გამომცემლობა “სიესტამ” ზურაბ ქარუმიძის რომანი, “მელია-ტულეფია: Fox-Trot” გამოსცა.
მას შემდეგ, რაც აკა მორჩილაძე ისვენებს, საგანცხრომო საკითხავის მოყვარულებმა ცოტათი მოიწყინეს. ისეთი პირი უჩანდა, ეს ბიბლიოსპლინი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არ გამოსულიყო ზურაბ ქარუმიძის “მელია-ტულეფია: Fox-Trot”
- ქართული საგანმანათლებლო რომანის თვალსაჩინო ოსტატის, ქვეყნის დამსახურებული მოკალამბურისა და პოსტმოდერნოხუნჯის მიერ დაწერილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს გაახალისებს, უფრო მეტს კი ვინძლო ტვინიც გაუვარჯიშოს.
არადა, დღეს ყველაზე მეტად სწორედ ხალისიანი ტვინის სავარჯიშოები გვჭირდება, ლიტერატურა, რომელიც, მაგალითად, ლაღად გვიამბობს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ორი კულტურის შეხვედრის ამბავს და იმ უხერხულობათა შესახებ მოგვითხრობს, რაც ამ კულტურათა ურთიერთშეფეთებას შეიძლება მოჰყვეს.
ზურა უკვე დიდი ხანია გატაცებულია ასეთი ურთიერთობებით და წლების მანძილზე ბევრ საინტერესო მასალას დაესო მისი კარნავალური მზერა. ამ რომანსაც ერთ-ერთი ასეთი წყარო კვებავდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ავტორი სხვა ვნებებმაც გაიტაცა:
“პირველი სტიმული მომცა იმ ფაქტობრივმა მასალამ, ანუ იმ ნაღდმა ამბავმა – ამერიკელების ჩამოსვლამ საქართველოში, სვანეთში. ესენი იყვნენ პირველი ამერიკელები სვანეთში. არსებობს ფილმიც, 17-წუთიანი, მათი გადაღებული, და იმ კაცის მემუარებიც. თავიდან ეგ იყო ძირითადი სტიმული: კულტურათა შეხვედრა, განსხვავებული კულტურები, საზღვრების გადალახვა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ თანდათან, როდესაც დავიწყე ამაზე მუშაობა, ვიგრძენი, რომ აქ სხვა რაღაცები ჩნდებოდა. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ეპოქა, 20-იანი წლები, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ – მაშინდელი ევროპული, რუსული, ამერიკული კულტურა... ეს არის ბრწყინვალე ხელოვნების და უდიდესი აზროვნების ხანა. ყველაფერი ხდებოდა ხელოვნებაშიც, მეცნიერებაშიც, პოლიტიკაშიც... ძალიან მდუღარე ეპოქაა. სტუდენტობიდან მოყოლებული ვეტრფი მაგ ეპოქას. ჩემი მეგობრებიც, რომლებიც მუშაობდნენ მოდერნიზმზე, მე მაშინ ბაროკოზე ვმუშაობდი, მათთან ურთიერთობაში ეს ყველაფერი ჩემშიც გადიოდა და ნიკო ყიასაშვილი როცა გვიკითხავდა “ულისეს” ქართული თარგმანის ახალ-ახალ ეპიზოდებს, შეკრებების დროს სულ მაგაზე მიდიოდა ლაპარაკი.“
დიახ, ახალგაზრდა ფილოლოგოსი, მართალია, ერთთავად ჯონ დონში იყო დანთქმული, მაგრამ თავისი მეგობრების, ტომას სტრენზისა და უილიამ ბატლერისკენაც გაურბოდა ხელი და გული. სხვებიც ბევრნი იყვნენ. ამას დაუმატეთ მაშინდელი ამერიკა, ჯაზი, მქუხარე 20-იანი წლები, რომელიც ასეთი სიყვარულით აღწერა ავტორმა თავის წინა წიგნში, “ჯაზის ცხოვრება”, და მიხვდებით, რამხელა ტვირთისგან გათავისუფლდა ზურაბ ქარუმიძე ამ რომანით. თანაც ამ, ბოლო ნაწარმოებში მან ქართული მოდერნის დაისსაც უმღერა ჰიმნი, ეპოქას, რომელიც ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს ქართველებს.
