დურბანში, სამხრეთ აფრიკის ამ ლამაზი ისტორიის მქონე ქალაქში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლებმა ამჯერადაც ვერ მოახერხეს დაედოთ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც შეცვლიდა, განავითარებდა ამ სფეროში სახელგანთქმულ კიოტოს ოქმს, გაისად რომ გასდის ვადა.
კიოტოს შემდეგ გამართულ შეხვედრებზე იყო იმედები, იყო ჩავარდნა (კოპენჰაგენის შეხვედრას, როგორც იმედის მომცემს, თავიდან „ჰოპენჰაგენიც“ კი უწოდეს, მაგრამ იმავე ხანებში თავი იჩინა სკანდალმა, რაც „კლიმაგეიტის“სახელწოდებით მოინათლა, ვითომ ჰავის ცვლილებების მონაცემთა ფალსიფიცირების გამო), მაგრამ ეს იყო წარსულში - მაშინ, როცა მეცნიერთა შორის არაერთი ამბოდა, სათბურის გაზები, მათი ემისია არაფერ შუაშია, კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესიაო.
ახლა დურბანში გაეროს კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ 2015 წლამდე შეიმუშაონ ახალი დოკუმენტი, რომელიც 2020 წლისთვის შევა ძალაში. ანუ ერთსულოვნებისგან ისინი კვლავ შორს არიან. არადა, სანამ დურბანი დაიწყებოდა, ექსპერტები აცხადებდნენ, ამ საკითხის გადადება აღარ შეიძლება, ვითარება მძიმეაო.
გაგახსენებთ მოკლედ: ფაბრიკების თუ ქარხნების, ასევე ავტომანქანების და სხვა ძრავების მუშაობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის დონე გარემოში იმდენად იწევს, რომ ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი წარმოიქმნება, ხდება დათბობა, იცვლება კლიმატი. ამ თეორიის თანახმად, კლიმატის ცვლილებას მოსდევს ბუნებრივი გარემოს გადასხვაფერება.
სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, როხას ბრიალესის თანახმად, ყველა სახეობას, რომლებიც მთებში ბინადრობენ, ევროპაში, აზიასა თუ აფრიკაში, დიდი საფრთხე ემუქრება კლიმატის ცვლილების გამო, რადგან მათ მიგრაციის საშუალება არა აქვთ. ბრიალესის მონაცემებით, ცხოველთა და მცენარეთა ყველა სახეობის 20-30 პროცენტს კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის.
მეცნიერთა ეს ნაწილი, ვინც აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილებებს ჭარბი სათბურის გაზები იწვევს, განგაშს ტეხს, საჭიროა ამ გაზების გამობოლქვის შემცირებაო. შემცირებას კი ეგრეთ წოდებული „მწვანე ტექნოლოგიის“ გამოყენება სჭირდება, რასაც ფული უნდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სათბურის გაზებს აწარმოებს, პირველ რიგში, აშშ, ასევე ინდოეთი, ჩინეთი. დღემდე შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან ეს ქვეყნები უარს ამბობენ გადამჭრელ ზომებს მიმართონ - ისინი კიოტოს ოქმის ხელმომწერთა შორის არ არიან. დურბანის შეხვედრის შემდეგ მათ რიგებში ჩადგა კანადაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ გადის კიოტოს ხელშეკრულებიდან. ჩინეთმა, რომელიც უდიდეს მწარმოებლებს შორისაა, სინანული გამოხატა კანადის ნაბიჯის გამო.
პეკინში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიუ ვეიმინმა ასე ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის პოზიცია:
„კანადის გადაწყვეტილება გამოვიდეს კიოტოს ხელშეკრულებიდან ამ ეტაპზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას და დასანანია. იმედი გვაქვს, რომ კანადა მზად იქნება ნაკისრი პასუხისმგებლობა და მოვალეობები შეასრულოს, რომ ის ერთგული დარჩება ემისიის შემცირების თაობაზე დაპირებებისა და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლებს კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან საერთაშორისო ბრძოლაში.“
კანადის არგუმენტი გავიდეს კიოტოს ხელშეკრულებიდან ის იყო, რომ აშშ და ჩინეთი, უდიდესი მწარმოებლები სასათბურე გაზებისა, მაინც არ არიან ჩართული პროცესში და აზრი არა აქვს ჩვენს მონაწილეობასაცო. მაგრამ საქმე ისაა, რომ აშშ ცდილობს ჩაერთოს პროცესში იმ პირობით, რომ 3 პროცენტით შეამცირებს სასათბურე გაზების გამოყოფას, რაც მცირედაა შეფასებული. ჩინეთს არ სურს მისი მრეწველობა კონტროლდებოდეს და აცხადებს, საკმარისს ვაკეთებთ სასათბურე გაზების გამოყოფის შესამცირებლად, ოღონდ ვერავის მივცემთ უფლებას მეთვალყურეობა გაუწიოს ჩვენს ქარხნებსო.
