამერიკული გრანტით გაემგზავრა.
წიგნში ერთი ძალიან საინტერესო ტექსტია შესული, რომელიც ზოგს შეიძლება მისტიფიკაციაც ეგონოს. კერძოდ კი, უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები, რომელიც პირველად 2002 წელს ირაკლიმ ჩვენთან, გაზეთ “24 საათში” მოიტანა, იქ გამოვაქვეყნეთ და მახსოვს, მეორე დღეს მთელი თბილისი გაოცებული კითხულობდა ამ უცნაურ აბზაცებს, სადაც სასვენი ნიშნების გარეშე, მოკლე-მოკლედ იყო მოყოლილი ამერიკაში წასული ქართველი მხედრის ამბები. ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: “რაიც შემიძლია ვაგზავნი სახში...”
ზემოთ ვამბობდი, ლუკა ჩხარტიშვილი ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა-მეთქი. თუმცა გადაფურცლავთ ირაკლის მეორე წიგნს, “ქართველები ამერიკაში”, და იქ პირველივე გვერდებზე შეხვდებით ლეგენდას ძმები მოლაშხიების შესახებ, რომლებიც ქრისტეფორე კოლუმბთან ერთად ჩავიდნენ ამერიკაში. ლეგენდის მიხედვით, მოლაშხიებს სამეგრელოში ადგილობრივი ბატონი შემოჰკვდომოდათ, გაქცეულან და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვედრილან, სადაც მოგვიანებით კოლუმბი ჩასულა თავისი ექსპედიციისთვის ხალხის მოსაძიებლად და ჯან-ღონით სავსე ძმებიც იქვე გაუცნია.
ცხადია, ეს მხოლოდ ლეგენდაა, წიგნის დანარჩენი ნაწილი კი მთლიანად რეალურ ისტორიებს ეძღვნება. როგორც ჩანს, გურული მხედრების შესახებ მასალების ძიებისას მიაგნო ირაკლიმ იმ დოკუმენტებსა თუ ფოტოებს, რომელიც მის წიგნს დაედო საფუძვლად:
“ეს მოსალოდნელიც იყო. ამოტივტივდა უცებ გიორგი პაპაშვილი, ბავშვობაში წიგნი მქონდა მისი წაკითხული, “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, მაგრამ ხომ იცი, იშლება ხოლმე მესხიერებიდან რაღაც-რაღაცები. მერე თამარ თუმანოვა, თუმანიშვილი, ბალანჩინი – თუ უცხოეთშია ვინმე წასული, ბალანჩინივით თუკი არ არის, ქართველად არ ვთვლით, მარტო ეგეთი უნდა იყოს და ეგრე სადაა?! მერე ამოვარდა კოლია ქვარიანი, ჭადრაკის თანრიგოსანი და სტენლი კუბრიკის სადებიუტო ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. პრინცი მაჩაბელი – პარფიუმერიის მეფე, ასე ვთქვათ. გურიელი-ჭყონია, მდივნები, რომლებსაც ბევრი ალმაცერად უყურებს, მექორწინე მდივნებსაც ეძახიან, მაგრამ ისინი ჩვენი ისტორიის ნაწილია და მათაც ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. მაგალითად, სიმონ სიდამონ-ერისთავი წერდა, რომ 30-40-იან წლებში 100 000 ამერიკელიდან არც ერთმა არ იცოდა, ვინ არის ქართველიო, შემდეგ კი იმდენს წერდნენ მდივნებზეო, – მდივანმა მოიყვანა ასტორი, მსახიობი მიურეი და ა.შ., – რომ 100 000 ამერიკელიდან ყველამ იცოდა სად არის საქართველო და ამისთვის მათ მადლობა უნდა ვუთხრათო. ამაში არის სიმართლის მარცვალი. ძალიან ბევრი ქართველი იყო ამერიკაში, თუნდაც ლაღიაშვილი აიღეთ, იოსებ ლაღიაშვილი. თუმცა კრეტინული საქმე გააკეთა, რადგან მაგას შეეწირა მერე დიმიტრი ყიფიანი, მაგრამ ესეც გაიქცა ამერიკაში მოგვიანებით. მოახერხა: სახალინიდან გაიქცა. სხვათა შორის, სახალინიდან თურმე პროცენტულად ყველაზე ხშირად ქართველები გარბოდნენ. ეს სადღაც წავიკითხე. განსაკუთრებით ფირალები. ცნობილი ნიკოლოზა მეხუზლაც სახალინიდან გაიქცა.”
