რუსეთში პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა დემონსტრაციებზე, რომლებიც გაიმართა კვირის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. შეგახსენებთ, რომ ამ შედეგებით, ხმების 50-მდე პროცენტი ერგო მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. სამშაბათს და ოთხშაბათს აქცია გამართეს მისმა მომხრეებმაც.
ცნობების თანახმად, სამშაბათის აქციების დროს მოსკოვში დააკავეს 560-მდე ადამიანი, სანქტ-პეტერბურგში - 250, დონის როსტოვში - 25 დემონსტრანტი. მოსკოვში დაკავებულებს შორის იყვნენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი, უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი, პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარე სერგეი მიტროხინი. საინტერნეტო გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს ცნობით, პოლიციამ წაიყვანა რამდენიმე ჟურნალისტიც. წუხელ დემონსტრანტები პოლიციელებს მოუწოდებდნენ, მათს მხარეზე გადასვლისაკენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა და მორიგი აქციებიც იგეგმება მიუხედავად დიდი რაოდენობით პოლიციელების მობილიზებისა. „პირველად ვნახე ასეთი შემადგენლობა. სრულიად ახალი სახეებია! ამას ამბობდა ყველა ჟურნალისტი, ვინც მოედანზე, ჩისტიე პრუდის ბულვარზე იყო მისული. ამ 10 000 ახალგაზრდას არ შეეშინდა ქუჩაში გამოსვლის“, - უთხრა ჩვენი რადიოს რუსულენოვან სამსახურს ოპოზიციურ მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრმა, მიხაილ შნეიდერმა. მისივე თქმით, „სოლიდარობა“ მომხრეებს მოუწოდებს კვირას, 10 დეკემბრისათვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისაკენ.
„ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანი ლოზუნგია, რომ ჯერ უნდა დაინგრეს (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმირ) ჩუროვის ვერტიკალი. რუსეთის ფედერაციაში უნდა დაიშალოს ყველა საარჩევნო კომისია და ისინი ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს“, - ამბობს შნეიდერი.
4 დეკემბრის არჩევნებმა, ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლების მონაცემებით, მრავალი დარღვევით ჩაიარა, აღირიცხა საარჩევნო ყუთებში გაყალბებული ბიულეტენების ჩაყრის მრავალი შემთხვევა.
თუმცა გამარჯვებული „ერთიანი რუსეთი“ ბრალდებებს უარყოფს. მოსკოვში სამშაბათს ჩატარებულ აქციაზე სახელწოდებით „სუფთა გამარჯვება“, პარტიის წევრმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ მიმართა თანამოაზრეებს.
„ოპოზიცია ახლა ეძებს შესაძლებლობებს, როგორ გაგვიტეხოს სახელი და თქვას რამე ცუდი. მაგრამ დღეს აქ მოვედით არა ფალსიფიკაციაზე ან სხვა რამეზე სალაპარაკოდ - ჩვენ ვამბობთ იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, ვამბობთ იმას, რომ ყველა დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაკეთებდით და გავაკეთებთ ყველაფერს, რაზეც „ერთიანი რუსეთი“ საუბრობს თავის სახალხო პროგრამაში და რაც დაგეგმილი გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ მომავალი ჩვენია!“ - განაცხადა „ერთიანი რუსეთის“ მხარდამჭერთა, როგორც იუწყებიან, კარგად ორგანიზებულ აქციაზე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სვეტლანა ჟუროვამ.
თუმცა, ოპოზიციაში ბევრს არ სჯერა, რომ მმართველი პარტია დარწმუნებულია თავის ძალაში. ყოფილი პოლიტპატიმარი, ალექსანდრ პოდრაბინეკი როგორც ამბობს, „იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩისტიე პრუდიზე ხდებოდა, ხელისუფლებას არათუ ეშინია - მას პანიკურად ეშინია, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები მასობრივ აქციებში გადაიზრდება. მათ ეშინიათ ხავერდოვანი რევოლუციის. ეს გენეტიკური შიშია...”
რუსეთში დაწყებულმა გამოსვლებმა, ხავერდოვან რევოლუციებთან ერთად, სხვა ასოციაციებიც აღძრა. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ მიმართა ვლადიმირ პუტინს: „ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული გიახლოვდება“.

რუსეთის ფედერაციაში უნდა დაიშალოს ყველა საარჩევნო კომისია და ისინი ხელახლა უნდა დაკომპლექტდეს...

ხელისუფლებას არათუ ეშინია - მას პანიკურად ეშინია, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები მასობრივ აქციებში გადაიზრდება...