თითქმის 20 წელიწადია არსებობს კიოტოს შეთანხმება და მას მერე ლაპარაკია იმაზე, რომ კლიმატის სტაბილიზების მისაღწევად თანხმობაა საჭირო და მას სხვებიც უნდა შეუერთდნენ, ხოლო, რაც მთავარია, დოკუმენტმა მტკიცე იურიდიული ძალა უნდა მიიღოს. არათუ სტაბილიზება, მსოფლიოში სასათბურე გაზების გამოყოფამ 1990 წლის შემდეგ, როცა ბრძოლა დაიწყო, 40 პროცენტით მოიმატა, ამბობს კლიმატის კვლევის პოტსდამის ინსტიტუტის პროფესორი შტეფან რამსდორფი. ის ლაპარაკობს სახელმწიფოთა ალიანსებზე, რომელთა შექმნა, მისი აზრით, ერთადერთი იმედის მომცემი ფაქტორია:
„რადგან სრულიად გლობალური, დიდი შეთანხმების მიღწევა ყოვნდება, უნდა შეიქმნას ალიანსები, მაგალითად, ევროკავშირისა და აფრიკის, კოალიცია კლიმატის დაცვის პიონერებისა, რათა 2020 წლისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული, მაგალითად, განახლებადი ენერგიები განვითარდეს.“
რამსდორფი შემთხვევით არ ახსენებს ეკროკავშირს და აფრიკას. კიოტოს ამჟამად მოქმედ ოქმში გაერთიანებულ ქვეყნებზე სასათბურე გაზების გამოყოფის მხოლოდ 15 პროცენტი მოდის. აფრიკა დაინტერესებულია განახლებადი ენერგიებით. მისი მრეწველობა ახლაც არ არის ყველაზე განვითარებული და თუ ამ მიმართულებით წავა, ზარალს ნადვილად არ ნახავს. ასე რომ, ამ ქვეყნებს ხელს აძლევთ, თუკი მათ წაახალისებენ და თანხებს გამოუყოფენ, იზრუნონ მზის, ქარის, თერმული თუ სხვა ენერგიების ათვისებაზე. ევროკავშირი - პირველ რიგში, გერმანია, რომელიც, ამ მხრივ, მთელი მსოფლიოს ავანგარდშია - მზად არის სვლა კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი ჩვეული სიჩქარით გააგრძელოს, სხვასთან ერთად. ადრევე დასახული მიზანია დედამიწის გათბობა ორ პროცენზე შეაჩერონ. რამსდორფს სჯერა, რომ ეს შესაძლებელია. მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა ერთ-ნახევარ გრადუსზეც კი აპირებს იმუშაოს, რაც იოლი არაა.
ძალიან, ძალიან შორეულ მომავალში, ამბობს კლიმატის მკვლევარი, მსოფლიოში ზღვის დონე რამდენიმე მეტრით აიწევს, ეს კი ყველა კუნძულოვანი სახელმწიფოს წყლით დაფარვას ნიშნავს. გერმანიის პოლიტიკოსებმა განსხვავებული შეფასებები მისცეს დურბანის კონფერენციას. პრეზიდენტი კრისტიან ვოლფი თავშეკავებული იყო. მან განაცხადა, ამ შეხვედრამ დაგვანახვა, რამდენად გრძელია კიოტოს შემდგომ ოქმამდე გზაო.
გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი, ნორბერტ რიოტგენი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ დურბანის შეთანხმება დიდი, გზის მაჩვენებელი წარმატებაა კლიმატის დაცვის საქმეში. გერმანიის პარლამენტში, ბუნდესტაგში, ოპოზიციამ და ამ ქვეყნის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა დურბანში მიღწეული შედეგი აშკარად გააკრიტიკეს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მოქმედება ახლავეა საჭიროა, თორემ გვიან იქნება, რადგან, როგორც გარემოს ეკონომისტი ნიკო პეხი ამბობს, კლიმატის დაცვისას პრობლემაა ცხოვრების დასავლური სტილი, რომელსაც არა მხოლოდ დრო მიაქვს, არამედ ბუნებასაც უქმნის საფრთხეს. მისი აზრით, პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიექანება. თუკი გვსურს ამის შეჩერება, რაიმე უნდა ვიღონოთ, უკეთ რომ ვთქვათ, ნაკლები უნდა ვაკეთოთ. დღევანდლამდელი კეთილდღეობის დასავლური მოდელი, პეხის აზრით, ადრე თუ გვიან თვითონვე დაგვემშვიდობება.

კანადის გადაწყვეტილება გამოვიდეს კიოტოს ხელშეკრულებიდან ამ ეტაპზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას და დასანანია...