მხოლოდ გურულებზე რომ არ გამოვიდეს ეს სიუჟეტი, ერთი საინტერესო ამბავი მინდა დავიმოწმო ირაკლის წიგნიდან, რომელიც XIX საუკუნის რაჭველ ემიგრანტებზე გვიამბობს. მათ ურთიერთდახმარების გარკვეული სისტემა ჰქონიათ შემუშავებული, რის შედეგადაც ახლად ჩასულს უადვილდებოდა მისთვის სრულიად უცხო კულტურასთან შეგუება, წეს-ჩვეულებების ათვისება. ამ ეპიზოდიდან ვიგებთ, რომ 25 რაჭულ ოჯახს ვანკუვერში, კანადაში, უზარმაზარი სამსართულიანი სახლი შეუძენია და ერთად დასახლებულან. კარგი იქნებოდა ვინმეს რომ ამ ერთი სახლის რეალური ან თუნდაც გამოგონილი ისტორია დაეწერა.

90-იანი წლების დასაწყისში, ჟურნალ National Geographic-ში ვნახე სტატია ჯერონიმოზე, აპაჩ მეომარზე და იქ დიდი პლაკატი იყო, სურათზე სუფთა ჩვენებური ტიპი – Prince Luca Cossack, ასე ეწერა, ანუ პრინცი ლუკა კაზაკი...
“ბავშვობაში რომ გურიაში ჩავდიოდი, იქიდან მახსოვდა, მოხუცები ამბობდნენ ხოლმე, გურულებმა ბიძია მთელი ამერიკა სულ მთლად გადარიენო, მაგრამ თვითონაც გადარეულები ჩამევიდენო. აქედან ჩამრჩა. მერე თეატრალურში რომ ჩავაბარე, იქ ვნახე ფილმი “ვინ არის დამნაშავე”, წუწუნავას გენიალური ფილმი, რომელიც ამ ამბავზეა დაფუძნებული. და იქიდან მოყოლებული რაღაცა ინტერესი ყოველთვის მქონდა, მაგრამ კვლევა-ძიება რომ ჩამეტარებინა, ასეთი რამე არ ყოფილა. მერე, 90-იანი წლების დასაწყისში, ჟურნალ National Geographic-ში ვნახე სტატია ჯერონიმოზე, აპაჩ მეომარზე და იქ დიდი პლაკატი იყო, სურათზე სუფთა ჩვენებური ტიპი – Prince Luca Cossack, ასე ეწერა, ანუ პრინცი ლუკა კაზაკი.”
ეს კაზაკი პრინცი ლუკა, ცხადია, არანაირი კაზაკი არ ყოფილა, არამედ გურული ლუკა ჩხარტიშვილი იყო, ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა და ვისზედაც 1896 წლის აგვისტოში ჟურნალი “კვალი” წერდა:
“ბევრ საწყალ გურულ გლეხს გამოაჭყეტინა თვალები ლუკაიას ამერიკაში მოგზაურობამ. ზოგმა, ლუკაიას მიერ იქ წაყვანილმა კაცებმა, რომელთაც შინ არც ლუკმა პური და არც სახლ-კარი მოეძეოდათ, მისი შემწეობით და გზის გასწავლებით სახლ-კარიც აიშენეს, ლუკმა-პურიც იშოვნეს და მუდამ შიმშილისგან მტირალ ბავშვებს ცრემლი შეუშრეს თვალებზე.”
ირაკლის კვლევა-ძიება სწორედ ლუკა ჩხარტიშვილით დაიწყო, მოიძია საარქივო მასალები, გაიცნო ამირან ცამციშვილი, ვინც თავის დროზე ცოცხლად ნახა და პირადად ესაუბრა ამ მხედრებს. მოგვიანებით ამერიკული არქივების ჯერიც დადგა და იმდენი მასალა დაუგროვდა, რომ ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა. ფილმი 1997 წელს გამოვიდა, რომელსაც სახელად ასეც ერქვა: “უაილდ უესტის მხედრები”.
მერე ამოვარდა კოლია ქვარიანი, ჭადრაკის თანრიგოსანი და სტენლი კუბრიკის სადებიუტო ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. პრინცი მაჩაბელი – პარფიუმერიის მეფე, ასე ვთქვათ...
ფილმს წიგნი მოჰყვა. მას შემდეგ ირაკლის არ შეუწყვეტია მასალების მოგროვება და იმ დროიდან მოყოლებული სულ რაღაც ახალს პოულობდა, აზუსტებდა თარიღებს, ასწორებდა შეცდომებს, უზუსტობებს. მაგალითად, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის ბაფალო ბილის მიერ დაარსებულ პატარა ქალაქ ქოუდიში, ბაფალო ბილის სახელობის მუზეუმში გატარებული 2 კვირა. ავტორი იქ ამერიკული გრანტით გაემგზავრა.
წიგნში ერთი ძალიან საინტერესო ტექსტია შესული, რომელიც ზოგს შეიძლება მისტიფიკაციაც ეგონოს. კერძოდ კი, უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები, რომელიც პირველად 2002 წელს ირაკლიმ ჩვენთან, გაზეთ “24 საათში” მოიტანა, იქ გამოვაქვეყნეთ და მახსოვს, მეორე დღეს მთელი თბილისი გაოცებული კითხულობდა ამ უცნაურ აბზაცებს, სადაც სასვენი ნიშნების გარეშე, მოკლე-მოკლედ იყო მოყოლილი ამერიკაში წასული ქართველი მხედრის ამბები. ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: “რაიც შემიძლია ვაგზავნი სახში...”
ზემოთ ვამბობდი, ლუკა ჩხარტიშვილი ალბათ ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დადგა-მეთქი. თუმცა გადაფურცლავთ ირაკლის მეორე წიგნს, “ქართველები ამერიკაში”, და იქ პირველივე გვერდებზე შეხვდებით ლეგენდას ძმები მოლაშხიების შესახებ, რომლებიც ქრისტეფორე კოლუმბთან ერთად ჩავიდნენ ამერიკაში. ლეგენდის მიხედვით, მოლაშხიებს სამეგრელოში ადგილობრივი ბატონი შემოჰკვდომოდათ, გაქცეულან და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვედრილან, სადაც მოგვიანებით კოლუმბი ჩასულა თავისი ექსპედიციისთვის ხალხის მოსაძიებლად და ჯან-ღონით სავსე ძმებიც იქვე გაუცნია.
ცხადია, ეს მხოლოდ ლეგენდაა, წიგნის დანარჩენი ნაწილი კი მთლიანად რეალურ ისტორიებს ეძღვნება. როგორც ჩანს, გურული მხედრების შესახებ მასალების ძიებისას მიაგნო ირაკლიმ იმ დოკუმენტებსა თუ ფოტოებს, რომელიც მის წიგნს დაედო საფუძვლად:
გურიელი-ჭყონია, მდივნები, რომლებსაც ბევრი ალმაცერად უყურებს, მექორწინე მდივნებსაც ეძახიან, მაგრამ ისინი ჩვენი ისტორიის ნაწილია და მათაც ბევრი კარგი საქმე გააკეთეს...