უკვე სამი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, მაგრამ ამ დროის მანძილზე კრემლმა სამზე მეტი მხარდამჭერის მოძიება ვერ შეძლო. მოსკოვი აცხადებს, რომ მას არასოდეს უცდია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის სხვა ქვეყნებისთვის დაძალება, თუმცა ფაქტები ხშირ შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. რა ხდება სინამდვილეში? რატომ არ გამოუჩნდა მეტი მიმბაძველი რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საქმეში?
2008 წლის 26 აგვისტოს, როცა რუსეთ-საქართველოს ომი სულ რაღაც 2 კვირის დასრულებული იყო, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება მსოფლიოს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამცნო და იქვე დასძინა, რომ ასეთია მოსკოვის მიერ შექმნილი, შეუქცევადი ”ახალი რეალობა”. იმ დღის შემდეგ კრემლმა დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე: სასწრაფოდ გამოაძევა ეუთო და გაერო ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ქვეყნებიდან და ცხინვალთან და სოხუმთან უკანონოდ დამყარებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობა გააჩაღა და საომარი შეიარაღებითაც აღჭურვა.
რუსეთი არად დაგიდევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ - იქნებოდა ეს ევროკავშირი, ნატო, ეუთო თუ მსოფლიოს ცალკეული ქვეყნები - მრავალჯერ მოუწოდა მას გაეუქმებინა აღიარების გადაწყვეტილება, რომელიც, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების გარდა, უხეშად არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ძირითად პრინციპებს. მართალია, მოწოდებები მოწოდებებად რჩება, მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამგვარი მიდგომები რუსეთს დისკომფორტს უქმნის.
შესაძლოა სწორედ ამ დისკომფორტიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ გასული სამი წლის მანძილზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა - და, მათ შორის, პრეზიდენტმა მედვედევმაც - აღიარების გადაწყვეტილებას არაერთხელ უწოდეს ”რთული” და ”მძიმე”. მართალია, პარალელურად, დროის იმავე მონაკვეთში რუსეთმა არაერთხელ გამოხატა დიდი იმედი, რომ მას ამ საქმეში თანდათან სულ უფრო მეტი ქვეყანა მიბაძავდა, მაგრამ აღიარების სამი წლის თავზე, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ბევრისთვის მოულოდნელად თქვა, რომ მას მხარდაჭერის დიდი იმედი არასდროს ჰქონია:
”მართალია, ახალგაზრდა და ლიბერალი პრეზიდენტი ვარ, მაგრამ გარკვეული გამოცდილება მაინც მაქვს და მე მშვენივრად მესმოდა, რომ ამ აღიარების შემდეგ არც ისე ბევრი სახელმწიფო მოისურვებდა ეღიარებინა შექმნილი რეალობა.”
რუსეთისა და საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის 4 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში დმიტრი მედვედევი ამბობს იმასაც, რომ მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება არასდროს და არავისთვის, მათ შორის, არც დსთ-ს სივრცის ქვეყნებისთვის დაუძალებია. მაგრამ მედვედევს ნამდვილად ვერ დავუჯერებთ, თუკი, მაგალითად, გავიხსენებთ, თუ როგორ წამოაძახა დაახლოებით ერთი წლის წინ იმავე მედვედევმა ალექსანდრ ლუკაშენკოს აღიარებასთან დაკავშირებული შეუსრულებელი დაპირება. სხვათა შორის, რუსი ანალიტიკოსები ლუკაშენკოს ბელორუსიას იმ ქვეყნად მოიხსენიებდნენ, რომელიც, წესით, სულ მალე უნდა დასდგომოდა რუსეთის გზას, მაგრამ ეს არ მომხდარა და, მეტიც, როგორც გასული წლის ოქტომბერში განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი მისი ქვეყნის დღის წესრიგში აღარ დგას.
იმის დასტურად, რომ რუსეთი მომხრეებს დიდი მონდომებით ეძებდა და მათ მოსყიდვასაც ცდილობდა, ანალიტიკოსებს ხშირად ახსენებენ ნაურუს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჯუჯა კუნძული-სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც მხოლოდ 14 000 მცხოვრებს ითვლის, კრემლის ნებას 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაჰყვა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა. ამ დროისთვის კრემლის მიმბაძველთა რიგებში უკვე ირიცხებოდნენ ნიკარაგუა და ვენესუელა. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანას გადაწყვეტილების მიღებისას, ფინანსური და სამხედრო ინტერესების გარდა, ვაშინგტონის ძლიერი ზიზღი ამოძრავებდა. რაც შეეხება ვანუატუს, სოხუმისა და მოსკოვის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. გავიხსენოთ, რომ წყნარი ოკეანის კუნძულებზე გადაფენილმა ამ პატარა ქვეყანამ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პროცესში, აფხაზეთის აღიარების მაისში მიღებული გადაწყვეტილება ივნისში გააუქმა.