ზურას საუბრისას ისიც ვკითხე, რაიმეს დეფიციტი ხომ არ იქცა ამ რომანის დაწერის მიზეზად-მეთქი და მანაც მიპასუხა:
“ვიგრძენი დეფიციტი რისი, რომ, 20-იანი წლები საქართველოშიც იყო შესანიშნავი ეპოქა. დავიწყოთ იმით, რომ მთელი რუსეთის იმპერიიდან აქეთ გამოიქცა ხალხი, ის ადამიანები, ვინც ქმნიდნენ რუსულ ავანგარდს და რუსულ მოდერნიზმს... ეს ხალხი თბილისში ჩამოვიდა და დასახლდა. და მათ შეუერთდნენ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი რესურსები და კადრები და ეს იყო შესანიშნავი პერიოდი თბილისში, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ქართველებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცოტა უწერიათ. მითქვამს კიდევაც, რომ იტალიელი ლუიჯი მაგაროტო უფრო სერიოზულად მუშაობდა ამ თემაზე, ვიდრე ჩვენები. და მე, წმინდა რომანის ფორმატში, მისი სტილისტიკიდან გამომდინარე, ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა გამოვხატე მაგ ეპოქის მიმართ. ეს იყო ერთი სტიმული, ანუ წმინდა სახელოვნებო, ესთეტიკური მხარე. მეორე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ასპექტი იყო: 1926 წელი, ლავრენტი ბერია მოდის, მთავარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სამმართველოს უფროსად და ნელ-ნელა იწყება ბოლშევიზაცია საქართველოში, რაც ჩემთვის ძალიან აქტუალური თემაა დღესაც, რა თქმა უნდა.”
პოლიტიკური პლანის გარდა, რომანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი აქვს - მისტიკურ-ოკულტისტური:
“კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი აქვს ამ წიგნს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ. არ მინდა, რომ ეს დაიკარგოს... თავისებური დეტექტიური ელემენტი შევიტანე რომანში. ეს ეხება ოკულტისტურ თემატიკას, შამბალას, მისტიკური ქალაქის თემას, რომელსაც სვანეთთან ადვილად დააკავშირებს კაცი. მეც ასე მოვიქეცი, განსაკუთრებით, რაც წავიკითხე ვასილ ბარნოვის “საარაკო განძი”, სადაც მინიშნებულია ეს ყველაფერი. მაგრამ აქ არის დეტექტიური მომენტი იმაში, რომ მაშინ ამ ქალაქს არა მარტო ოკულტისტები ეძებდნენ თავიანთი ფანტაზიებით, არამედ საიდუმლო სამსახურებიც. მაგალითად, რუსეთის გეპეუ და ერთ-ერთი მათი მაღალჩინოსანი მიეტმასნა კიდეც ნიკოლაი რერიხის ექსპედიციას, რომელიც ზუსტად 1926 წელს მიმდინარეობდა შუა აზიაში. ბრიტანეთის დაზვერვაც იყო იქ და 30-იან წლებში მესამე რაიხმაც კი გაგზავნა იქ ხალხი.”
სხვათა შორის, უკვე კაი ხანია ვოცნებობ, რომ ვინმე ადგება და დაგემოვნებით დაწერს, ვთქვათ, 70-80-იანი წლების ქართულ, უფრო კონკრეტულად კი, თბილისის რელიგიურ-კულტურულ ისტორიას: ახალგაზრდა ილია II, მოშვებული წვერის კულტურის გარიჟრაჟი, სტიქაროსნები, შტაინერისტები და მაშინდელი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების კავშირი, რუსთველოლოგია და რელიგიურ-პოლიტიკური დისიდენტობა, ხელიდან ხელში გადასული რევოლუციამდელი ან 20-იანი წლების რუსული გამოცემები, იმ პერიოდისა, რომელიც ზურაბ ქარუმიძის ამ რომანშია აღწერილი. ვინ იცის, იქნებ 70-80-იანების რელიგიური გრძნობების წინამორბედი სწორედ ის 20-იანი წლების ექსტატიური ქართული აზროვნება იყო, სადაც ერთმანეთში გადაწნულიყო ვაჟა-ფშაველა და ვაგნერი, ნიცშე და ქართული მითოსი.
ამ ყველაფერზე ზურამ მართლაც დაგემოვნებით დაწერა. სანიმუშოდ თუნდაც ერთი თავი გამოდგებოდა, სადაც იგი ერთ ჩვენებურ ვალპურგის ღამეს აღწერს, ქალაქური მოდერნის მისტერიას, აბსენტითა და თრობით გაჟღენთილ ბაკქანალიას. ჯერ ღვინო, აბსენტი, ავანგარდი და ადიულტერი ტფილისურ სარდაფში, შემდეგ კი თხების წარმოდგენა ქუთაისში და ა.შ. და ა.შ.
დაგემოვნებაზე კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა. ზურაბი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ენო-გასტრონომიური დეტალების მიმართ. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს დეტალები არცაა, ეს უფრო მოტივებია, გნებავთ რიტორიკულ-გასტრონომიული ტოპოსები, რომელთაც ზურა ბოლომდე კმაზავს. მაგალითად, თავიდან იგი ასე იწყებს: ტფილისური დუქანი, კარდენახული წარაფი, ცვრიანი მწვადი, ღვინის ქართული ეტიმოლოგია, იეთიმ გურჯი პირველად იგებს უოლტ უიტმენისა და ედგარ პოს არსებობის შესახებ. შემდეგ მოდის “ქიმერიონის ფრესკები”, ანუ “ხელოვანთა პორტრეტი მოწიფულობაში”, თავისი აბსენტით და მწვანე ფერიებით; მოგვიანებით, ქუთაისში, ბჟიტის ჯერია ტყემალში, მჭადი ნეშოზე და ცოლიკოური და, ბოლოს, სვანური გასტრონომიული ტოპოსი, ადგილობრივი მოსაწევის თანხლებით.
რომანში აუარება კალამბური და ციტატაა. ეს, როგორც ბევრმა იცით, ზურას საყვარელი გასართობია, რეალურ ცხოვრებაშიც და ვირტუალურშიც, მაგალითად, ფეისბუკზე ერთ-ერთი ასეთი კალამბურია: ყარფუზ შვანთე, საზამთრო სვანეთს, რომელიც მიხეილ კალატოზიშვილის შედევრის გარდა, ბარისა და მთის შეხვედრაზეც მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი გმირი კომპანია “პორტნოი, დოქტოროუ, კუგელმასს” წარმოადგენს, სადაც პორტნოი, რა თქმა უნდა, ფილიპ როტზე მოდის, დოქტოროუ დოქტოროუა, ხოლო კუგელმასი ვუდი ალენის ცნობილ მოთხრობას გაგახსენებთ.
სხვათა შორის, წიგნში პოლიტიკის ძალიან კარგ განმარტებას ვხვდებით, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური მასკარადი რუსული ავანგარდის მიერ შემუშავებული არტისტული ფორმაა - მარქსიზმ-ლენინიზმის, ნიცშეანიზმისა და იტალიური კომედია-დელ-არტეს თავისებური ნაზავი, რომელსაც ქართულ ვარიანტში კიდე რაღაც ფოლკლორული ელემენტები ემატება... რომანში ერთი ასეთი ძველი ლოზუნგია: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია, აფხანიკებო!”.

ეს არის ბრწყინვალე ხელოვნების და უდიდესი აზროვნების ხანა. ყველაფერი ხდებოდა ხელოვნებაშიც, მეცნიერებაშიც, პოლიტიკაშიც...

ეს იყო შესანიშნავი პერიოდი თბილისში, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ქართველებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცოტა უწერიათ...
ზურას საუბრისას ისიც ვკითხე, რაიმეს დეფიციტი ხომ არ იქცა ამ რომანის დაწერის მიზეზად-მეთქი და მანაც მიპასუხა:
“ვიგრძენი დეფიციტი რისი, რომ, 20-იანი წლები საქართველოშიც იყო შესანიშნავი ეპოქა. დავიწყოთ იმით, რომ მთელი რუსეთის იმპერიიდან აქეთ გამოიქცა ხალხი, ის ადამიანები, ვინც ქმნიდნენ რუსულ ავანგარდს და რუსულ მოდერნიზმს... ეს ხალხი თბილისში ჩამოვიდა და დასახლდა. და მათ შეუერთდნენ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი რესურსები და კადრები და ეს იყო შესანიშნავი პერიოდი თბილისში, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ქართველებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცოტა უწერიათ. მითქვამს კიდევაც, რომ იტალიელი ლუიჯი მაგაროტო უფრო სერიოზულად მუშაობდა ამ თემაზე, ვიდრე ჩვენები. და მე, წმინდა რომანის ფორმატში, მისი სტილისტიკიდან გამომდინარე, ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა გამოვხატე მაგ ეპოქის მიმართ. ეს იყო ერთი სტიმული, ანუ წმინდა სახელოვნებო, ესთეტიკური მხარე. მეორე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ასპექტი იყო: 1926 წელი, ლავრენტი ბერია მოდის, მთავარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სამმართველოს უფროსად და ნელ-ნელა იწყება ბოლშევიზაცია საქართველოში, რაც ჩემთვის ძალიან აქტუალური თემაა დღესაც, რა თქმა უნდა.”
პოლიტიკური პლანის გარდა, რომანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი აქვს - მისტიკურ-ოკულტისტური:
თავისებური დეტექტიური ელემენტი შევიტანე რომანში. ეს ეხება ოკულტისტურ თემატიკას, შამბალას, მისტიკური ქალაქის თემას, რომელსაც სვანეთთან ადვილად დააკავშირებს კაცი...