რუსეთში მკაცრი განაჩენების გამოტანით დასრულდა პროცესი, რომელზეც გაასამართლეს „ნაციონალ-სოციალისტურ საზოგადოება ჩრდილოეთის“ წევრები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, მათ შორის 27 მკვლელობისათვის.
მოსკოვში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ხუთ ულტრანაციონალისტს მკვლელობებისთვის, რომელთა მსხვერპლიც 27 ადამიანი გახდა. კიდევ შვიდ ულტრანაციონალისტს, მათ შორის ახალგაზრდა ქალს, შეუფარდეს პატიმრობა სხვადასხვა ვადით, 10-დან 25 წლამდე. მოსამართლეებმა განაჩენები გამოაცხადეს ორშაბათს, საღამოს თითქმის 18-თვიანი, მედიის დიდი ინტერესის გამომწვევი პროცესის ბოლოს.
მსჯავრდებულები - უმეტესწილად 30 წლამდე ასაკის მამაკაცები - იყვნენ „ნაციონალ-სოციალისტურ საზოგადოება ჩრდილოეთის“ წევრები. საქმე ეხება ნეონაცისტურ ჯგუფს, რომელიც რუსეთში შარშან აიკრძალა და რომლის ლოგოც არის წითელ და შავ ფერებში შესრულებული სტილიზებული სვასტიკა.
უფლებადამცველები დადებითად აფასებენ განაჩენებს, როგორც იმის ნიშანს, რომ ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, იჩენს სიმკაცრეს ულტრანაციონალისტებთან დამოკიდებულებაში, მრავალწლიანი ლმობიერების და წაყრუების შემდეგ.
როგორც მოსკოვში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ჰოლოკოსტის ფონდის“ ხელმძღვანელი, ალა გერბერი, ამბობს, „სულ ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც, საერთოდ, სრული სიჩუმე სუფევდა და ჩვენს ათასგვარ ჩივილსა თუ მიმართვაზე სამართალდამცველი ორგანოები არავითარ რეაქციას არ ახდენდნენ. ეს წლობით გრძელდებოდა. მკვლელობისთვის, რომელიც აშკარად ეროვნულ ნიადაგზე იყო ჩადენილი, სრულიად სხვა მუხლით გამოჰქონდათ განაჩენი, იქნებოდა ეს ხულიგნობა თუ რაღაც საყოფაცხოვრებო დანაშაული, რომელიც პირობით სასჯელს ითვალისწინებდა.”
ნეონაცისტური გაერთიანების წევრები დამნაშავედ ცნეს კავკასიელი და შუააზიელი, აფრიკელი და სამხრეთ-აღმოსავლეთაზიელი მიგრანტების მკვლელობებში, დამნაშავედ ცნეს ბანდის ერთ-ერთი წევრის მოკვლაშიც. ეს უკანასკნელი დაახრჩეს, რის შემდეგაც თავი მოჰკვეთეს, მილიციასთან კონტაქტში ეჭვმიტანის გამო...
ნაცისტური ბანდის ლიდერის, ლევ მოლოტკოვისაგან განსხვავებით, დანარჩენმა ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს მონაწილეობა 2007-2008 წლების მკვლელობებში და განაცხადეს, რომ მათ აიძულეს დანაშაულების ჩადენა.
უფლებადამცველები მართალია, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, დადებითად აფასებენ რასისტული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამკაცრებას, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ განვლილი წლების დაუსჯელობის სინდრომმა ულტრანაციონალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაძლიერებულიყვნენ და კარგად ორგანიზებულ სტრუქტურებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
რასობრივი ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სოვას" ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვერხოვსკი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება ჩრდილოეთი“ წლების მანძილზე, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად მუშაობდა.
„ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება ერთობ თავისებური ორგანიზაცია იყო. ატარებდნენ მიტინგებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაც კი სცადეს. მოკლედ, ისე იქცეოდნენ, როგორც ლეგალური ნაცისტური ორგანიზაცია მოიქცეოდა. მაგრამ ამავე დროს ამ ორგანიზაციის წევრები სჩადიოდნენ ძალადობრივ დანაშაულებს, მკვლელობების ჩათვლით. ეს არც მაშინ ყოფილა საიდუმლო. მაგრამ მერე, 2007 წელს, მათს რიგებში განხეთქილება მოხდა. ორგანიზაცია, კაცმა რომ თქვას, დაიშალა. და ამ დაშლის პარალელურად სამართალდამცველმა ორგანოებმა ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოებას უკვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი,“ - განმარტავს ვერხოვსკი.
უფლებადამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთში ფართოდ გავრცელებული ქსენოფობია ნოყიერ ნიადაგს ქმნის ულტრანაციონალისტური ჯგუფებისათვის. საქმე ის არის, რომ რუსეთის ბევრი მკვიდრი იმიგრანტებს ადანაშაულებს ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების წართმევასა და დამნაშავეობაში. ალიშერ ტოშმანოვმა - 24 წლის უზბეკმა იმიგრანტმა, რომელიც მოსკოვში მუშაობს - კარგად იცის, რა არის, იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. შარშან ის სკინჰედებმა სცემეს.
