“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” სერიაში “მსოფლიო კლასიკა” უილიამ ფოლკნერის, მაქს ფრიშისა და უილიამ გოლდინგის ყველაზე ცნობილი რომანები გამოსცა. ეს წიგნები ადრეც დაიბეჭდა სხვადასხვა დროს, მაგრამ ბაკურ სულაკაურმა თავის დაარსებულ ახალ სერიაში ხელმეორედ გამოსცა ისინი.
სერია “მსოფლიო კლასიკა” ორი წლის წინ დაარსდა და, ჯერჯერობით, მის ფარგლებში, შვიდი წიგნი გამოვიდა, შვიდივე XX საუკუნის კლასიკას მიეკუთვნება და ოთხი ავტორი, რომელთა წიგნების მალე გამოცემაა დაგეგმილი ამავე სერიაში, ასევე XX საუკუნის კლასიკოსებად არიან აღიარებული. ჩემთან საუბარში ბაკურმა ისიც კი აღნიშნა, რომ სერიას მომავალში შეიძლება სახელიც გადაერქვას და “თანამედროვე კლასიკა” ეწოდოს, ანუ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შედარებით ძველი ლიტერატურის კლასიკური ძეგლები, მაგ. გოეთეს “ფაუსტი” და დანტეს “ღვთაებრივი კომედია” და, მეორე მხრივ, XX-XXI საუკუნის ლიტერატურა – თომას მანი, ფოლკნერი, უელბეკი და სხვ.
ზემოთ ჩამოთვლილი სამი ავტორის წიგნები, რომლებიც სულ ახლახან გამოვიდა, ნამდვილად კლასიკური ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ კლასიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ყოველგვარი თანამედროვეს გარეშე და მათი ხელახალი, შესწორებული გამოცემები, ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ძველი მკითხველისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს ავტორები არ წაუკითხავს.
ნობელის პრემიის ლაურეატის, სერ უილიამ გოლდინგის პირველი რომანი “ბუზთა ბატონი” 1954 წელს დაიბეჭდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი ნინო ქაჯაიამ თარგმნა ქართულად და პირველად წიგნი 2002 წელს გამოვიდა ბაკურ სულაკაურისავე გამომცემლობაში, თუმცა ეს ბოლო ვერსია, გამომცემლის სიტყვებით, ძალიან განსხვავდება პირველისგან:
“გოლდინგის “ბუზთა ბატონი” ჩვენ გამოვუშვით პირველად 10-ოდე წლის წინ, ნინო ქაჯაიას თარგმანით. მაგრამ შემდეგ მთარგმნელმაც და რედაქტორმაც კიდევ ბევრჯერ იმუშავეს ამაზე. ასე რომ, პირველი გამოცემისგან არსებითად განსხვავდება და, ჩემი აზრით, გაუმჯობესებულია თვითონ თარგმანის ხარისხიც, რედაქტირების ხარისხიც და გამოცემაც უკეთესია”.
მაქს ფრიშის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, “Homo Faber” და “ვიქნები თუნდაც განტენბაინი”, ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნა ქართულად დალი ფანჯიკიძემ. ცალკე Homo Faber 1975 წელს გამოიცა პირველად, უზარმაზარი, 40 000-იანი ტირაჟით. 1981 წელს ეს რომანი “განტენბაინთან” ერთად გამოვიდა, შემდეგი გამოცემა კი 1986 წელს განხორციელდა. როგორც ჩანს, იმ დროში ქვეყანა წარმოუდგენელი ინტერესით ეწაფებოდა ფრიშის პროზას, თუმცა შემდეგი 25 წელი ეს მწერალი არავის გახსენებია და არც ახალი თარგმანები გამოქვეყნებულა.
ბოლო გამოცემისთვის მთარგმნელს ხელახალი რედაქტირება გაუკეთებია:
“ასეთივე მდგომარეობაა მაქს ფრიშის შემთხვევაშიც. თვითონ მთარგმნელმა, დალი ფანჯიკიძემ ხელახლა იმუშავა წიგნზე, თავდაპირველი თარგმანის ხელახალი რედაქტირება გააკეთა და მხოლოდ შემდეგ გამოვიდა წიგნი”.