გაგახსენებთ მოკლედ: ფაბრიკების თუ ქარხნების, ასევე ავტომანქანების და სხვა ძრავების მუშაობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის დონე გარემოში იმდენად იწევს, რომ ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი წარმოიქმნება, ხდება დათბობა, იცვლება კლიმატი. ამ თეორიის თანახმად, კლიმატის ცვლილებას მოსდევს ბუნებრივი გარემოს გადასხვაფერება.
სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, როხას ბრიალესის თანახმად, ყველა სახეობას, რომლებიც მთებში ბინადრობენ, ევროპაში, აზიასა თუ აფრიკაში, დიდი საფრთხე ემუქრება კლიმატის ცვლილების გამო, რადგან მათ მიგრაციის საშუალება არა აქვთ. ბრიალესის მონაცემებით, ცხოველთა და მცენარეთა ყველა სახეობის 20-30 პროცენტს კლიმატის ცვლილებები საფრთხეს უქმნის.
მეცნიერთა ეს ნაწილი, ვინც აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილებებს ჭარბი სათბურის გაზები იწვევს, განგაშს ტეხს, საჭიროა ამ გაზების გამობოლქვის შემცირებაო. შემცირებას კი ეგრეთ წოდებული „მწვანე ტექნოლოგიის“ გამოყენება სჭირდება, რასაც ფული უნდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სათბურის გაზებს აწარმოებს, პირველ რიგში, აშშ, ასევე ინდოეთი, ჩინეთი. დღემდე შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან ეს ქვეყნები უარს ამბობენ გადამჭრელ ზომებს მიმართონ - ისინი კიოტოს ოქმის ხელმომწერთა შორის არ არიან. დურბანის შეხვედრის შემდეგ მათ რიგებში ჩადგა კანადაც, რომელმაც გამოაცხადა, რომ გადის კიოტოს ხელშეკრულებიდან. ჩინეთმა, რომელიც უდიდეს მწარმოებლებს შორისაა, სინანული გამოხატა კანადის ნაბიჯის გამო.
იმედი გვაქვს, რომ კანადა მზად იქნება ნაკისრი მოვალეობები შეასრულოს, რომ ის ერთგული დარჩება ემისიის შემცირების თაობაზე დაპირებებისა და კონსტრუქციულად ითანამშრომლებს კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ბრძოლაში...
პეკინში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიუ ვეიმინმა ასე ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის პოზიცია:
„კანადის გადაწყვეტილება გამოვიდეს კიოტოს ხელშეკრულებიდან ამ ეტაპზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას და დასანანია. იმედი გვაქვს, რომ კანადა მზად იქნება ნაკისრი პასუხისმგებლობა და მოვალეობები შეასრულოს, რომ ის ერთგული დარჩება ემისიის შემცირების თაობაზე დაპირებებისა და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლებს კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან საერთაშორისო ბრძოლაში.“
კანადის არგუმენტი გავიდეს კიოტოს ხელშეკრულებიდან ის იყო, რომ აშშ და ჩინეთი, უდიდესი მწარმოებლები სასათბურე გაზებისა, მაინც არ არიან ჩართული პროცესში და აზრი არა აქვს ჩვენს მონაწილეობასაცო. მაგრამ საქმე ისაა, რომ აშშ ცდილობს ჩაერთოს პროცესში იმ პირობით, რომ 3 პროცენტით შეამცირებს სასათბურე გაზების გამოყოფას, რაც მცირედაა შეფასებული. ჩინეთს არ სურს მისი მრეწველობა კონტროლდებოდეს და აცხადებს, საკმარისს ვაკეთებთ სასათბურე გაზების გამოყოფის შესამცირებლად, ოღონდ ვერავის მივცემთ უფლებას მეთვალყურეობა გაუწიოს ჩვენს ქარხნებსო.
თითქმის 20 წელიწადია არსებობს კიოტოს შეთანხმება და მას მერე ლაპარაკია იმაზე, რომ კლიმატის სტაბილიზების მისაღწევად თანხმობაა საჭირო და მას სხვებიც უნდა შეუერთდნენ, ხოლო, რაც მთავარია, დოკუმენტმა მტკიცე იურიდიული ძალა უნდა მიიღოს. არათუ სტაბილიზება, მსოფლიოში სასათბურე გაზების გამოყოფამ 1990 წლის შემდეგ, როცა ბრძოლა დაიწყო, 40 პროცენტით მოიმატა, ამბობს კლიმატის კვლევის პოტსდამის ინსტიტუტის პროფესორი შტეფან რამსდორფი. ის ლაპარაკობს სახელმწიფოთა ალიანსებზე, რომელთა შექმნა, მისი აზრით, ერთადერთი იმედის მომცემი ფაქტორია:
რადგან სრულიად გლობალური, დიდი შეთანხმების მიღწევა ყოვნდება, უნდა შეიქმნას ალიანსები, მაგალითად, ევროკავშირისა და აფრიკის, რათა 2020 წლისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული...