რადიოჟურნალი - 907-ე გამოშვება

ახალციხე

ყოველკვირეული რადიოჟურნალის - მეათე სტუდიის - შინაარსი: პულტებით გამოხატული კოლეგიალობა და იგნორირებული კანონი - საქართველოს პარლამენტის წევრები კენჭისყრაში კოლეგების ნაცვლადაც მონაწილეობენ; 16 ნოემბერს მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს - ამ დღესთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ახალციხეში ჩვენი კორესპონდენტის მიერ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით ცნობილ უბანში მომზადებულ რეპორტაჟს; ტოლერანტობის - და მისი ნაკლებობის - თემას გავაგრძელებთ შემდეგ სიუჟეტშიც, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებს და ყოფას ეხება; რადიოჟურნალის ბოლოს შემოგთავაზებთ სიუჟეტს ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელზეც რუსეთის სხვადასხვა დროის ორი გავლენიანი ოლიგარქი ერთმანეთს დიდ ფულზე ედავება.