„შარშანდლის მერე სკინჰედებს აღარ გადავყრივარ, მაგრამ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მაინც სულ ვგრძნობ. ზოგი ქალისგან გაიგონებ, ეს რუსეთია, უზბეკეთი არ გეგონოთო. მაგრამ ამაზე სერიოზულს ვერაფერს გავიხსენებ“, - აცხადებს უზბეკი იმიგრანტი და იმასაც დასძენს, რომ შინ დაბრუნებას უახლოეს მომავალში არ აპირებს.

მკვლელობისთვის, რომელიც აშკარად ეროვნულ ნიადაგზე იყო ჩადენილი, სრულიად სხვა მუხლით გამოჰქონდათ განაჩენი...
მსჯავრდებულები - უმეტესწილად 30 წლამდე ასაკის მამაკაცები - იყვნენ „ნაციონალ-სოციალისტურ საზოგადოება ჩრდილოეთის“ წევრები. საქმე ეხება ნეონაცისტურ ჯგუფს, რომელიც რუსეთში შარშან აიკრძალა და რომლის ლოგოც არის წითელ და შავ ფერებში შესრულებული სტილიზებული სვასტიკა.
უფლებადამცველები დადებითად აფასებენ განაჩენებს, როგორც იმის ნიშანს, რომ ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, იჩენს სიმკაცრეს ულტრანაციონალისტებთან დამოკიდებულებაში, მრავალწლიანი ლმობიერების და წაყრუების შემდეგ.
როგორც მოსკოვში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ჰოლოკოსტის ფონდის“ ხელმძღვანელი, ალა გერბერი, ამბობს, „სულ ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც, საერთოდ, სრული სიჩუმე სუფევდა და ჩვენს ათასგვარ ჩივილსა თუ მიმართვაზე სამართალდამცველი ორგანოები არავითარ რეაქციას არ ახდენდნენ. ეს წლობით გრძელდებოდა. მკვლელობისთვის, რომელიც აშკარად ეროვნულ ნიადაგზე იყო ჩადენილი, სრულიად სხვა მუხლით გამოჰქონდათ განაჩენი, იქნებოდა ეს ხულიგნობა თუ რაღაც საყოფაცხოვრებო დანაშაული, რომელიც პირობით სასჯელს ითვალისწინებდა.”
ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება ერთობ თავისებური ორგანიზაცია იყო. ატარებდნენ მიტინგებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაც კი სცადეს...
ნეონაცისტური გაერთიანების წევრები დამნაშავედ ცნეს კავკასიელი და შუააზიელი, აფრიკელი და სამხრეთ-აღმოსავლეთაზიელი მიგრანტების მკვლელობებში, დამნაშავედ ცნეს ბანდის ერთ-ერთი წევრის მოკვლაშიც. ეს უკანასკნელი დაახრჩეს, რის შემდეგაც თავი მოჰკვეთეს, მილიციასთან კონტაქტში ეჭვმიტანის გამო...
ნაცისტური ბანდის ლიდერის, ლევ მოლოტკოვისაგან განსხვავებით, დანარჩენმა ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს მონაწილეობა 2007-2008 წლების მკვლელობებში და განაცხადეს, რომ მათ აიძულეს დანაშაულების ჩადენა.
უფლებადამცველები მართალია, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, დადებითად აფასებენ რასისტული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამკაცრებას, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ განვლილი წლების დაუსჯელობის სინდრომმა ულტრანაციონალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაძლიერებულიყვნენ და კარგად ორგანიზებულ სტრუქტურებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
რასობრივი ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სოვას" ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვერხოვსკი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება ჩრდილოეთი“ წლების მანძილზე, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად მუშაობდა.
„ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება ერთობ თავისებური ორგანიზაცია იყო. ატარებდნენ მიტინგებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაც კი სცადეს. მოკლედ, ისე იქცეოდნენ, როგორც ლეგალური ნაცისტური ორგანიზაცია მოიქცეოდა. მაგრამ ამავე დროს ამ ორგანიზაციის წევრები სჩადიოდნენ ძალადობრივ დანაშაულებს, მკვლელობების ჩათვლით. ეს არც მაშინ ყოფილა საიდუმლო. მაგრამ მერე, 2007 წელს, მათს რიგებში განხეთქილება მოხდა. ორგანიზაცია, კაცმა რომ თქვას, დაიშალა. და ამ დაშლის პარალელურად სამართალდამცველმა ორგანოებმა ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოებას უკვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი,“ - განმარტავს ვერხოვსკი.
შარშანდლის მერე სკინჰედებს აღარ გადავყრივარ, მაგრამ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მაინც სულ ვგრძნობ...