გასული კვირის განმავლობაში, ახალი ამბების გაშუქებისას, ყველაზე ხშირად ორი სიტყვა მოიხსენიებოდა - ვმო და დევნა. ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან დავიწყებთ. საქართველოს დელეგაცია ჟენევაში დათანხმდა შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ საბოლოო კომპრომისულ წინადადებაზე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებას ითვალისწინებს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ თქვა, რომ თბილისის თანხმობა არის შედეგი საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის გამართული ათრაუნდიანი მოლაპარაკებისა.
რაც შეეხება მეორე სიტყვას, სახელმწიფო დევნაში დაადანაშაულეს ბიძინა ივანიშვილთან სრულიად სხვადასხვა მხრივ დაკავშირებულმა პირებმა. კვირის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამას გარდა, საქართველოს მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის გარკვევა მოუწია ბიზნესმენის მოსკოველ თანამშრომელს ვალერი ლევინსაც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ, საქართველოს დატოვება აუკრძალა. ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, 24 ოქტომბერს ექსპერტიზას გადაეგზავნა მინერალები, რომლებიც რუსეთში გამომავალ ჟურნალს - „ქვების ენერგიას“ - მოჰყვება.
28 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე. ზურაბ აბაშიძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, ვიქტორ დოლიძე კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს.თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხაჩირაშვილის განცხადებით, გადაყენების მიზეზი დოლიძისა და აბაშიძის ბუნდოვანი მიზნები გახდა.
ოპოზიციურ ფლანგზე მომხდარი ერთხმად შეფასდა როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. თავად ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე კი საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას ”თავისუფალი დემოკრატების“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობასაც უკავშირებენ. ზურაბ აბაშიძემ ამ ყველაფერს ბოლშევიკური პოლიტიკის გამოვლინება უწოდა.
იმავე დღეს, დილიდან, ზეწოლასა და დევნასთან დაკავშირებული კიდევ ორი განცხადება გავრცელდა. „ქართუ ჯგუფის“ პრესსამდივნომ განაცხადა, რომ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა როსტომ მეფის სასახლედ წოდებულ მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში სარემონტო სამუშაოები შეაჩერა და მიზეზად არასწორად წარმოებული სამუშაოები დაასახელა. ”ქართუ ჯგუფის” იურისტმა არჩილ კბილაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი ის ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც სამსახურმა ობიექტის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა. არჩილ კბილაშვილის თქმით, ეს ხარვეზები არ არის იმგვარი საფრთხის მატარებელი, რის გამოც მშენებლობა აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო - მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ”ქართუ ჯგუფს” გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
პრობლემა შეექმნა ”ქართუ ჯგუფის” კიდევ ერთ ობიექტს - ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს. ეს ფართობი "ქართუ ჯგუფში" შემავალმა კომპანიამ ”ახალმა კაპიტალმა” სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა გარაჟის გაკეთებას გეგმავდა. არჩილ კბილაშვილის თქმით, ”ახალმა კაპიტალმა” 26 ოქტომბერს თბილისის მერიისგან მიიღო ელექტრონული შეტყობინება, რომ დადგენილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიასა და კომპანია ”ახალ კაპიტალს” შორის აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმება განისაზღვრა, ძალადაკარგულია. შესაბამისად, თბილისის მთავრობა კომპანიას ობიექტის გათავისუფლებას სთხოვდა.
თბილისის მერიამ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გავრცელებული განცხადების გამო გაკვირვება გამოთქვა და ოფიციალურ პასუხში „ქართუ ჯგუფის“ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და პოლიტიზებული უწოდა. თუმცა დღეს მერიამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, კომპანია "ახალ კაპიტალს" და, შესაბამისად, სხვა კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც აღნიშნული ობიექტის დასრულების სამართლებრივი ინტერესი აქვთ, მშენებლობაზე არსებული ხარვეზების მიუხედავად, უფლება აქვთ გააგრძელონ და არ შეაფერხონ ისეთი ტიპის შიდასარემონტო სამუშაოები, რომელთა წარმოება, ერთი მხრივ, ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორებას არ ეწინააღმდეგება და, მეორე მხრივ, ბიზნესობიექტზე სამუშაოების დროულად დასრულებას შეუწყობს ხელს, რათა ობიექტი ექსპლუატაციაში მისაღებად მომზადდესო.
26 ოქტომბერს, დღის 12 საათისათვის, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებმა მცირერიცხოვანი აქცია დაიწყეს, სახელწოდებით ”მოუსმინეთ სტუდენტებს”. ისინი პროტესტის მიზეზად პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად დაყოფას, განსხვავებული აზრის დევნას, გამჭვირვალე ბიუჯეტის არარსებობას, სტიპენდიების გაცემის არასამართლიან წესს ასახელებდნენ და შემდეგ რექტორის მისაღებში შიმშილობა გადაწყვიტეს. შიმშილობდა სამი სტუდენტი, თუმცა მათი პროტესტის გამოხატვა დიდხანს არ გაგრძელებულა.
”მე და ჩემი სამი მეგობარი რექტორის მისაღებში დაახლოებით პირველი საათისათვის დავსხედით საშიმშილოდ. ერთი საათის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოვიდნენ, - ვთვლით, რომ ისინი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, რადგან მათ ტაბელური იარაღი ჰქონდათ, - გარეთ ძალით გაგვიყვანეს, ჩაგვსვეს ე.წ. „მარშრუტკაში“, უკან მეორე მანქანა გამოგვყა და გაურკვევლი მიმართულებით წაგვიყვანეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, სოფელ ძეგვში ტალახში ჩამოგვყარეს. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენ არ გვესაუბრა, ტელეფონები წაგვართვეს. ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ერთ-ერთ სტუდენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს”, - გვითხრა სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ, რომლის მონათხრობის მიხედვითაც, სამივე სტუდენტმა ორი-სამი სოფელი ფეხით გამოიარეს და თბილისში რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდნენ.
რადიო თავისუფლება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ინციდენტის შესახებ ჩვენი ჟურნალისტისგან შეიტყო. თუმცა მანამდე რადიო თავისუფლებას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბორის გოთოლენდიამ სატელეფონო საუბარში განუმარტა, რექტორსა და სტუდენტებს შორის შეთანხმება შედგა და სტუდენტებმა მისაღები საკუთარი სურვილისამებრ დატოვესო.
გასულ კვირაში ბათუმში ჩატარდა საქართველოს მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგინა. უფრო სწორად, გეგმა სრულად არ წარმოდგენილა, ის ჯერ მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ გაკეთებული პრეზენტაციის სახით არსებობს, თუმცა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ დოკუმენტი ვებსაიტზე გამოქვეყნდება და ყველას ექნება მისი როგორც გაცნობის, ასევე მასში საკუთარი მოსაზრებების შეტანის საშუალება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტრატეგიული განვითარების გეგმის პირველი პუნქტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა. ათპუნქტიანი გეგმის სხვა მიმართულებებია: განათლების სისტემის გაუმჯობესება, პენსიების ზრდა და სადაზღვევო სისტემის განვითარება, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაფართოება და სხვ. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით - თუ ბიზნესი აიყვანს სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგანო.
დოკუმენტის სხვა დეტალები მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდება მსჯელობის საგანი, თუმცა ცნობილია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის გარდა მთავრობა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და ბიზნესის სხვაგვარ სტიმულირებასაც აპირებს.