მესამე წიგნი ჩემი საყვარელი რომანების რიცხვს მიეკუთვნება. უილიამ ფოლკნერის “ხმაური და მძვინვარება” ერთადერთი რომანია, რომელიც სამჯერ ზედიზედ მაქვს წაკითხული. ვიცი, ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 18-19 წლის ასაკში თავით ვიყავი გადავარდნილი ამ ნაწარმოებში. მწერლის პიროვნება, მის მიერ შექმნილი სამყაროს ხიბლი, რომანის პერსონაჟები, თხრობის ხერხები და მასთან დაკავშირებული სირთულეები – ყველაფერი ეს ერთად რაღაც ჯადოსნურ ზემოქმედებას ახდენდა. წიგნი რუსულადაც წავიკითხე და ქართულადაც. იგი ზაურ კილაძემ თარგმნა 90-იანი წლების დასაწყისში და ასევე უზარმაზარი ტირაჟით გამოიცა:
“რაც შეეხება ფოლკნერის რომანს, “ხმაური და მძვინვარება”, აქ უკვე იმდენად საფუძვლიანი რედაქტირება მოხდა, რომ ამას რედაქტირებაც აღარ ჰქვია, ფაქტობრივად, ხელახლა ითარგმნა. ამაზე მუშაობდა რამდენიმე ადამიანი – ერთი რედაქტორი, ნათია მენაბდე, რომელმაც ტექსტი შეადარა არა მხოლოდ ორიგინალს, არამედ რამდენიმე სხვადასხვა თარგმანსაც და ამ რედაქტირებაზე ვმუშაობდით წელიწადნახევარი, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე თარგმანს სჭირდება ხოლმე ხანდახან.
[მალხაზ ხარბედია: მთარგმნელიც მუშაობდა თქვენთან ერთად?]
თავად მთარგმნელი ვერ მუშაობდა, იმიტომ, რომ იგი შეუძლოდ არის და იძულებული გავხდით, ჩვენ გვემუშავა. რედაქტორი, რომელიც საფუძვლიან რედაქტირებას უკეთებდა, უდარებდა ორიგინალს, იმიტომ რომ, აღმოჩნდა, რომ რაღაც ადგილები ან გამორჩენილი იყო, ან არასწორად ინტერპრეტირებული, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ეს ბუნებრივი მოვლენაა თარგმანში და სწორედ იმიტომ არსებობს რედაქტორი, სწორედ იმიტომ სჭირდება წიგნს ხელმეორედ მიხედვა, რომ ასეთი, ზოგჯერ კურიოზული შემთხვევები არ მოხდეს. ასეთი არაერთი მახსოვს, ჩვენც უამრავჯერ მოგვსვლია სხვა წიგნებში და კურიოზებისგან დაზღვეულები არც ჩვენ ვიყავით. სხვათა შორის, ფოლკნერის ეს წიგნი როცა გამოვიდა, აღმოვაჩინეთ, რომ ყდაზე ინგლისურ წარწერაში, ანუ რომანის სათაურში, გაიპარა კორექტურა, ამიტომ ახლა ხელახლა ვბეჭდავთ ტირაჟს, იმისათვის, რომ ეს გამოსწორდეს”.
სულ მალე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” კიდევ რამდენიმე ავტორის ნაწარმოებების გამოცემას აპირებს იმავე სერიაში. თომას მანის “ჯადოსნური მთა” ადრეც დაბეჭდილა ქართულად, ხოლო ჯეიმს ჯოისის “ულისე” პირველად გამოვა სრულად ქართულ ენაზე. გარდა ამისა, ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ კობო აბეს ორი რომანის გარდა (ერთი ძველი თარგმანი და ერთიც ახალი), გეგმაში გიუნტერ გრასის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, “თუნუქის დოლია” შეტანილი. Aასე რომ, დაველოდოთ. სადაც ამდენი ვითმინეთ, ცოტას კიდევ მოვითმენთ, ვიდრე მთარგმნელი და რედაქტორები თავის სამუშაოს დაასრულებენ და XX საუკუნის კიდევ ერთ მეგარომანს შემოგვთავაზებენ.

რაც შეეხება ფოლკნერის რომანს, “ხმაური და მძვინვარება”, აქ უკვე იმდენად საფუძვლიანი რედაქტირება მოხდა, რომ ამას რედაქტირებაც აღარ ჰქვია...