ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2-დღიან ვიზიტს თბილისი მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილად და ნიშნად იმისა, რომ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. თბილისი მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ალიანსთან. რა მანძილი აშორებს საქართველოს ნატოსგან და რა მოეთხოვება ქვეყანას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე?
”თქვენმა წინამორბედმა რამდენიმე წლის წინათ ნატოს ემბლემიანი ჰალსტუხი ჩამომიტანა, რომელიც ახლა მიკეთია... ვფიქრობდი, რომ თქვენ პიჯაკს მაინც ჩამომიტანდით...”, - უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს 10 ნოემბერს ბათუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ზუსტად ვერ ვიტყვით, რის თქმა სურდა ამ ხუმრობით პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ, ალბათ, აქ იგულისხმება მეტის მოლოდინი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მანამდეც არაერთხელ გამოხატა ალიანსში ინტეგრაციასთან მიმართებით. თუმცა თბილისი უიმედოდ როდია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მოკლე მანძილი ნატოსა და საქართველოს შორის:
„რვაწლიანი რადიკალური ტრანსფორმაციის შედეგად ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს თქვენს ალიანსთან. 8 წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, რომელსაც არ გააჩნდა მომავალი და წარმოადგენდა გარეშე ძალების მანიპულირების ობიექტს. ჩვენ არ ვიყავით სუბიექტი საერთაშორისო პოლიტიკის. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით საქართველოში, როგორც შემდგარ, დემოკრატიულ, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით ქვეყანაში, რომელიც ზეწოლის, მუქარის და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც დადგა ფეხზე, იმართება წელში, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი.“
ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში 10 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა. დღის პირველ ნახევარში კი ნატოსთან ამჟამინდელ უპრეცედენტო სიახლოვეს ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თბილისში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესბრიფინგზე.
დავით ბაქრაძემ ახსენა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც სასურველია 2012 წლის მაისში, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯს მოელის საქართველო.
რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე - ეს ჯერ არ იცის ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამის გამეორება მას 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ მოუწია. ის იმედოვნებს, რომ ჩიკაგოში ხაზი გაესმება პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბუქარესტის სამიტის შემდეგ გასულ სამ წელიწადში; თუმცა რას და როგორი ფორმით გადაწყვეტენ ალიანსის წევრები, ჯერ კიდევ უცნობია.
ნატოს გენერალური მდივანი არ უარყოფს, რომ საქართველო ბოლო წლებში მართლაც დაუახლოვდა ალიანსს და ეს დიდწილად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი დიდი წვლილის და მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელების დამსახურებაა, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებითი კონკრეტული დაპირებები არ კეთდება.
”თქვენ ბევრი გააკეთეთ, თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და, შესაბამისად, საქართველო დღეს უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე 3 წლის წინათ, როცა ჩვენ ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ ჩვენ ყველანი ასევე ვთანხმდებით, რომ საჭიროა გაკეთდეს მეტი საქმე”, - ეს განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც ის 10 ნოემბერს სტუდენტებს ხვდებოდა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მანძილი ნატოსა და საქართველოს შორის წლებით განისაზღვრება და გაწევრიანების მიზნის მისაღწევად საჭიროა მოთმინება, დაუღალავი შრომა და რეფორმების გაგრძელება არაერთი მიმართულებით.
ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ამ ერთი დღის დადგომამდე საქართველო კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს, სადაც გამორჩეულ ადგილს იკავებს დემოკრატიული განვითარების აუცილებლობა.
2012 და 2013 წლების არჩევნები, როგორც ქართული დემოკრატიის გამოცდა, 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრჯერ ახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა და მან სწორედ საარჩევნო სისტემის რეფორმირება დაასახელა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად 10 ნოემბერს ბათუმში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც:
”საქართველომ გაიარა გრძელი გზა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ რჩება. კერძოდ, უნდა დაიხვეწოს თქვენი საარჩევნო სისტემის რეფორმები. ეს გულისხმობს ისეთ საარჩევნო კოდექსს, რომელიც სამართლიანად მოპყრობის გარანტიას მისცემს ყველა კანდიდატს თუ ამომრჩეველს; ეს გულისხმობს ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნას, რომელიც პატივს სცემს უმცირესობათა ხედვებს და ეს გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიებს.”