იმ ფაქტს, რომ რუსეთს სამი წლის მანძილზე სამ მომხრეზე მეტი არ გამოუჩნდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევად მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. ის ასეთ შედეგს 3 წლის წინ თურმე ვერც კი დაიჯერებდა.
”ის, თუ როგორ მოვახერხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი წარმატებაა. იმ დღეებში პირადად ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, რომ სამი წლის შემდეგ რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ სამი ქვეყანა ეყოლებოდა, რომელიც აღიარებდა ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას და სხვაგან ვერ მიაღწევდა წარმატებას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.
რატომ გაუჭირდა რუსეთს მეტი მხარდამჭერის მოძებნა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საქმეში? საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთს სიძნელეები გავლენიანი ქვეყნების პრინციპული პოზიციის გამო შეხვდა:
”მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები - დასავლეთის სახელმწიფოები, სადაც არის კაპიტალი და რეალური ძალა, ასე ვთქვათ, მსოფლიო პროგრესისა - ამგვარი აღიარების წინააღმდეგი არიან. ყველა იმ ჯგუფმა, რომელიც ითხოვს, აღიარება რომ მიიღოს, მსოფლიოში იქნებოდა არა ორასი, არამედ სადღაც ათასამდე სახელმწიფო... ბუნებრივია, რომ არავის სურს ამ პროცესის კატალიზატორად ქცევა.”
თუმცა აქვე საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა რუსეთს საერთოდაც არ აწყობდეს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საყოველთაო აღიარება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მეტ თავისუფლებას მიიღებენ და მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთს.
როცა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ვლაპარაკობთ, ალბათ უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში დაიწყო საუბარი აფხაზეთის საქართველოს მიერ აღიარების პერსპექტივაზე. ამ იდეის მეტად მცირერიცხოვანი მომხრეები ამბობენ, რომ მხოლოდ დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ გადადგმულ ასეთ ნაბიჯს შეუძლია აფხაზების ფიზიკური გადარჩენა. აღიარებას ეწინააღმდეგება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ამასთან, ის თვლის, რომ აფხაზებს ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ აღიარების შემთხვევაში დაემუქრებათ:
”თუ საქართველომ აღიარა, ამას მოჰყვება მსოფლიოს აღიარებაც, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტად მოხდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მითვისება და ათვისება, რადგანაც იქ რუსული ფული ტრიალებს, ეკონომიკა რუსულია, ჯარები რუსული დგას. ვიდრე საქართველოს აღიარებული არ ჰყავს ეს მხარე, ვთქვათ ასე, შანსები აფხაზების გადარჩენისა უფრო მეტია. თუ აღიარებს, ხელებს დაიბანს, დისტანცირება მოხდება და უკვე რუსეთს ხელ-ფეხს ვუხსნით ბოლომდე აითვისოს ეს აბსოლუტურად მიგდებული მხარე.”
პაატა ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, აფხაზეთის აღიარებასა და აფხაზების გადაშენებას შორის კავშირს ვერ ხედავს საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა, რომელიც ასევე არ ემხრობა აღიარების პერსპექტივას. ექსპერტი თვლის, რომ ”აფხაზებს თვითგადარჩენის ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ ახლა, როცა ისინი მხოლოდ რუსეთის ანაბარა არიან.”
ის, თუ როგორ მოვახერხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ დიდი წარმატებაა....

თუ საქართველომ აღიარა, ამას მოჰყვება მსოფლიოს აღიარებაც, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტად მოხდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მითვისება და ათვისება...
თუმცა აქვე საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა რუსეთს საერთოდაც არ აწყობდეს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საყოველთაო აღიარება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მეტ თავისუფლებას მიიღებენ და მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთს.
როცა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ვლაპარაკობთ, ალბათ უნდა გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში დაიწყო საუბარი აფხაზეთის საქართველოს მიერ აღიარების პერსპექტივაზე. ამ იდეის მეტად მცირერიცხოვანი მომხრეები ამბობენ, რომ მხოლოდ დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ გადადგმულ ასეთ ნაბიჯს შეუძლია აფხაზების ფიზიკური გადარჩენა. აღიარებას ეწინააღმდეგება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ამასთან, ის თვლის, რომ აფხაზებს ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ აღიარების შემთხვევაში დაემუქრებათ:
ვიდრე საქართველოს აღიარებული არ ჰყავს ეს მხარე, ვთქვათ ასე, შანსები აფხაზების გადარჩენისა უფრო მეტია...