ამ თემებზე ანდერს ფოგ რასმუსენმა სტუდენტებთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მოითხოვს პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან ჩართვას და ეს უნდა იყოს ყველა ასაკისა და ყველა პროფესიის ადამიანების ჩართულობა ქვეყნის ყველა კუთხიდან. ”ყველა უნდა იყოს ჩართული, რადგანაც პოლიტიკა მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ის მხოლოდ პოლიტიკოსებს დავუტოვოთ. პოლიტიკა ხალხისთვის არის...”, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი. ის ურჩევს ახალგაზრდებს, იაქტიურონ მომავალი არჩევნების სამართლიანად და წარმატებით ჩასატარებლად ისევე, როგორც მათი წინამორბედები აქტიურობდნენ 8 წლის წინათ.
ერთი სიტყვით, ნატოს დელეგაციის 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების საგანგებო გამოცდა იქნება და რომ ამ პროცესს საგანგებოდ დააკვირდება ნატო, როგორც დემოკრატიული ფასეულობების მტკიცე დამცველი. არჩევნების სამართლიანად ჩატარების რეკომენდაცია ბრიუსელიდან თბილისში ჩამოტანილ ერთ-ერთ მთავარ მესიჯს რომ წარმოადგენს, ასეთი შთაბეჭდილება ბევრს დარჩა და, მათ შორის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომლებიც 10 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებს ხვდებოდნენ.
რვაწლიანი რადიკალური ტრანსფორმაციის შედეგად ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს თქვენს ალიანსთან...
”თქვენმა წინამორბედმა რამდენიმე წლის წინათ ნატოს ემბლემიანი ჰალსტუხი ჩამომიტანა, რომელიც ახლა მიკეთია... ვფიქრობდი, რომ თქვენ პიჯაკს მაინც ჩამომიტანდით...”, - უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს 10 ნოემბერს ბათუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ზუსტად ვერ ვიტყვით, რის თქმა სურდა ამ ხუმრობით პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ, ალბათ, აქ იგულისხმება მეტის მოლოდინი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მანამდეც არაერთხელ გამოხატა ალიანსში ინტეგრაციასთან მიმართებით. თუმცა თბილისი უიმედოდ როდია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მოკლე მანძილი ნატოსა და საქართველოს შორის:
ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში 10 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა. დღის პირველ ნახევარში კი ნატოსთან ამჟამინდელ უპრეცედენტო სიახლოვეს ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თბილისში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესბრიფინგზე.
დავით ბაქრაძემ ახსენა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც სასურველია 2012 წლის მაისში, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯს მოელის საქართველო.
თქვენ ბევრი გააკეთეთ, თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და, შესაბამისად, საქართველო დღეს უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე 3 წლის წინათ...
რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე - ეს ჯერ არ იცის ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამის გამეორება მას 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთხელ მოუწია. ის იმედოვნებს, რომ ჩიკაგოში ხაზი გაესმება პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბუქარესტის სამიტის შემდეგ გასულ სამ წელიწადში; თუმცა რას და როგორი ფორმით გადაწყვეტენ ალიანსის წევრები, ჯერ კიდევ უცნობია.
ნატოს გენერალური მდივანი არ უარყოფს, რომ საქართველო ბოლო წლებში მართლაც დაუახლოვდა ალიანსს და ეს დიდწილად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი დიდი წვლილის და მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელების დამსახურებაა, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებითი კონკრეტული დაპირებები არ კეთდება.
”თქვენ ბევრი გააკეთეთ, თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და, შესაბამისად, საქართველო დღეს უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე 3 წლის წინათ, როცა ჩვენ ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ ჩვენ ყველანი ასევე ვთანხმდებით, რომ საჭიროა გაკეთდეს მეტი საქმე”, - ეს განცხადება ანდერს ფოგ რასმუსენმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც ის 10 ნოემბერს სტუდენტებს ხვდებოდა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მანძილი ნატოსა და საქართველოს შორის წლებით განისაზღვრება და გაწევრიანების მიზნის მისაღწევად საჭიროა მოთმინება, დაუღალავი შრომა და რეფორმების გაგრძელება არაერთი მიმართულებით.
უნდა დაიხვეწოს თქვენი საარჩევნო სისტემის რეფორმები. ეს გულისხმობს ისეთ საარჩევნო კოდექსს, რომელიც სამართლიანად მოპყრობის გარანტიას მისცემს ყველა კანდიდატს თუ ამომრჩეველს...